კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გულაკვნესებული #51

„გირჩში“ პლანი ამოსულა“

იგინი (ანუ „გირჩნი“) დაგვპირდნენ, რომ საქართველოს მოსახლეობას სულ ახლებურ პოლიტიკურ აქტივობას შესთავაზებდნენ. ჰოდა, რაკი დაგვპირდნენ და პოლიტიკოსები კი, როგორც წესი, თავიანთი სიტყვის მტკიცედ ერთგულნი არიან, კიდეც შემოგვთავაზეს.
იმას გარდა, რომ საახალწლოდ თავიანთ ოფისში პლანის თესვა დააანონსეს, ზედაც – თანამოაზრეებთან ერთად, ერთ-ერთმა მთავარმა „გირჩმა“, სახელდობრ, ზურაბ ჯაფარიძემ არც ის დაგვიმალა, რომ კანონი, ნუ იტყვით და, თვით „ფეხებზე ჰკიდია“.
ამ კონკრეტული „დაკიდების“ მოტივი კი შემდეგნაირად ახსნა: „არავის აქვს უფლება, ადამიანს აუკრძალოს, საკუთარ სხეულს აუკრძალოს, რაც უნდა, ის უქნას.“
მეტიც (კვლავ ციტატას მოვიშველიებ, რათა უცვლელად მოვიტანო თქვენამდე ეს სიბრძნე): „არ ვაღიარებ საზოგადოების არცერთი ნაწილის აზრს, რომ მან განმისაზღვროს, ჩემს სხეულს რა ვუქნა (ნუთუ ისეთი წუწურაქია, რომ მხოლოდ თავისთვის ემეტება ჩათესილი?!)!“
თუმცა ოდენ ამას არ შეუშფოთებია ამ ჩვენი „გირჩის“ სხეულზე მოფიქრალი გული, იგი ორნახად არაყსაც აუკვნესებია: „ვერ იპოვით ქვეყანას, სადაც აფთიაქში ორნახადი არაყი იყიდება“. ოღონდ ის აღარ დაუმატებია, რომ, მაგალითად, ყველა ქვეყნის აფთიაქში იყიდება სპირტი.
ასეა თუ ისე, ყველა ისე ცდილობს პოლიტიკურ ცის კაბადონზე დამკვიდრებას, როგორც მოუხერხდება. მაგრამ, თუ გავიხსენებთ პლანმთესველი ბ-ნი ჯაფარიძის მიერ თქმულს: მე პირადად ვიცი, რომ ვარღვევ კანონს და მემუქრება 8 წელი ან 12 წელი ციხე… არის 500 ადამიანი, რომლებიც ჩვენთან ერთად პლანს დათესავენ, არის კიდევ 1 500 ადამიანი, რომლებიც ამბობენ, რომ მხარს დაგვიჭერენ. მოვიდნენ და დაგვიჭირონ ერთი, ვის დაიჭერენ,“ უდიდესი ალბათობით, მიზნად წამებულის მანტიის მორგებას ცდილობს.
ერთი სიტყვით, ზოგი ქარის წისქვილებს ებრძვის, ზოგის ცხოვრების არსი კი პლანის ბუჩქს მკერდით გადაფარებაა. –

скачать dle 11.3