კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

ხმა სასახლიდან #51

ანუ „გავძეხი“?!

რაკი დოლარი უკიდეგანოდ ძვირდება (და არა მხოლოდ ჩვენთან) და არც ჩვენ ვაკლებთ ხელს, რომ ეს ჩვენი საწყალი ვალუტა გაგვიუფასურდეს, მთავრობა დაგვპირდა, რომ ადმინისტრაციულ ხარჯებს შეიმცირებს (თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რამდენად წაადგება ეს გადაწყვეტილება ჩვენს ფინანსურ შეჭირვებას).
ხოლო, რაკი პრეზიდენტიც ხელისუფალია (და მერე რა, რომ, კონსტიტუციით, მხოლოდ ფორმალური?!), ცხადია, დავინტერესდით, ისიც თუ გეგმავდა, თავისი წილი მოჭერილი ქამარი მიეტანა ეროვნული ვალუტის სამსხერპლოზე.
თუმცა სასახლიდან გვაუწყეს, რომ „პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტი არის ოპტიმალური და მაქსიმალურად მორგებულია ადმინისტრაციის საჭირობებზე!“
მეტიც, განგვიმარტეს (მომყავს ციტატა): „ოპტიმიზაცია ხდება იმ დაწესებულებებსა და უწყებებში, სადაც არსებობს ამის საჭიროება და აუცილებლობა. აქ კი ყველა თანამშრომელი ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას.“
თუ გავიხსენებთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრთა ხელფასები მთავრობის წევრთა ხელფასების იდენტური, ანუ ხუთციფრიანია, ლოგიკა ცოტა გაუგებარია, თუმცა, მეორე მხრივ, ისიცაა, რომ საპრეზიდენტო სასახლეს ექვსციფრიანი ხელფასები უფრო მოუხდება.

скачать dle 11.3