კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ოპ-არტი“ – ხარისხზე ორიენტირებული, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ავეჯისა და კარების მწარმოებელი კომპანია #50

ავეჯისა და კარების მწარმოებელი კომპანია „ოპ-არტი”, წლების წინ შეიქმნა და დღეს უკვე დიდი წარმატებით სარგებლობს. პროფესიონალი კადრები, გემოვნებიანი და ხარისხიანი პროდუქცია – „ოპ-არტის” მთავარი  სიამაყეა. განსხვავებული და არასტანდარტული დიზაინის პროდუქციის წარმოება კომპანიისთვის სირთულეს არ წარმოადგენს. „ოპ-არტის” საქმიანობის დეტალებსა და უპირატესობებზე მისი დირექტორი – დავით კუხალაშვილი გვესაუბრა, რომელიც კომპანიის მუშაობის ყველა ეტაპს მაქსიმალურად აკონტროლებს.
დავით კუხალაშვილი: კომპანია „ოპ-არტი” 2007 წელს შევქმენით. მისი ძირითადი საქმიანობა ბინების, ოფისებისთვის ნებისმიერი ფორმისა და დიზაინის ავეჯის, კარების დამზადებაა. ამ მიმართულებით გვქონდა გარკვეული გამოცდილება და გადავწვიტეთ, ავეჯის ადგილობრივი წარმოების შექმნა. ჩვენი პროდუქცია ხარისხობრივად არა თუ არ ჩამოუვარდება უცხოურს, არამედ ბევრ მათგანზე უკეთესიცაა.  უმაღლესი ხარისხი, მოხერხებულობა და ფუნქციურობა – ამ დევიზით იქმნება ავეჯი „ოპ-არტში”.
– რა ტიპის მომსახურებას სთავაზობს „ოპ–არტი” კლიენტებს?
– მომხმარებელს ვთავაზობთ მომსახურების სრულ პაკეტს – აზომვით სამუშაოებს, დიზაინერის უფასო კონსულტაციას, სამგანზომილებიანი ვირტუალური პროექტის შექმნას, ღირებულების გათვლას. ჩვენი დიზაინერების დახმარებით, მომხმარებელს აქვს საშუალება, წინასწარ ნახოს სასურველი ავეჯის სამგანზომილებიანი ნახაზი მონიტორზე და თავადვე შეარჩიოს ფასადი, ფერი და დეკორატიული ელემენტები. როდესაც ყველა დეტალზე მოხდება შეთანხმება, შეკვეთას ვაგზავნით საამქროში. კომპანიის წარმომადგენლები თავად უმონტაჟებენ შეკვეთილ ავეჯს.
– დიდია „ოპ-არტის” წარმოებულ პროდუქციაზე მოთხოვნა?
– „ოპ-არტის” ნაწარმზე არჩევანს აკეთებს ის, ვისთვისაც ხარისხი და გემოვნებიანი დიზაინი პრიორიტეტულია. ჩვენთან დამზადებული პროდუქცია მომხმარებლებში დიდი პოპურალობით სარგებლობს. „ოპ-არტი” წარმატებით ითვისებს ქართულ ბაზარს, ზრდის მომხმარებელთა სეგმენტს და ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას.
– რა სირთულეებია დამაბრკოლებელი „ოპ-არტისთვის?”
– ჩვენ არ გვაშინებს არასწორი კედლები და კუთხეები, სხვადასხვა მილის, სვეტისა და რადიუსის კედლების არსებობა ბინაში. ჩვენ ვამზადებთ ნებისმიერი კონფიგურაციის ავეჯს ნებისმიერი არასდანდარტული ზომებით. კომპანია „ოპ-არტის” ერთგვარი სავიზიტო ბარათია ავეჯში ირიბხაზიანი ფორმების შემუშავება და დამზადება, რაც ორიგინალურ დიზაინს ქმნის.
– დამკვეთს თუ აქვს იმის საშუალება, რომ თვალ-ყური ადევნოს პროდუქციის დამზადების პროცესს?
– რა თქმა უნდა, „ოპ-არტის” საწარმოს კარი მუდმივად ღიაა მათთვის, ვისაც აინტერესებს, როგორ და რა პირობებში მზადდება პროდუქტი. „ოპ-არტი” მომხმარებელს სთავაზობს მაქსიმალურად მოქნილ და კომფორტულ მომსახურეობას. დიზაინერი ადგილის დათვალიერების და აზომვითი ნახაზის აღების შემდეგ, ამუშავებს ვირტუალურ პროექტს, სადაც რეალურად არის შესაძლებელი, დაინახოთ პროექტის საბოლოო სახე.
– რა არის „ოპ-არტის” წარმატების საიდუმლო?
– კომპანია მუდმივად ანახლებს მანქანას ან დანადგარებს და ნერგავს ავეჯის წარმოების მსოფლიოში აპრობირებულ ახალ მეთოდებს. „ოპ-არტის” პროფესიონალთა გუნდის თითოეული წევრი ზედმიწევნით კარგად ფლობს თავის საქმეს. ეს ყველაფერი ერთმანეთთან იდეალურ თანხვედრაშია და ძლიერი კომპანიის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. „ოპ-არტი” მუდმივად მონაწილეობს ავეჯის სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენაში.
სამი წელია სალონმა წარმოება განავითარა ოთახშორისი კარების მიმართულებით. მომხმარებელი კარის შეკვეთისას თავისუფალია მოდელის, დიზაინისა და ფერის არჩევანში, ასევე, არ არის შეზღუდვა ზომებში.
უფასო სერვისი
• დიზაინერის მომსახურება
• ანაზომ-ანათვლების აღება
• საყოფაცხოვრებო ტექნიკით დაკომპლექტება
• ავეჯის ადგილზე მიტანა (თბილისის ფარგლებში)
• მონტაჟი
ფასიანი სერვისი
• ავეჯის დამზადება
• ავეჯის ფასადის განახლება
• დაზიანებული ფურნიტურის შეცვლა
მისამართი: თბილისი,
წერეთლის  ¹117
საკონტაქტო ტელ: (+995 32) 243 94 43; (+995) 599 42 94 43.
ვებ გვერდი: www.op-arti. ge
ელ ფოსტა: op_art@yahoo. com

скачать dle 11.3