კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გადაურჩნენ სიკვდილს ცნობილი მსახიობები კინოფილმ „მიმინოს“ გადაღებისას #50

გია დანელია ასეთ კურიოზს იხსენებს: „მიმინოს“ ერთ-ერთი ეპიზოდი უნდა გადაგვეღო და საამისოდ სასტუმრო „როსიას“ მე-14 სართულზე ნომერი გვქონდა დაჯავშნილი. ეპიზოდში ფრუნზიკ მკრტიჩიანი, ბუბა და ლეონიდ კურავლიოვი მონაწილეობდნენ. რადგან ბუბას ტვინის შერყევა ჰქონდა, გადავწყვიტე, ჯერ ფრუნზიკა და კურავლიოვი გადამეღო და ბუბას მოგვიანებით ჩავსვამდით კადრში. ამიტომ, მკრტიჩიანი „როსიაში“ გავუშვი და ვუთხარი – კურავლიოვი წაიყვანე და რეპეტიცია დაიწყეთ, ხოლო, რომ მორჩებით, მანქანაში დამირეკე და მოვალთ-მეთქი. ამ პერიოდში მოსკოვის მილიციის უფროსმა თავისი ტელეფონიანი „ვოლგა“ მათხოვა და რადგან ბევრს ვმოძრაობდი, იქ მირეკავდნენ და მეც იქიდან ვრეკავდი ხოლმე. ბევრი რომ არ გავაგრძელო, არ გასულა ერთი საათიც, რომ მოსკოვში ხმა გავრცელდა, სასტუმრო „როსია“ იწვისო. მილიციის „ვოლგით“ იქ გავვარდი, რადგან ჩემი მსახიობები იქ მეგულებოდნენ. აკრძალულ ზონაშიც უპრობლემოდ შემიშვეს, რადგან „მურის“ უფროსის მანქანით ვიყავი და რომ გადმოვედი და ვიკითხე, რა ხდება-მეთქი, ვიღაც პოდპოლკოვნიკმა „ჩესტი“ ამიღო და მომახსენა:
– სასტუმროს მეცამეტე სართულზე ხანძარი გაჩნდა და მსხვერპლიცააო...
ის იყო, თავში ხელები უნდა შემომერტყა, რადგან მკრტიჩიანი და კურავლიოვი მე-14 სართულზე იყვნენ, რომ „ვოლგაში“ ტელეფონმა დარეკა. რომ ვუპასუხე, მკრტიჩიანმა მითხრა:
– გიორგი ნიკოლაევიჩ, მე და კურავლიოვი ინტენსიურ რეპეტიციებს გავდივართ „როსიას“ მეთოთხმეტე სართულზე და კიდევ ორი საათი დაგვჭირდებაო...
მივხვდი, რომ ფრუნზიკა მატყუებდა და სხვაგან იყო. გულზე მომეშვა და ვკითხე:
– ხომ არ გცხელათ-მეთქი?
– კი. შემოქმედებითადო, – მიპასუხა ფრუნზიკამ და სანამ რამეს ვეტყოდი, ტელეფონი გათიშა.
სამწუხაროდ, მე-13, მე-14 სართულებზე ბევრი ადამიანი დაიღუპა და დაშავდა. ფრუნზიკა და კურავლიოვი კი ასევე, ცნობილმა მსახიობმა საველი კრამაროვმა გადაარჩინა სიკვდილს. მან ისინი ქალებში დაპატიჟა და როდესაც „როსია“ იწვოდა, ისინი ქალებში „გულაობდნენ“.

скачать dle 11.3