კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მედიათასი მინი გოლფში – საქართველოში გოლფის განვითარება დაიწყო #50

საქართველოს ეროვნული გოლფის ფედერაციამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და ქვეყანაში გოლფის განვითარებას იწყებს. 2017 წლიდან, როგორც ფედერაციის პრეზიდენტმა, ბესარიონ თედიაშვილმა განაცხადა, სერიოზული მიზნები აქვთ და აქტიურად გეგმავენ ამ სპორტის პოპულარიზაციას, როგორც სკოლებში, ასევე უნივერსიტეტებში.
ცოტა ხნის წინ, ეროვნული გოლფის ფედერაციის ორგანიზებით, სასტუმრო Hotels&Preverens Hualing Georgia-ში გოლფის მედიატურნირი გაიმართა. ჟურნალისტები ერთმანეთს მინი გოლფში შეეჯიბრნენ. პროექტის მხარდამჭერები იყვნენ: „BK კაპიტალი“, „აგორა ჯგუფი”, „ბადაგონი“, Hotels&Preverens Hualing Georgia და „არომა ბუტიკი“, რომლებმაც პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულებს სპეციალური პრიზები გადასცეს. აღსანიშნავია, რომ ამ ტურნირში მესამე ადგილი ჟურნალმა „თბილისელებმა“ დაიკავა. პირველი ადგილის მფლობელი კი „მუზიკ ბოქსის“ წარმომადგენელი გახდა.
ბესარიონ თედიაშვილი: სამწუხაროდ, გოლფი საქართველოში არ არის ცნობილი, როგორც სპორტი ფართო მასებისთვის. ჩვენი მიზანია, პოპულარიზაცია გავუწიოთ ამ სახეობას. 2017 წლისთვის დიდი გეგმები გვაქვს და გვინდა, რომ მოსახლეობამდე ეს სიახლეები მივიდეს. ხალხმა უნდა იცოდეს, რომ გოლფი ყველასთვის ხელმისაწვდომი სპორტია, განურჩევლად ასაკის, სქესისა და სოციალური ფენისა. ჩვენთან მიაჩნიათ, რომ გოლფი გამორჩეულთათვისაა და ძალიან მდიდარი უნდა იყო, რომ ითამაშო. მინდა, მოსახლეობამ გაიგოს – ეს სპორტი ყველა ასაკისა და ყველა ფენისთვისაა. გოლფი არა მხოლოდ აზარტული თამაში, არამედ რელაქსი და გართობის საუკეთესო საშუალებაა.

скачать dle 11.3