კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის სწერდა წერილებს შეყვარებული ნოდიკო ტატიშვილი და რას დაახვედრებს ის ღამის 2 საათზე სახლში მისულ მეუღლეს #50

5 ნოემბერს ნოდიკო ტატიშვილი 30 წლის გახდა და დაბადების დღე მეგობრების, კოლეგების წრეში აღნიშნა. დღეს ნოდიკო ერთ-ერთი მოთხოვნადი მომღერალია, რომელსაც არა მხოლოდ საქართველოში, უცხოეთშიც აქვს არაერთი კონცერტი. მისთვის განსაკუთრებულად დატვირთული კი საახალწლო პერიოდია. იანვარში ნოდიკო გერმანიის სამ ქალაქში ჩაატარებს კონცერტებს ემიგრანტებისთვის, რათა მათ ცოტათი მაინც შეუვსოს ქვეყნისგან შორს ყოფნით გამოწვეული მონატრება.
ნოდიკო ტატიშვილი: საკმაოდ დატვირთული პერიოდი მაქვს და ამას ისიც დაემთხვა, რომ დავასრულე ჩემს ალბომზე მუშაობა. სატელევიზიო პროექტებმა შემიშალა ხელი, ფიზიკურად დრო აღარ მრჩებოდა. საახალწლო კონცერტებიც დამეწყო, ჩაწერები და იმ დღეს მივხვდი, მექანიკურად ვმოძრობდი. ტვინი აღარ მუშაობდა, რაც დაამახსოვრდა, იმას აკეთებდა – თავისით მამოძრავებდა, გათიშული ვიყავი. თუმცა, ძალიან მაგარია. ნეტავ, მთელი წელი ასე იყოს. დაღლილი ხარ, მაგრამ ძალიან კმაყოფილი, რომ დაიხარჯე, მაქსიმალურად იმუშავე, გიჟივით დარბოდი. მერე სახლში რომ მიდიხარ ძალიან დაღლილი, სხვანაირია ეს დაღლილობა, გემრიელი.
– და სახლში მისულს კისერზე რომ შვილი დაგაჯდება. არ გინდა ჯერ?
– ჰოდა, მაგიტომაც არ მომყავს ცოლი. ვხუმრობ... შვილები საერთოდ სასწაულია. დაღლილი რომ ხარ, იცი, სახლში გელოდებიან, პირიქით, გაშმაგებული წახვალ სახლში – რომ შვილი დაგაჯდეს თავზე, გეთამაშოს, თუნდაც არ დაგაძინოს – ძალიან მაგარია. სიყვარულიც შეჩვევაა. რომ გიყვარს, მერე იმდენად ეჩვევი, მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოგიდგენია. თუმცა, ურთიერთობა შეჩვევით ხომ არ იწყება. თავიდან მოწონებაა, არშიყი, გაპრანჭვა და მერე ეს ყველაფერი შეჩვევაში გადადის. ყოველდღე ერთად ხართ, სულ ერთად ყოფნა გინდათ და ესეც ემატება სიყვარულს. როცა გიყვარს, ამ შეჩვევას ყურადღებას აღარ აქცევ. ყველაფერი ისეთი ორგანული, ბუნებრივი, შენი ხდება და ერთმანეთის ხდებით.
– რა არის მთავარი სიყვარულში?
– თუ არ გიყვარს, პატივსაც ვერ სცემ, რადგან თუ ამას ძალით აკეთებ, შეიძლება, ერთ დღესაც ჩაიჭრა. უნდა გიყვარდეს, რომ მაქსიმალურად პატივი სცე, მაქსიმალურად ხელისგულზე ატარო, კომფორტი შეუქმნა. ის, რომ არ მიყვარდეს და ცოლი ერქვას, ასეთი რამ არ მოხდება. ვერც ის იქნება ჩემი ცოლი და ვერც მე ვიქნები მისი ქმარი. ახლა დაბადების დღე რომ მქონდა, 30 წლის გავხდი. ყველა მეუბნებოდა, უკვე ცოლის მოყვანის დროაო. ვინ დამიწესა ეს, კონსტიტუციაში წერია? თუ არ ვიპოვი იმას, ვინც შემიყვარდება, რატომ უნდა მოვიყვანო ცოლი იმის გამო, რომ 30 წლის ვარ. გავხდები 35 წლის და თუ არავინ  მეყვარება, არ მოვიყვან ცოლს. მაგრამ, შეიძლება, ხვალ შევხვდე ისეთ ადამიანს, ერთმანეთზე გავგიჟდეთ, გადავირიოთ და ერთმანეთს ცხოვრება დავუკავშიროთ. ორი ადამიანი რომ ერთმანეთს ცხოვრებას უკავშირებს, ერთმანეთი ძალიან უნდა უყვარდეთ. მე ისეთ ოჯახში გავიზარდე, სადაც დიდ სიყვარულს ვხედავ. 36 წელია, დედაჩემი და მამაჩემი ცოლ-ქმარი არიან და დღემდე გიჟდებიან ერთმანეთზე. როცა ამ ყველაფერს უყურებ, ვერ წარმოგიდგენია, გვერდით ისეთი ადამიანი გყავდეს,  ვინც უბრალოდ, იმიტომ გყავს, რომ 30 წლის ხარ და ცოლი უნდა მოგეყვანა.
– როგორი სიყვარული შეუძლია ნოდიკოს?
– ძალიან კარგი სიყვარული შემიძლია. მაგრამ, არ მიყვარს ეჭვიანი ადამიანები. მომწონებია სერიოზულად, ფლირტიც მქონია, გადავსულვარ სხვა ეტაპზე, მაგრამ ოდესღაც ყველა ამჟღავნებს თავს. იმდენად მიყვარს ჩემი პროფესია, ეს კარიერა აგურის აგურზე დადებით, ნელ-ნელა მაქვს აწყობილი და დღეს ვარ იქ, სადაც მინდოდა, ყოველთვის ვყოფილიყავი. მინდა, კიდევ უფრო მეტი ვაკეთო, რომ ვიყო მოწოდების სიმაღლეზე და ამ დროს, თუ ურთიერთობაში ჩნდება ფრაზა: „შენ ჩემთვის არ გცალია“... და ეს რამდენჯერმე მეორდება, მერე ვამთავრებ ურთიერთობას. ჩემ გვერდით უნდა იყოს ქალი, რომელსაც ეცოდინება, რომ მისი მეუღლე მომღერალია და ეს მისი პროფესიაა. ისევე, როგორც მე არ ჩავერევი ცოლის პროფესიულ საქმიანობაში, პირიქით ყველანაირად შევუწყობ ხელს. თუ მიყვარს, მაქსიმალურად მიყვარს, ისევე, როგორც ჩემი საქმე. ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენად შეგნებული ადამიანია, რადგან თუ გიყვარს, ის თავის პროფესიიანად, მისი გადატვირთული გრაფიკიანად, უნდა გიყვარდეს. შეიძლება, ჩემს მეუღლესაც ისეთი პროფესია ჰქონდეს, რომ ღამის 2 საათზე მოვიდეს სახლში. ადრე იყო ისეთი შეხედულება, რომ ქალი 7 საათზე სახლში უნდა იყოს და მერე, უკვე სამზარეულოში. ეს, რა თქმა უნდა, სისულელეა. ქალი უნდა იყოს შემდგარი, ჰქონდეს თავისი პროფესია და თუ მე იმის გამო დავშორდები, ან შევუშლი ხელს, რომ გვიან დაბრუნდა სამსახურიდან, ეს უკვე მახინჯი ურთიერთობაა. ასეთ ურთიერთობას აზრი არ აქვს. მეც მაქვს პროფესია, რომლის დათმობასაც არ ვაპირებ, არავის ეჭვიანობისა და პრეტენზიების გამო.
– ღამის 2 საათზე რომ მოვა შენი ცოლი სახლში, ცხელი ჩაით დახვდები?
– აუცილებლად დავხვდები ცხელი ჩაით და კიდევაც მოვეფერები. თუ ეშიება, ვახშამსაც დავახვედრებ. ურთიერთობებიც ხომ პატარ-პატარა წვრილმანებისგან შედგება და მთლიანობაში ქმნის მერე მსუყე, კარგ, სავსე ურთიერთობას. მაინც ყველაზე მთავარია, რომ ამ ორმა ადამიანმა ერთმანეთს  ხელი არ შეუშალოს. როცა ადამიანი შეუმდგარია, ხვდება, რომ არავის სჭირდება, ეს იმდენად თრგუნავს, აგდებს დეპრესიაში, რომ მერე ეს შეიძლება, ისე გადავიდეს პირად ურთიერთობაში, რომ ოჯახიც დაანგრიოს, სიყვარულიც და საერთოდ არაფერი უნდოდეს.
– და მაინც, რატომ უნდა ყველას შენი დაოჯახება?
– გოიმობაა ეგ. მახსოვს, ჩემი და 20 წელს რომ გადასცდა, ეუბნებოდნენ: 20 წელს გადასცდი, არ უნდა გათხოვდეო. რატომ უნდა გათხოვილიყო ან მე რატომ უნდა მოვიყვანო ასაკის გამო ცოლი. გოიმობა ერთია, მაგრამ მეორეა ის, რომ არიან ადამიანები, ვისაც გულით უნდა, რომ ოჯახი შევქმნა და ამაშიც წარმატებული ვიყო. ჩემი დაბადების დღე რომ მოდიოდა, წინა დღეებში მორალურად ვემზადებოდი, რადგან ვიცოდი, ყველა ამას მეტყოდა, თან ძალიან ვბრაზდები ამაზე, ასეთი რამ მე არასდროს მითქვამს სხვისთვის. თუმცა, მაინც ყველამ მისურვა. უნდა ნახო, ნათესავებიც რა დღეში არიან: კარგი გოგო უნდა გიპოვო... მე ვეუბნები: მე თვითონ, მაცადეთ-მეთქი.
– ყოფილა შემთხვევა, როცა ვინმე სპეციალურად გაუცნიათ შენთვის?
– მე და სალომე ბაკურაძე ვიყავით დიდ წვეულებაზე. ერთი გოგო მომეწონა: ნახე, როგორი ლამაზია, საინტერესო-მეთქი. თან, „გამარჯობით“ ვიცნობდი. სალომემ გადაწყვიტა, რომ ამ გოგოს არ ვიცნობდი და მიმიყვანა გასაცნობად. იმ გოგომ უთხრა: მე ვიცნობ ნოდიკოსო, ჰოდა, ძალიან კარგიო, ჩართო თავისი ფანტაზიები: თქვენ ისეთი შვილები გეყოლებოდათ... ასეთი რაღაცეები არ მაღიზიანებს, სალომემ ცოტა იხუმრა. ჩემთვის მთავარი მაინც სიყვარულია, მოვა ის დროც, როცა სერიოზული ურთიერთობები იქნება. მინდა, ძლიერი ოჯახი შევქმნა, შემიყვარდეს და შევუყვარდე.
– ისე, მზად ხარ ამ ნაბიჯისთვის?
– როცა გიყვარდება, მერე სხვა განზომილებაში გადადიხარ. გგონია, რომ მზად ხარ. ოღონდ შენთან იყოს და გგონია, ყველაფერი გაქვს, დედოფლად აქცევ. აი, აქ ვკარგავთ ცოტა რეალობის შეგრძნებას. თუმცა, თუ გიყვარს, ეს სიყვარული გამზადებს ამ ნაბიჯისთვის – ბარიერებს დაძლევ, საყვარელი ადამიანისთვის შეიძლება, ბევრი რამ გადალახო, დაბრკოლებები მიფანტ-მოფანტო.
– არის შენს ლექსიკონში ასეთი სიტყვები: „დედოფლად გაქცევ და ოქროს კოშკების აგებები“...
– ახლა არა, თუმცა სკოლაში რომ დავდიოდი, მაშინ წერილებს ვწერდი ხოლმე. ოღონდ ისეთი კალიგრაფია მაქვს, მხოლოდ ჩემი ქართულის მასწავლებელი არჩევდა. ამიტომ, კლასელ გოგონებს ვაწერინებდი და ისე ვუგზავნიდი. ლექსებსაც ვწერდი. წლების მერე, რვეული რომ ვიპოვე, დავხიე, დავწვი. რა არის ეს სიყვარული, მაშინ რომ ვწერდი ლექსებს, მეგონა, აზრიც ჰქონდა, რითმაც. წლების მერე, აზრიც ვერ გამოვიტანე, რითმა ხომ საერთოდ არ იყო, ჩვეულებრივი თეთრი ლექსები იყო. თან, ჩემთვის ვწერდი, იმისთვის არც მიჩვენებია. რომ გითხრა, ბოლო პერიოდში ისე მყვარებია, რომ მეთქვას, შენ ჩემი პრინცესა ხარ-მეთქი, ასეთი რამ არ ყოფილა. ზოგადად, ჩემი ემოციების გადმოტანა შემიძლია, თან, როცა მოზღვავდება ხოლმე. მაგრამ მე „მორიელის“ ისეთი კატეგორია ვარ, თავის ემოციებს გულში რომ იხვევს – იხვევს, არის შინაგანად გაცეცხლებული და შეიძლება, ადამიანმა ვერც შემამჩნიოს, რომ მწარედ შეყვარებული ვარ, ან მწარედ დათრგუნული.

скачать dle 11.3