კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აღიარებინა სტალინმა ანგლო-საქსებს დე გოლის დროებითი მთავრობა #50

მიუხედავად იმისა, რომ მავან ისტორიკოს-მკვლევრებსა და ვაიანალიტიკოსებს სტალინის მტაცებლად წარმოჩენა სურთ, რომელსაც თითქოსდა მსოფლიოს დაპატრონების ჟინი ამოძრავებდა, ისტორიული სიმართლე სულ სხვაგვარია, რასაც ანტისტალინური პიარის შემკვეთნიც უკვე ვეღარ უარყოფენ... პროფესორი რომან ბოლშაკოვი წერს: „1946 წლიდან 1953 წლამდე და შემდეგაც, ანუ მთელი „ცივი ომისდროინდელი“ დასავლური პრესა ისეთ სტერეოტიპებს ამკვიდრებდა საზოგადოებაში, რომლის მიხედვითაც სტალინი სხვისი ტერიტორიების დამპყრობი და მიმტაცებელი იყო და რომ არა ანგლო-ამერიკელები, საბჭოთა დიქტატორი მთელ „თავისუფალ ევროპას“ შთანთქავდა ომის შემდეგო... რას იზამ, პროპაგანდა პროპაგანდაა. თავისი კანონები და დანიშნულება აქვს და რომ იტყვიან, გადაჭარბებაც „მოსულა“... მაგრამ ერთია გადაჭარბება, მეორე კი – შეთითხნილი ტყუილი, თანაც, ისტორიული მნიშვნელობისა. ფრანგი ისტორიკოს-პოლიტოლოგი ანრი დე ბერონი ჯერ კიდევ ნახევარი საუკუნის წინ წერდა: „სისულელე და ისტორიული ტყუილია იმისი მტკიცება ჩემი ანგლო-ამერიკული კოლეგა ისტორიკოს-პოლიტოლოგების მხრიდან, რომ თითქოს ანგლო-ამერიკელებმა გადაარჩინეს საფრანგეთი აბსოლუტურ „გაწითლებასა“ და ნაწილობრივ გეოგრაფიულ შთანთქვას საბჭოეთის მხრიდან. პირიქით, სწორედ სტალინის ძალისხმევის შედეგი იყო ის, რომ ბრიტანეთმა და შეერთებულმა შტატებმა „თავისუფალი საფრანგეთის“ დროებითი მთავრობა ცნეს. ევროპაში მეორე ფრონტის გახსნა კი, საფრანგეთის საბჭოური ანექსიის შიშით იყო გამოწვეული, რაც აბსოლუტური იდიოტიზმია და სტალინს გონებაშიც კი არ გაუვლია საფრანგეთის არც სამხედრო და არც იდეოლოგიური ოკუპაცია...“ ფრანგი პროფესორი  1966 წელს ამ ვრცელ სტატიას რომ წერდა, ლეგენდარული ფრანგი გენერალი შარლ დე გოლი ჯერ კიდევ ცოცხალი და საფრანგეთის პრეზიდენტი იყო. ის აბსოლუტურად ეთანხმებოდა ანრი დე ბერონს. მეტიც, მან საკუთარ კაბინეტში მიიწვია პროფესორი, ხანგრძლივი საუბარი ჰქონდა მასთან და როგორც უკვე 1971 წელს, დე გოლის გარდაცვალების შემდეგ წერდა პროფესორი, გენერალი (დე გოლი) აღფრთოვანებული ყოფილა სტალინის პიროვნებით... საინტერესოა  დე გოლის თარჯმნის, ჟორჟ ანდრონიკოვის (ემიგრანტი გიორგი ანდრონიკაშვილი) მოგონებები. ის წერდა: „1944 წლის 2 დეკემბერს დე გოლი მოსკოვში ჩაფრინდა, თავისი „თავისუფალი საფრანგეთის“ უკვე ყოფილი, იმჟამად კი საფრანგეთის დროებითი მთავრობის რამდენიმე წევრთან ერთად. მათ შორის ვიყავი მეც, როგორც რუსულის თარჯიმანი და ჩვენ ბაქოს გავლით მიწასთან გასწორებული სტალინგრადი მოვინახულეთ. გენერალმა იქ მემორიალური დაფა ჩაიტანა, რომელზეც ეწერა: „სტალინგრადს – მადლიერი საფრანგეთი“. სწორედ ამის მერე გადავფრინდით მოსკოვში. სტალინმა იმავე საღამოს მიიღო დე გოლი და ორსაათიანი საუბარი ჰქონდა მასთან. წესისამებრ, მსგავსი ტიპის შეხვედრებამდე, წინასწარ თანხმდება ხოლმე თარჯიმნების საკითხები. ხდება ხოლმე, რომ ორივე მხარეს საკუთარი თარჯიმანი ჰყავს, რომლებიც რიგრიგობით თარგმნიან. შესაძლებელია, ერთი თარჯიმანიც, რომელიც ორივე მხარეს უთარგმნის. ერთი სიტყვით, ეს საკითხი შეთანხმების შედეგად წყდება. თუმცა, ჩვენთან არავის არაფერი შეუთანხმებია. დე გოლთან ერთად შევედი სტალინთან და აღმოჩნდა, რომ კაბინეტში მხოლოდ ჩვენ სამნი ვიყავით... თავიდან ეს საბჭოელთა ლაფსუსი მეგონა, თუმცა შემდეგ მივხვდი, რომ სტალინს ლაფსუსები არ მოსდიოდა. ყველაფერს დაგეგმილად აკეთებდა და არც იმპროვიზაციაში მოიკოჭლებდა. თანაც, უზომოდ ინფორმირებული იყო და თუ ინტუიცია არ მღალატობს და ვფიქრობ, არ მღალატობს, მას (სტალინს) საფუძვლიანად ესმოდა ფრანგული ენა...
– მობრძანდით, დაბრძანდით, – მიგვიპატიჟა სტალინმა და გენერალი და გენერალური მდივანი მრგვალი მაგიდის პირისპირ დასხდნენ, მე – მათ შუაში. დე გოლმა ოთახი შეათვალიერა და მოღიმარი სახით უთხრა მასპინძელს:
– როგორც ვხედავ, მისიე პრემიერო, ჩვენ აქ ორი ერთზე ვართ.
– რას გულისხმობთ, გენერალო? – ღიმილითვე მიუგო სტალინმა დე გოლს.
– ორი ფრანგი და ერთი რუსი, – პასუხი არ დააყოვნა  გენერალმა.
სტალინმა შემომხედა და მითხრა:
– გადაუთარგმნეთ ბატონ გენერალს, რომ თუ ეროვნულ უპირატესობაზეა საუბარი, მაშინ პირიქითაა. აქ ერთი ფრანგია და ორი ქართველი. თქვენ თუ არ ვცდები, თავად პეტრე ანდრონიკაშვილის ვაჟი ბრძანდებით. თქვენი ოჯახი 1921 წელს წავიდა საფრანგეთში, მაშინ, როცა, თქვენ ექვსი წლის იყავით...
სტალინმა ბოლო წინადადებები ქართულად მითხრა, რამაც მე განმაცვიფრა და მივუგე:
– დიახ, სწორს ბრძანებთ.
დე გოლმა, მართალია, არც რუსული იცოდა და არც ქართული, მაგრამ მიხვდა, რომ სტალინი ორ ენაზე მელაპარაკებოდა და დიდი ინტერესით ელოდა, თუ რას ვუთარგმნიდი. ხოლო, როდესაც ვუთარგმნე, თავი გააქნია და თქვა:
– ეს ჩემთვის მოულოდნელობაა. აქამდე ფრანგი მეგონეთ და არც კი ვიცოდი, რომ ქართველი ყოფილხართ, – დე გოლმა პაუზა გააკეთა. სტალინს შეხედა და ღიმილით უთხრა, – ბოდიშს გიხდით, მისიე პრემიერო, მაგრამ სიმართლე გითხრათ, აქამდე არც კი ვიცოდი, თუ ქართველი ერი არსებობდა.
სტალინს არაფერი უთქვამს დე გოლისთვის და პირდაპირ განსახილველ საკითხებზე გადავიდა. სხვათა შორის, სწორედ სტალინის დიდი დამსახურებაა, რომ ბრიტანეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ცნო საფრანგეთის დროებითი მთავრობა დე გოლის ხელმძღვანელობით და მასთან თანამშრომლობა დაიწყო. არადა, არც ჩერჩილს, არც რუზველტს არ სურდა, ასეთი რამ. დროს წელავდნენ და ამბობდნენ, ლეგიტიმურ არჩევნებს დაველოდოთო. დე გოლს ქვეყანა ჰქონდა დასალაგებელი. არჩევნები კი ომის დასრულებამდე არ ჩატარდებოდა და დრო არ ითმენდა. სხვათა შორის, მოსკოვიდან დე გოლმა სტალინთან დადებული თანამშრომლობის ხელშეკრულება ჩაიტანა პარიზში, რაც ჩვენს ქვეყანას დიდად წაადგა“...
ჟორჟ ანდრონიკოვის მოგონებებს კარგად ავსებს ნიკოლაი ვლასიკის მემუარები, რომელშიც სტალინის დაცვის უფროსი დე გოლის 1944 წლის ვიზიტზე წერს: „1944 წლის 8 დეკემბერს დე გოლი და სტალინი მესამედ შეხვდნენ ერთმანეთს, დილის 10 საათიდან დღის 3 საათამდე ისაუბრეს და ბოლოს ერთად გაემგზავრნენ სოფელ ფილოში, სადაც 1918 წლამდე ბოროდინოს ბრძოლის პანორამა იყო, რომელიც მოგვიანებით აღადგინეს. 1944 წელს კი იქ ცნობილი ქოხი იდგა, რომელშიც პატარა მუზეუმი იყო მოწყობილი. დიდთოვლობის მიუხედავად, გზა იდეალურად იყო გაწმენდილი და სწრაფად მივედით. სტალინი თავად უწევდა გიდობას ფრანგ სტუმარს და დაახლოებით ვხვდებოდი, თუ რა ჰქონდა ჩაფიქრებული, რადგან სწორედ პირადად მე დამევალა ბოროდინოს ექსპოზიციის გადამოწმება და თან, დააყოლა: ჰმ, თურმე, დე გოლმა არ იცოდა, რომ ქართველები არსებობენო...
ქოხ-მუზეუმში რომ შევედით, სტალინმა ნირწამხდარ დე გოლს ბოროდინოს ბრძოლის მოკლე ექსკურსი ჩაუტარა. გენერალ პეტრე ბაგრატიონის სურათთან შეჩერდა და სტუმარს ჰკითხა:
– გსმენიათ, ალბათ, გენერალ ბაგრატიონზე.
– დიახ, მისიე პრემიერო. მე ეს აკადემიაში გავიარე და მასწავლეს, რომ პეტრე ბაგრატიონი ერთ-ერთი უთვალსაჩინოესი რუსი გენერალი იყო. სწორედ მას მიუძღვის ლომის წილი ბონაპარტის დამარცხებაში.
სტალინს გაეღიმა და დე გოლს მიუგო:
– უნდა შეგისწოროთ, გენერალო, პეტრე ბაგრატიონი რუსეთის არმიაში მომსახურე, ერთ-ერთი უთვალსაჩინოესი ქართველი გენერალი გახლდათ და გარწმუნებთ, რომ ასეთები არც თუ ისე ცოტანი იყვნენ და დღესაც არიან...
– ო, ლა, ლა, – წამოიმძახა დე გოლმა და დააყოლა, – ქართველები დიდებული ხალხი ყოფილხართ – ჭკვიანი და მამაცი. სიტყვას გაძლევთ, პრემიერო, რომ დღეიდან დიდ ინტერესს გამოვიჩენ ქართველებისადმი...“
 საგულისხმო ფაქტია, რომ სწორედ შარლ დე გოლის ავტორიტეტმა ითამაშა დიდი როლი საფრანგეთიდან საქართველოში ქართული ეროვნული საგანძურის ჩამოტანის საქმეში. დე გოლს თავად გაუგია საგანძურთან დაკავშირებული პრობლემები. სტალინისთვის დაურეკავს და უთქვამს: ყველაფერი იდეალურად მოგვარდებაო.

скачать dle 11.3