კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ თქვა უარი უზრუნველ მომავალზე გიორგი ნაზღაიძემ და რის გამო გახდა ის კეთილი ადამიანების დაუნდობელი მკვლელი #50

ჭორი გავრცელდა, რომ თითქოს გიორგი ნაზღაიძეს კიევში ფულიანი საყვარელი ჰყავს, მასთან ხშირად ჩადის და სწორედ ის აფინანსებს ყველა მის ხარჯს. როგორც თავად გიორგი ამბობს, მისთვის ცხოვრებისეული ჩარჩოები და წესები არ არსებობს. ამის გამო კი, არაერთხელ გაება სკანდალში. ბოლო დროს გიორგიმ სამხედრო ფორმაც მოირგო და სიკვდილსაც ჩახედა თვალებში. თუმცა, გადარჩა და იმქვეყნიდან მობრუნდა. რატომ გახდა ის ბოროტი სნაიპერი, ჰყავს თუ არა სპონსორი ქალი და რის გამო გაიმეტეს ის მეგობრებმა სასიკვდილოდ, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
გიორგი ნაზღაიძე: კარიერაში მაინცდამაინც იღბლიანი ვერ გამოვდექი. ბევრი შრომა და წვალება მიწევს, რომ დასახულ მიზანს მივაღწიო. რეალითი შოუებშიც კი, რომლებშიც ვმონაწილეობდი, ყოველთვის დიდი შრომა და წვალება მიწევდა, რომ რაღაცისთვის მიმეღწია. არასდროს, არავინ დამხმარებია ფინანსურად. ჩემი თავის პატრონი ყოველთვის მე ვარ. რთულია, საქართველოში საკუთარი ნიჭი და უნარები  გამოავლინო. ცხოვრებამ ბევრი მახე დამიგო, გამოცდა მომიწყო, თუმცა, მაინც ვერ გამტეხა და დამაჩოქა.
– თქვი, არასდროს, არავინ დამხმარებია ფინანსურადო. არადა, ჭორი დადის, რომ საკმაოდ შეძლებული მანდილოსანი, რომელიც კიევში ცხოვრობს და მასთან გარკვეული გრძნობები გაკავშირებს, შენი სპონსორია. სწორედ მისი დახმარებით ახერხებ ბევრი რამის გაკეთებას. თან, სოციალურ ქსელშიც ვნახეთ კიევში შენი ვიზიტის დროს, აბაზანაში გადაღებული შიშველი ფოტოები. ამაზე რას იტყვი?
– დიახ, გადავიღე აბაზანაში ფოტოები და დავდე სოციალურ ქსელში. მაგრამ, ის რომ შეძლებული საყვარელი მყავს კიევში, ტყუილია. კიევში მე ვიყავი ჩემს მეგობარ გოგოსთან, ქეთისთან, რომელიც იქ ცხოვრობს და დამპატიჟა. ის 19 წლისაა და მე 32-ის. ამიტომ, ის ვერ იქნება ჩემთვის ქალი, რომელთანაც ვწევარ. უბრალოდ, მეგობრულად დამპატიჟა, ჩავედი და პატივი მცა. მოკლედ, ჭორი, რომ მე კიევში ქალის გამო ჩავედი და მის აბაზანაში გადავიღე ის შიშველი ფოტოები, რომელიც სოციალურ ქსელში დავდე, ტყუილია. ფოტოები კი გადავიღე, მაგრამ კიევში, ქალის კი არა, მეგობარი გოგონას გამო ჩავედი. ზოგადად, გადავწყვიტე, პირად ურთიერთობებზე აღარასდროს ვისაუბრო საჯაროდ. მივხვდი, რომ ამას დამალვა უნდა, რადგან პირადი ურთიერთობის ბედნიერი წუთების ყველას შურს. ყველას გასაგონად ვიტყვი, რომ პირადში თუ არაპირადში, დღეს მე ბედნიერი ვარ. რაც შეეხება უცხოეთში ჩემს ვიზიტებს და იქ გატარებული სასიამოვნო დღეების აღმნიშვნელ ფოტოებს, ვიცი, ბევრი ამაზე ღიზიანდება, საიდან აქვს ამდენიო. მე კი მათ გასაგონად ვამბობ,  მირჩევნია, ერთხელ წავიდე და მაგრად, ვიდრე ასჯერ და მათხოვრულად. სწორედ ეს ხვდება ხალხს თვალში.
– ისეთი იმიჯი გაქვს, რომ გოგონა, რომელიც შენს გვერდითაა, აუცილებლად შეძლებული უნდა იყოს. ყოველთვის ალფონსის როლში ხარ, თუ ესეც ტყუილია?
– ხალხს უნდა, ისეთი დაგინახოს, როგორიც თავად სურს. მე ბევრი ჭორი გამიგია ჩემს თავზე და უბრალოდ, ყურადღებას აღარ ვაქცევ. მაგალითად, გამიგია ჭორი, რომ ვნადირობ ფულიან გოგონებზე. რაღაც ხრიკები ვიცი მათ შესაბმელად – გამოვიყენებ და მერე ვტოვებ. ხან შორენა ბეგაშვილთნ დავდივარ, ხან ქრისტინა იმედაძესთან, ხან პარლამენტარ ქალბატონებთან და ხან ვისთან და ხან ვისთან. ისეთებთანაც დამაწყვილეს, ზოგს არც კი ვიცნობ. მე, ასაკით ჩემზე უფროსიც მყვარებია და უმცროსიც, მაგრამ, მას თუ არ უყვარხარ და არ მოსწონხარ, თავი როგორ უნდა შეაყვარო? მით უმეტეს, ფული გამოსძალო და გამოიყენო.
– ვერ დაგეთანხმები. საკმაოდ ბევრი გოგონა ვიცი, ვისაც ნებისმიერი მამაკაცი ადვილად აუბნევს თავგზას, გამოიყენებს და მერე მიატოვებს. ეს შენთვის უცხოა?
– ფულიანი ქალის გამოყენება ნებისმიერ მამაკაცს შეუძლია, ვისაც კი ქალის შებმა ეხერხება. მე კი ის კატეგორია ვარ, რომელსაც ღმერთმა მისცა გარეგნობა, აზროვნება და ადამიანებსაც ამის გამო მოვწონვარ თუ ვუყვარდები. ფულის გამო ადამიანობას არ დავკარგავ. არ დაგიმალავთ, იყო ჩემს ცხოვრებში ისეთი ურთიერთობები, რომელიც შემეძლო, ქორწინებით დამესრულებინა. ამით კი უზრუნველი ცხოვრება მომეწყო, მაგრამ ეს არ გავაკეთე. ბევრს უთქვამს კიდეც, სულელი ხარო, მაგრამ ქალს ფულის გამო, ვერ კი არა, არ გამოვიყენებ. ცხოვრება ბუმერანგივითაა, რასაც აკეთებ, ის გიბრუნდება. ერთადერთი, რასაც საყვარელ ქალს ვერ ვაპატიებ, ეს ღალატია. ვერ მოვკლავ, ვერ ვუბოროტებ, მაგრამ არასდროს გავიკარებ. არავისთვის მიღალატია და ვერც სხვისგან ავიტან ამას. ჩემი პირველი სიყვარულისთვის, რომელიც უცხოეთში სწავლობდა ორი წელი, სიშორის მიუხედავად, მისთვისაც კი არ მიღალატია. ძალიან ერთგული ვარ და იგივეს ვითხოვ. ქალი ვიცი მე „კუხნაში“, ეს კატეგორიაც არ ვარ, თუმცა ზომიერება ყველაფერში მიყვარს.
– მგონი, პირად ცხოვრებაში არ გიმართლებს და ამის მიზეზი შენი მომთხოვნი და მკაცრი ხასიათია. მართალი ვარ?
– კი, მართლია, პირად ცხოვრებაში არ მიმართლებს, მაგრამ ამას ჩემს ხასიათს ვერ მივაწერ. უბრალოდ, ძალიან ბევრს გავცემ და იგივეს ვერ ვიღებ უკან, რაც საყვარელ ადამიანთან კონფლიქტის მიზეზი ხდება.  არც მომთხოვნი ვარ და არც მკაცრი. მე დიდ სიყვარულს გავცემ, ხშირად ჩემი საყვარელი ადამიანის მეგობრებს კი ეს შურთ და ჭორებით მიპირისპირებენ მას. ეუბნებიან, რად გინდა ეგეთი მამაკაცი – ფეთქებადი, ემოციური და პირდაპირიო. მე არ მიყვარს ჩარჩოში მოქცევა, მიყვარს თავისუფალი ქცევა. თუ მინდა ხმამაღლა გაცინება, უნდა გავიცინო. მე წესებს არ ვემორჩილები, უბრალოდ, მინდა, ვიყო ბედნიერი და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ. ერთხელ მოვედი ამ ცხოვრებაში და ყველაფერს გავაკეთებ, ისე ვიცხოვრო, როგორც მე მინდა. არავინ მეტყვის მადლობას, თუ სხვისთვის თავს გავწირავ. ამას იცით, რატომ ვამბობ? წორედ იმან წამაქცია და მიტირა დედა, ვისთვისაც თავი გავწირე და დავეხმარე. ახლა ჭკუა ვისწავლე. ყველაზე მეტად ვნანობ ცხოვრებაში, რომ ადამიანებს ვენდე. უნდა დაიტოვო დისტანცია და ძალიან არ დაუახლოვდე. ვისაც დავეხმარე, სწორედ მან გამიმეტა, თავზე წამომაჯდა, ზურგში დანა  ჩამარტყა, დედა მიტირა და აღარც კი მომიკითხა. დღეს მხოლოდ ისინი არიან ჩემ გვერდით, ვინც იმსახურებს. სულელი ვიყავი, ღმერთმა გამოცდა მომიწყო, დამსაჯა და ჭკუაც ვისწავლე.  დღეს, ფეხზე წამოდგომას ვიწყებ და ზუსტად ვიცი, გამომივა.
– ბოლო დროს სამხედრო ფორმაც ჩაიცვი და სნაიპერი გახდი. ეს როგორ მოხდა?
– სხვათა შორის, ჯარში არ ვარ ნამყოფი და ახლა რომ ჩავიცვი სამხედრო ფორმა, ბევრმა მითხრა, გიხდებაო. ჩემს ძმას, რომელიც სამხედრო პირია, ვუთხარი, მგონი, დროა, ფორმა გაიხადო, მე უფრო მიხდება-მეთქი (იცინის). ამ ფორმაში რომ დავდე ფოტოები, ჩემმა მეგობრებმა გამაშაყირეს, რემბოს და ტერმინატორს გავხარო (იცინის). მე ვერც რემბო ვიქნები და ვერც ტერმინატორი, უბრალოდ, კარგი სნაიპერი ვარ. გადაღებებისთვის დამჭირდა ფორმის ჩაცმა, სნაიპერის როლი მაქვს ფილმში. კარგი სნაიპერი კი ვარ და მიზანშიც კარგად ვისვრი, მაგრამ ბოლოს მაინც მკლავენ. ამ ფილმს დათო იმედაშვილი იღებს, უცხოეთის დაკვეთაა. სამხედრო ფორმა არასდროს მცმია და მისი მორგებისას, ჩემში პატრიოტიზმმა გაიღვიძა. ღმერთმა დაგვიფაროს და ომი რომ დაიწყოს, პირველი მე გავვარდები იარაღით ხელში. სამხედრო ფორმის ჩაცმისას იცი, რა ვიგრძენი? რომ მანამდე სხვა გიორგი ნაზღაიძე ვიყავი და ახლა, სულ სხვა პიროვნება ვარ – ახალი გიორგი დაიბადა.
– ბოლოს კვდები. როგორი გრძნობაა, საკუთრი სიკვდილის ყურება?
– ალბათ, ბევრს გაუხარდება, გიორგი ნაღზაიძე მოკლესო, მაგრამ გავცოცხლდი და დღეს ჯანმრთელი ვარ (იცინის). საკუთარი სიკვდილის ყურება, ნამდვილად არ იყო ადვილი, მაგრამ მე ეს შევძელი, გამომივიდა და იმქვეყნიდანაც დავბრუნდი. ფილმში ცუდი სნაიპერი ვარ, ცუდი ბიჭი, ვებრძვი კარგ ტიპებს და ეს ბოროტობა კარგად მოვირგე. მე კმაყოფილი დავრჩი.

скачать dle 11.3