კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები #50

არც მისმა ნამდვილმა ცოლმა იცის, რომ ის ჩემი ქმარია და მეც მოტყუებული დავრჩი
ყოველთვის მძულდა ისეთი ადამიანი, პირადი ცხოვრების დეტალები საჯაროდ რომ გამოჰქონდა. მით უმეტეს, ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ჩემი პირადი ცხოვრების ყველასთვის, უფრო სწორად, უცხო ადამიანებისთვის გაზიარება მომინდებოდა. ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ სხვამაც არ დაუშვას შეცდომა და ჩემსავით არ დაიმსხვრიოს მომავალი. რეზო მაშინ გავიცანი, როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა მამაკაცის გვერდში დგომა, სითბო და სიყვარული. დედა ორი წლის წინ გარდამეცვალა და მე და მამა მარტო ვცხოვრობდით. მამა მთელი დღე გასულია, მუშაობს და მარტოს მიწევდა ყოფნა. რეზოს გამოჩენამ დედის გარდაცვალების ტკივილიც დამავიწყა და მომავლის იმედიც ჩამისახა. თითქოს, ყველაფერი ამოტრიალდა ჩემს ცხოვრებაში და გადავწყვიტე, მასთან ოჯახი შემექმნა. რეზო რაიონიდანაა და ამიტომ, ჩემთან მივიყვანე საცხოვრებლად. მამა არ ყოფილა ამის წინააღმდეგი, თუმცა სულ მაფრთხილებდა: შვილო, კარგად გაიცანი, დაფიქრდი და მერე გაყევი ცოლადო. არ მოვუსმინე და ცხოვრებაც დავინგრიე. მოკლედ, რეზო რომ ჩვენთან გადმოვიდა, საკმაოდ კარგად ავეწყვეთ – მეც ხელისგულზე მატარებდა და მამასაც თვალებში შესციცინებდა. არასდროს დავინტერესებულვარ მისი წარსულით. უბრალოდ, მეგონა, რასაც თავად ჩათვლიდა საჭიროდ, იმას მომიყვებოდა და არ მომატყუებდა. ზუსტად ექვს თვეში შევიტყვე, რომ თურმე რეზოს ცოლი ჰყავს, რომელიც უცხოეთშია წასული. იქ მუშაობს და ფულს აგროვებს, რომ თბილისში ბინა იყოდოს და უკან დაბრუნებულმა, ქმრის გვერდით ბუდე მოიწყოს. ეს ამბავი სრულიად შემთხვევით შევიტყვე. რეზოს კომპიუტერი დარჩა ჩართული და იქ ვნახე ცოლის მონაწერი. ისე გავბრაზდი, მინდოდა, მომეკლა, მაგრამ... საქმე ისაა, რომ არც მისმა ნამდვილმა ცოლმა იცის, რომ რეზო ჩემი ქმარია და მეც მოტყუებული დავრჩი. როცა სიტუაციის ახსნა მოვთხოვე, თავი იმართლა, გაშორებული ვარ ცოლს და მასთან არაფერი მაკავშირებსო. არადა, ჩემი თვალით წავიკითხე, როგორ წერდა ის გოგო: ფულს გიგზავნი, დაამატე და სახლის შერჩევა დაიწყე, მე მალე ჩამოვალ, მენატრები და მიყვარხარო. ძალიან გამიჭირდა რეალობასთან შეგუება, მამასთვისაც შემრცხვა სიმართლის თქმა და მოვიტყუე, რეზოს იმიტომ ვშორდები, ვერ ვუგებ და ვერ მიგებს-მეთქი. არადა, მართლა მიყვარდა და ჩემს სიცოცხლეს მერჩივნა. არც კი ვიცი, რატომ გააკეთა ასე, ან იმ გოგოს რატომ უღალატა და ან ჩემი ცოლობა რაში სჭირდებოდა. დღესაც  რომ ჰკითხო, ვუყვარვარ და იმასთან არაფერი აკავშირებს. უბრალოდ, ბინის ყიდვაში ეხმარება. მაგრამ, მე ხომ ვიცი სიმართლე – ჩემთან იმის გამო იყო, რომ თბილისში ბინა არ ჰქონდა. გარკვეული პერიოდი იცხოვრებდა უზურნველად, მერე ცოლიც ჩამოვიდოდა და მე გამშორდებოდა. მასთან ერთად იყიდიდა ბინას და იქ გადავიდოდა საცხოვრებლად. მის ნათესავებსა და დედ-მამასაც არაფერი უთქვამთ, თუ ცოლიანი იყო და ეს მიკვირს. თუმცა, სულ ორჯერ ვნახე ისინი და ალბათ, გაფრთხილებული ჰყავდა, არაფერი წამოგცდეთო. ფაქტია, მის გვერდით გატარებული ბედნიერი წამები მოგონებად დამრჩა, ხოლო მწარე რეალობას შუბლით დავეჯახე. არ ვიმჩნევ, არ მინდა, მამამაც ინერვიულოს, მაგრამ აღარც კი ვიცი, ამ ტკივილს როდემდე გავუძლებ.
ნინიკო, 27 წლის.

скачать dle 11.3