კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კითხვა-პასუხი #50

კითხვა: მითხრეს, რომ წყლის, რძისა და პროტეინის შემცველი კოქტეილების სმით ადვილად დავიკლებ წონაში. მართალია ეს?
პასუხი:  წონის დაკლებაში მხოლოდ სასმელი და სითხე ვერ გვეხმარება. ასევე, აუცილებელია საკვებისა და კალორიების კონტროლი. თუმცა, რადგანაც სითხის მიღება აუცილებელია, ჯობია, თუ სასარგებლო პროდუქტს მოიხმართ. დიეტისა და ჯანმრთელი კვების დროს აუცილებლად უნდა ავარიდოთ თავი ისეთ სასმელებს, როგორიცაა: გაზიანი, ტკბილი გამაგრილებელი საშუალებები და მაღალი ცხიმიანობის რძე. ადამიანის ორგანიზმის 60 პროცენტი შედგება წყლისაგან. ის არ არის კალორიული და სასიცოცხლო მნიშვნელობის სასმელია. ყოველი კვების წინ კარგი იქნება, თუ ერთ ჭიქა წყალს დალევთ. სადილობისა და ვახშმის წინ მიღებული წყალი დაგეხმარებათ საჭმლის პორციების შემცირებასა და გადამეტებული საკვების მიღების თავიდან აცილებაში. თუ ფიქრობთ, რომ მაინც ზედმეტ საკვებს მიირთმევთ, ჭამის დროს კიდევ ერთი ჭიქა წყალი დალიეთ. რძე დიდი რაოდენობით კალციუმსა და კარბოჰიდრატებს შეიცავს, რაც მეტაბოლიზმისთვის აუცილებელია, შედეგად კი, შესაძლებელია წონის კონტროლი. დაბალი ცხიმიანობის რძე არეგულირებს ორგანიზმში ინსულინის გამომუშავებასა და მის დონეს, რაც ასევე, დადებითად აისახება წონასა თუ მის კორექციაზე. 1 200 მილილიტრი რძე ყოველდღიურად დაგეხმარებათ წონის კონტროლსა და ზედმეტი კილოგრამების დაკლებაში (ეცადეთ, გამოიყენოთ ცხიმიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებლის მქონე პროდუქტი). პროტეინის შემცველი სასმელები, შეიძლება, კონკრეტული კვების, წახემსების ჩამნაცვლებლადაც კი მოვიაზროთ. მართალია, პროტეინის კოქტეილების სასმელების ხშირი გამოყენება არაა რეკომენდებული წონის კლების დროს, მაგრამ ნაცადი ხერხია, რომ კვირაში ორჯერ შეგიძლიათ, სადილი ჩაანაცვლოთ ასეთი სახის სასმლით, რაც გაზრდის დიეტისა და კვების კონტროლის შედეგებს.
კითხვა: საღამოს აუცილებელია სახის დაბანა? გავიგე, რომ ეს სახის კანს აუხეშებს.
პასუხი: თუ საღამოს არ დაიბანთ სახეს, ამ გადაწყვეტილებით ხელს უწყობთ ბაქტერიების, ჭუჭყისა და ცხიმის ფორებში დარჩენას. ამან შესაძლოა, გამოიწვიოს აკნე, გარდა ამისა, მაკიაჟის სახეზე დიდი ხნით დატოვება იწვევს კანის გამოშრობას, ცვლის მის სტრუქტურას ვიზუალურად და ამკვეთრებს ნაოჭებს.

скачать dle 11.3