კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

არ უნდა ააცილო #50

ჩარლი ლოსს კერძო დეტექტივის ლიცენზია იმიტომ წაართვეს, რომ კლიენტი სცემა. ეს მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანდა სისასტიკედ. სინამდვილეში, საქმე არც ისე მარტივად იყო. ჩარლი ლოსს ბევრი ნაცნობი იმაში ადანაშაულებდა, რომ თავისი კლიენტი არ მოკლა. მან ხომ კლიენტს საკუთარ ცოლთან, საწოლში მიუსწრო...
ჩარლი ძველ კვარტალში, სადაც თითქმის არაფერი შეცვლილიყო, ბარში შევიდა და დახლს მიუჯდა.
– ერთი გაუზავებელი ვისკი დამისხით.
ბარმენმა დაკვირვებით შეხედა და გაუღიმა.
– ჩარლი, ეს შენ ხარ? როგორ გამახარე. ვერ მიცანი? ტონი ვარ. რამდენი წელია, ჩვენს მხარეში არ ყოფილხარ. თუმცა, შენი ამბები ჩვენამდე აღწევს. ბარმენი მისკენ გადაიხარა და ხმას დაუწია:
– უნდა მოგეკლა.
– რა? – ჩარლი ლოსმა ვისკი მოსვა და ნაძალადევად გაიღიმა.
– ჩარლი, ხომ გითხარი, შენი ამბები ჩვენამდე აღწევს-მეთქი. როცა ცოლი გღალატობს და შენ მას კლავ, ეს ნორმალურია.
– ვცდილობდი მის მოკვლას, მართლა. ეშმაკმა იცის, როგორ ვცდილობდი. არ მიყვარს, როცა ამას მახსენებენ. მინდა, იმდენი დრო გავიდეს, რომ აღარაფერი მახსოვდეს. ვისკი ცოტათი მეხმარება.
– კარგი ადამიანი ხარ, ჩარლი. ვისკის კიდევ დაგისხამ. დაწესებულების ხარჯზე იქნება.
ჩარლი ლოსმა ამოიოხრა. კერძო პრაქტიკა იმ შემთხვევის შემდეგ თითქოს წარსულს ჩაბარდა – ლიცენზიაშეჩერებული კერძო დეტექტივია. როგორ დაემართა, რომ საკუთარი ცოლის ღალატი გამოეპარა. მერე ვისთან? – კლიენტთან, რომლის მიმართაც ლამის მეგობრული გრძნობა გაუჩნდა. ვისკი მოსვა და თვალები დახუჭა...
მისი ხმა ისეთი ნაზი იყო, გულში ღრმად უძვრებოდა და ყველაზე მგრძნობიარე სიმებს ეხებოდა. თვითონაც ნაზი იყო, სიფრიფანა, უწყინარი, ანგელოზისებრი გამოხედვით. ჩარლი მის გვერდზე თავს ისე გრძნობდა, როგორც სხვა სამყაროში. თმა შავი ჰქონდა, ისეთი შავი, როგორიც ღამეა. როცა სახეზე ჩამოეშლებოდა, შავ ჩარჩოში ჩასმულ, ოსტატი მხატვრის ფუნჯით შექმნილ, ფერწერულ ტილოს ჰგავდა...
ჩარლიმ ვისკი ბოლომდე დალია და შუბლი მოისრისა. ქალი სულ ახლოს მიუჩოჩდა და მხარზე მხრით შეეხო. მუქი ფერის, სევდიანი თვალები ჰქონდა. მისი სხეულის სიმხურვალემ მთელ ტანში ჟრუანტელად დაუარა.
– სასმელზე დამპატიჟებ?
– არ მგონია, ერთმანეთს ვიცნობდეთ, – კაცი მას მოშორდა.
– კიტ ო’დონი ვარ. გიცნობთ, კერძო დეტექტიურ საქმიანობას ეწევით. მჭირდებით და ვხვდები, რომ თქვენც გჭირდებით.
– მე არ ვარ დარწმუნებული, რომ მჭირდები, თანაც კერძო დეტექტივის ლიცენზია შემიჩერეს.
– ამას მნიშვნელობა არა აქვს, მაინც დამეხმარები. მე კი იმ სიცარიელეს შეგივსებ, რომელიც შენს ცხოვრებაშია.
კაცმა თვალებში ჩახედა და მიხვდა, რომ მან იმაზე მეტი იცოდა, ვიდრე საჭირო იყო. მერე ისიც შენიშნა, რომ ქალი მაცდურად უღიმოდა – ტუჩის კუთხეებით. მისი ცოლიც ასე იღიმოდა, როცა ატყუებდა და პაემნებზე იმ კაცთან დადიოდა და სახლში მოჰყავდა.
ჩარლი ლოსმა ორივე ხელი მომუშტა.
– აბა, დამპატიჟებ სასმელზე?
ჩარლიმ ბარმენს შეხედა, რომელიც უცნაური, ეჭვიანი მზერით აკვირდებოდა და ანიშნა, ქალს სასმელი დაუსხიო. ჩარლი უყურებდა, როგორ წრუპავდა კიტი კოქტეილს და გრძნობდა, როგორ ებრძოდა მის არსებაში ორი გრძნობა ერთმანეთს. თითქოს ორად გაიხლიჩა. ერთი ნახევარი სთხოვდა, ქალთან მეტი სიახლოვე ჰქონოდა, მეორე ნახევარი კი იმის გაკეთებისკენ უბიძგებდა, რისი დასრულებაც ცოლთან ვერ შეძლო. ორივე სურვილი საოცრად მწველი და შემაწუხებელი იყო. რომელი რომელს აჯობებდა ახლა ეს იყო მთავარი და ჩარლის შეაჟრჟოლა. მის სახეზე შემაშფოთებელი გამომეტყველება გაჩნდა. იმ შემთხვევამდე ყოველთვის აკონტროლებდა საკუთარ თავს. არ უჭირდა გრძნობებთან, ემოციებთან გამკლავება. ერთბაშად ბარში მაღალი, დაკუნთულსხეულიანი მამაკაცი შემოვიდა. ჩარლი ლოსი ვერასდროს იტანდა ასეთ ტიპებს – საკუთარი ფიზიკური შესაძლებლობებით გაყოყოჩებულებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ყველაფერი შეუძლიათ და ყველაფერს დაისაკუთრებენ. ახმახმა ბარში მყოფნი შეათვალიერა და მზერა კიტზე შეაჩერა. ჩარლი აკვირდებოდა. მისი მზერა ისეთი იყო, თითქოს ქალს თავიდან ფეხებამდე აშიშვლებდა. ეს მზერა – უხამსი, მესაკუთრული და მტაცებლური ჩარლის აცოფებდა. ალბათ, ისინიც ასე უყურებდნენ  ერთმანეთს, სანამ მათ ცოლქმრულ საწოლში ჩაწვებოდნენ. ჩარლიმ ისევ მუშტებად შეკრა ხელები. მნიშვნელობა არ ჰქონდა, რას იფიქრებდნენ მასზე სხვები, ან შეიძლება, ჰქონდა. გონებაში რამდენიმე ფრაზა ამოტივტივდა: „უნდა მოვკლა“... „შენ უფლება გქონდა, ის მოგეკლა“.
ჩარლი ადგა და უტიფარი ახმახისკენ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა. ბარმენი დაიძაბა. ჩარლის გამოხედვასა და მოძრაობაში იყო რაღაც ისეთი, რაც სიტუაციის სიმძიმეს ხდიდა ფარდას. მაგრამ, ბარმენს არც უფიქრია ჩარლის შეჩერება ან მისთვის ხელის შეშლა. ქალი კი ჯერ ვერ მიხვდა, რა ხდებოდა.
– ჩემს ქალს უყურებდი... თანაც, ისე უყურებდი, როგორც ხორცის ნაჭერს. ეს ქალი ჩემია, ჩემი საკუთრებაა.
ახმახმა გაიცინა:
– გიჟი ხარ? ეი, მეგობარო, შენი საქმე არ არის, ვის შევხედავ. მაგ გოგოს ვიცნობ და რაღაც არ მახსენდება, ქმარი ჰყავდეს. ასე რომ, ყურებას ვერ დამიშლი.
– ჰო? ქალი ჩემთან არის. ჩემ გვერდით დგას და მე მიყურებს. შენ კი მას ისე უყურებ, როგორც იაფფასიან მეძავს. ბარიდან გაეთრიე ახლავე!
ახმახმა გადაიხარხარა და იმის დასამტკიცებლად, რომ ჩარლის სიტყვები არაფრად მიაჩნდა, ქალისკენ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და როცა მკლავზე მოჰკიდა ხელი, იქ მოხდა ის, რასაც ბარში მყოფები უკვე ელოდნენ. ჩარლის კერძო დეტექტივის ლიცენზია კი შეუჩერეს, მაგრამ იარაღის ტარებაზე უარი არ უთქვამს. ხელი მექანიკურად წაიღო მისკენ და როცა ახმახს ორი ტყვია შუბლში მიაჭედა, გულზე მოეშვა. ბედნიერი იყო, მიზანს არ ააცილა და ახლა უკვე ვეღარავინ ეტყოდა, უნდა მოგეკლაო. ჩარლის გვერდით ახლა ვიღაც სხვა ქალი კი არა, მისი ცოლი იდგა – ვნებიანი და ისეთი ახლობელი... მისი მოკვლის სურვილმა ყველა სხვა სურვილი ჩაახშო. აღარც რაიმე ხმა ან ხმაური ესმოდა. ტყვიის გასროლის ხმაც არ გაუგონია, მაგრამ დაინახა, როგორც ჩაიკეცა ქალი იატაკზე. თხელ, გამჭვირვალე პერანგზე სისხლის ლაქა სულ უფრო იზრდებოდა.

скачать dle 11.3