კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საახალწლო საჩუქრები ზოდიაქოს ნიშნებზე დაკვირვებით უნდა შეარჩიოთ #50

საახალწლო საჩუქრები საყვარელი ადამიანებისთვის, აუცილებლად ყურადღებით უნდა შეარჩიოთ. რაც მთავარია, ნუ დაგენანებათ ფული. თუ არ იცით, რა საჩუქრები გაუკეთოთ საყვარელ ადამიანებს  მათი გულის მოსაგებად და იმავდროულად, საჩუქარმა თილისმური დატვირთვაც რომ მიიღოს, გთავაზობთ ასტროლოგიურ რჩევებს:
ვერძის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულს, აჩუქეთ: ნატურალური ტყავის  საფულე, ქამარი, ჩანთა, ასტროლოგიური ქვებისგან დამზადებული სამაჯური, იისფერი ან ლურჯი ჰალსტუხი ან ისეთი ნივთი, რომელსაც პროფესიულ სფეროში გამოიყენებს.
კუროს ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულს, შეგიძლიათ, შეურჩიოთ ისეთი ნივთები, რომელსაც ყოველდღიურობაში გამოიყენებს. მას ძალიან გაახარებთ, თუ ახალ წელს აჩუქებთ სპორტული დარბაზის აბონემენტს ან სპორტულ ინვენტარს. ასევე, შეგიძლიათ, შეურჩიოთ ორიგინალური კედლის საათი ან მოდური ზედა ჩასაცმელი ნარინჯისფერ, მწვანე ან ყვითელ ტონებში.
ტყუპების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულს, შეურჩიეთ სადა ვერცხლის სამკაული და ის ერთგვარ თილისმურ დატვრითვასაც შეიძენს.  ასევე, კარგია მოდური სუნამოს ან ცნობილი ბრენდის ტონალურის ჩუქება.
კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულისთვის წელს კარგია ნატურალური ტყავისგან დამზადებული სამკაულების ჩუქება. ასევე, თავის მოვლის საშუალებები, ტანსაცმელი და ისეთი ნივთები, რაც მას სამსახურში გამოადგება. აქცენტი ცეცხლისფერ, ყვითელ ან ლურჯ ფერებზე შეაჩერეთ.
ლომის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულისთვის კარგია ისეთი ნივთის შერჩევა, რომელსაც ის ყოველდღიურად ატარებს, მაგალითად: საათი, საფულე, ჩანთა, სამკაული – ოღონდ ცნობილი ბრენდის უნდა იყოს და ბოლო მოდის ტენდენცია.
ქალწულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებისთვის კარგია საოჯახო ნივთების, პარფიუმერიის, ნატურალური ტყავის სამაჯურის, კედელზე ჩამოსაკიდებელი, ორიგინალური აქსესუარების ყიდვა. საჩუქარი ისეთი უნდა იყოს, რომ მან ამით სხვებთან მოიწონოს თავი.
სასწორის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებისთვის წელს ისეთი საჩუქარი უნდა შეარჩიოთ, რომელსაც ის ჩანთით ატარებს. მაგალითად: საფულე, სათვალის ორიგინალური ჩასადები ან თვლებით გაწყობილი პატარა, კოსმეტიკის ჩანთა, სარკე. ასევე, კარგი საჩუქარია მათთვის მაჯის საათი.
მორიელის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულს, თუ საშუალება გაქვთ, უყიდეთ  ტექნიკა, ან თვლებით გაწყობილი საფულე, სათვალე, პარფიუმერია. ასევე, კარგია ისეთი ნივთები, რასაც მანქანაში დაკიდებს ან სამუშაო მაგიდაზე დაიდგამს. ეს ერთგვარ თილისმურ დატვირთვას შეიძენს და დაიცავს მას მთელი წლის განმავლობაში ცუდი ენერგეტიკისგან.
მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულს, გირჩევთ, უყიდოთ ნატურალური ტყავისა და ბუნებრივი ქვებისგან დამზადებული სამკაულები, ყავისფერი საფულე, კოსმეტიკური საშუალებები, მოდური კაშნე ან ისეთი ჭურჭელი, რომელსაც ყოველდღიურად გამოიყენებს.
თხის რქის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულისთვის კარგია ოქროს სამკაულის, ორიგინალური ხელჩანთის, სპორტული ტანსაცმლის ან ატლასის წითელ ფერებში გაწყობილი საწოლის თეთრეულის ჩუქება.
მერწყულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულს, წელს კარგი იქნება, თუ აჩუქებთ მედალიონს, რომელზეც მისივე სახელი იქნება ამოტვიფრული და მას გულთან ახლოს ატარებს. ეს მას მთელი წლის განმავლობაში დაიცავს ავი თვალისგან და წარმატებებისკენ გზას გაუხსნის. უმჯობესია, ის ოქროსი იყოს. ასევე, კარგია, ხელნაკეთი სუვენირების, სამზარეულოს დეკორატიული ნივთების და სააბაზანოს მოსართავი აქსესუარების ჩუქებაც.
თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულს, აუცილებლად ისეთი ნივთი შეურჩიეთ საახალწლოდ, რითაც საზოგადოებაში მოიწონებს თავს. კარგია, თუ მას აჩუქებთ თვლებით გაწყობილ საათს, ლამაზ გულსაკიდს, ბროშს, საფულეს ან ისეთ ნივთს, რაც მას პროფესიულ საქმიანობაში ყოველდღიურად გამოადგება.

скачать dle 11.3