კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ამბობს ადამიანი თავისი ნებით თუ ქცევით ღმერთთან ურთიერთობაზე უარს და როგორი ქრისტიანები აღიარებენ ანტიქრისტეს საკუთარ ღმერთად #50

„ყოველთვის იყავით მოწაფის სტატუსით და ეძებეთ მასწავლებელი. წმიდა მამებმა ჩვენთვის დაწერეს მარგალიტები, რათა ვისწავლოთ, გავიგოთ და უფრო მეტი ცოდნა შევიძინოთ. ჩვენი მტერი აღარ მოდის მორკალული ხმლებით; პირიქით, მოდის იდეოლოგიით, მწვალებლობით, გარკვეული სწავლებებით, რომლებიც კარგადაა შენიღბული“. როგორ ეხმარება ადამიანს პრობლემები ცხონებაში; რატომ წუწუნებენ მუდმივად თანამედროვე ადამიანები და რატომ არ უნდა ვერიდებოდით იმის აღიარებას, რაც არ ვიცით, ამის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი).

 – მამაო, გამიგია, რომ ხშირად ადამიანს პრობლემები, დაბრკოლებები სულიერ ცხოვრებაში, ცხონებაში ეხმარება.
– გარკვეული პრობლემები, განსაცდელები, ჯვარი, რომელიც ღმერთმა ჩვენზე დაუშვა, საჭიროა იმისთვის, რომ უფრო მეტად გავიზარდოთ, გავძლიერდეთ, არ დავკარგოთ სასოება; ამიტომაც, ამის გარეშე ვერავინ ცხონდება. კარგად ამბობს ბასილი დიდი: ცხონება ადამიანის ნებით და ღვთის დაშვებით ხდება. როგორ შეიძლება, ღმერთმა რამე ვერ შეძლოს, მაგრამ, შენ თუ არ გინდა ცხონება, ის ძალით არ გაცხონებს, რადგან, მთავარია ადამიანის თავისუფალი ნება. მაგრამ, თუ შენ თავიდანვე ფიქრობ: აიდი-ბარათი ავიღე, რა მეშველება, ყველაფერი დამთავრდა; სატანები არიან ეკლესიაში, ყველაფერი ცუდად არის – შენ უკვე ჩაკეტე ღმერთთან ურთიერთობის კარი და ვეღარ ცხონდები. იმიტომ კი არა, რომ ღმერთს არ შეუძლია, არამედ, შენ არ გინდა, პესიმისტი ხარ და როდესაც ანტიქრისტე მოვა, შენ იქნები კარგი მრევლი. ასეთი ადამიანები შეგროვდებიან და იტყვიან: არ გაგვიმართლა ქრისტეში და იქნებ გაგვიმართლოს ანტიქრისტეში. ანუ, უკვე არსებობს ის მრევლი, რომელიც ანტიქრისტეს მიიღებს.
– ვინ არიან ისინი?
– ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც მუდმივად ცუდზე ფიქრობენ. კეთილი მოვიდა – არ მიიღეს, ცუდი მოვა და იმას მიიღებენ, რადგან, ის ეტყვის: აქამდე ყველაფერი მირაჟი იყო, არავითარი ქრისტე, არავითარი სიწმინდე, არავითარი ოჯახური პატიოსნება, სიყვარული... დადგება დრო, როდესაც თქვენ, მართლმადიდებლებს, გეტყვიან: თქვენ არანორმალურები ხართ, იმიტომ რომ, ძალიან ცოტანი ხართ. ლუკას სახარებაში ქრისტე ამბობს: „როცა მოვა იესო ქრისტე, ნახავს კი რწმენას დედამიწაზე?!“ ჭეშმარიტი სარწმუნოება იქნება არა ერთ ქვეყანაში, არამედ – ერთეულებში და ისიც რამდენიმე ეკლესიაში, როგორც იოანეს გამოცხადებაში წერია. ამიტომ, ვიფიქროთ არა ცუდზე, არამედ კარგზე. მეორე: თავი უნდა დავანებოთ ცხოვრებაზე წუწუნს. ძალიან ბევრი ქრისტიანი ეკლესიაში ღმერთის ან მოძღვრის სიყვარულით კი არ მოდის, არამედ, მუდმივად ცხოვრებაზე წუწუნებს. იმას კი არ ამბობს, ეს ყველაფერი იმიტომ დამემართა, რომ უღმერთო ვიყავი, განვიკითხავდი ირგვლივ ყველას, დავცინოდი, რომ ჩემი არასწორი ცხოვრების წესის გამო ჩავვარდი გაჭირვებაში, სნეულებაში, პატიმრობაშიო. პირიქით, ამას სხვას აბრალებს: მთავრობას, მშობლებს, დედმამიშვილებს. ანუ, წუწუნი ცოდვაა, რადგან, არ ხარ შენი მდგომარებით მადლიერი. იყავი მადლიერი და ღმერთი მოგცემს იმდენს, რამდენიც გჭირდება. დავით მეფსალმუნე ამბობს: ვიყავი ახალგაზრდა, დავბერდი და მე არ მინახავს მორწმუნე ადამიანი ხელგაშლილიო. ეს ბევრს გაუკვირდება, მაგრამ, არ გწამს და არ გაქვს, გწამდეს და მოგეცემა. თუ მორწმუნედ მიიჩნევ თავს და მაინც გშია, მაშინ, შეამოწმე შენი რწმენა – იქნებ, ისე  არ გწამს, როგორც ეშმაკეული ჭაბუკის მამას. თუ ითხოვ და არ იღებ, ესე იგი, როგორც პავლე მოციქული ამბობს, ითხოვ ბოროტს. ამიტომ, კარგად დაუკვირდით, რატომ მოდიხართ ეკლესიაში. თავიდანვე არ უნდა ითხოვოთ ვალების გასტუმრება. ნუ გგონიათ, რომ ყველაფერი მაშინვე კარგად იქნება, ხელფასი მოგემატებათ. ეკლესიაში იმიტომ მოდიხართ, რომ თქვენი ცოდვები აღიაროთ, განიწმიდოთ, შეინანოთ: ღმერთო, მოვედი უძღები შვილივით და იქნებ, მოჯამაგირედ მაინც დამაყენო კარში და ერთი-ორჯერ მაინც მაზიარო. მოჯამაგირედ დამაყენოო და არა მაშინვე სტიქაროსნად ან დიაკვნად, როგორც ამას ხშირად ითხოვენ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ყველაფერი ღვთისგან გვაქვს და, ამიტომ, მუდმივად უნდა ვიყოთ მადლიერები და თავი დავანებოთ წუწუნს, უარი ვთქვათ უკმაყოფილო სახით სიარულზე და იმედიანად ვიყოთ განწყობილები.
– ხშირად წუწუნის მიზეზი ისიც არის, რომ საკუთარი შესაძლებლობების არ სჯერათ. საქმე არ აქვთ დაწყებული და ამბობენ: არ შემიძლია, ამას ვერ გავაკეთებ. ეს რამდენად სწორი მიდგომაა?
– ეს საკმაოდ გავრცელებული მდგომარეობაა. ვამბობთ: „არ შემიძლია“ და, ამგვარად, საკუთარ თავს განვაწყობთ წარუმატებლობისთვის. მაგალითად, შემოგვთავაზეს თანამდებობა ან რაღაც საქმე, ან მოძღვარმა დაგვავალა რაღაცის გაკეთება, ჩვენ კი  ვამბობთ: „არ შემიძლია, აქ ვერ წავალ, ვერ ვილოცებ...“  ანუ, წინასწარ იჭრიან გზას და ეს უფრო ურწმუნო ადამიანის მდგომარეობაა, რომელმაც არ იცის, რომ ღმერთი დაეხმარება. რისი გეშინიათ, ადამიანებო?! თუ ღმერთი გწამთ, არ იქნებით მშიერი; ჭერიც გექნებათ, საჭმელიც. უბრალოდ, ჩვენ იოლი ცხოვრება გვინდა. ეს კი ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩაგვაგდებს. გარდა ამისა, ადამიანები ხშირად თავს იკავებენ საკუთარი აზრისა და გრძნობების გამოხატვისგან, განსაკუთრებით იქ, სადაც ეს საჭიროა. ან, პირიქით, ზედმეტიც კი მოგვდის ხოლმე. უნდა გამოთქვათ საკუთარი აზრი, თავი არ უნდა შეიკავოთ ამისგან, მაგრამ, რა აზრსაც გამოთქვამთ, ის უნდა გააკეთოთ და არა  სხვა რამ. ანუ, ის თქვი, რასაც გულში ფიქრობ და რის გაკეთებასაც აპირებ. ოღონდ, ვთქვათ ის, რაც სწორი და მართებულია, ამბიონიდან იქნება ეს თუ სხვაგან. როცა ერთმანეთს შეხვდებით, მაშინაც პირდაპირ უთხარით: „როგორი ზარმაცი ხარ, წინა კვირას რატომ არ იყავი ეკლესიაში?“ ან – „რატომ არ მუშაობ კარგად, რატომ იქცევი არასწორად?“ – და არა ის, რომ: „ვიცი, შე საბრალოვ, რატომაც ვერ მოხვედი, რატომ არ აკეთებ ამას“, – მერე შემობრუნდები და ზურგსუკან სულ სხვა რამეს ამბობ მასზე. როცა ადამიანს სიმართლეს ეუბნები, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მისთვის ცუდი გინდა, არამედ, უნდა აუხსნა, რომ, თუ ასე გააგრძელებ, შეიძლება, ჯერ ეკლესიის მრევლი აღარ იყო, მერე კი სამსახური დაკარგო და მძიმე მდგომარეობაში ჩავარდე. ასე თუ განაგრძობ, ასე თუ იცხოვრებ, შესაძლოა, ოჯახიც ვერ შექმნა. შეიძლება, ეს უთხრა იმ გოგონას ან ბიჭს, რომლებიც არასწორად ცხოვრობენ. ოღონდ, ეს პირში უნდა უთხრა და არა ზურგსუკან – ეს იქნება თქვენი მხრიდან ჭეშმარტი ქრისტიანული დამოკიდებულება. ზოგი აცხადებს, რომ არ იცის რაღაც, მაგრამ, შეუძლია, ამის აღიარება და სურს, რომ ისწავლოს. ასეთი ადამიანი გულმართალია – არ რცხვენია იმის აღიარება, რომ რაღაც არ იცის; რომ უმეცარია და იწყებს სწავლას. იმას კი არ ამბობს, რომ ათი თუ ოცი წელია, ეკლესიაში დადის, რამდენჯერ ეზიარა და რამდენჯერ თქვა აღსარება. პირიქით, ამბობს: ვკითხულობ ბიბლიას, საეკლესიო სწავლებებს და ვხვდები, როგორი უმეცარი ვარ. ამიტომ, მასწავლე – ეს არის გულმართალი მდგომარეობა. ხშირად ბევრ რამეში ვერ ერკვევიან, მაგრამ ამას ხმამაღლა არასდროს ამბობენ. ამპარტავნები არიან და რცხვენიათ იმის ხმამაღლა აღიარების, რომ რაღაც არ იციან ან ვერ გაიგეს. ჩვენ, ქართველები ხომ „განათლებული“ ხალხი ვართ, „ყველაფერი ვიცით“, მაგრამ, არ ვიცით სარწმუნოების სიმბოლო – „მამაო ჩვენო“, პირჯვრის გადაწერა და სწორედ ეს არის ჩვენი უმეცრება.

скачать dle 11.3