კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გაყრა „ნაციონალურად“ #50

იგინივე და…

 რაკი არაფერია მუდმივი ამ ცოდვილ მზისქვეშეთში, იმასაც მოვესწარით, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მონოლითური რიგებიც კი შეირყა.
და თუმცა შეირყა და მერე როგორ, ეს მაინც არ არის ყველაზე მთავარი, მით უფრო, რომ საბოლოო რყევამდე შორია, ვინაიდან საქმეში ფინანსებია. ვისაც სახელწოდება დარჩება, სწორედ ის მიიღებს პარტიულ საბიუჯეტო დაფინანსებას, სავარაუდოდ, სწორედ ეს აფერხებს გაყრას).
გასულ კვირას „ნაციონალმა“ დეპუტატმა ლელა ქებურიამ სოციალურ ქსელში ვინმე ნიკა ლოგუას მიერ მუქარის შემცველი მიმოწერა გაავრცელა (ეს უკანასკნელი თავს ცნობილი მეგის ქარდავას დეიდაშვილად ასაღებს).
მომყავს ციტატა მიმოწერიდან: „ქალბატონო ლელა, რაღაც-რაღაცეები გავიგე და მოვუყევი კიდევაც მეგისის და კარგს არ მოგიტანთ ეს. გპირდებით, მე პირადად, მეგისის გაზრდილი ვარ, ჩემი დეიდაშვილია. მოკითხვა შემოგითვალათ ისე, რომ იცოდეთ, პასუხი გექნებათ გასაცემი კიდევ... ვნახოთ, ვინ გაიმარჯვებს, მიშა თუ ბოკერია, მეგის ქარდავას და ახალაიებს გაუმარჯოს. თუ რამე პრეტენზია გაქვთ, აგერ ვარ და გაგცემთ პასუხს, არ ველოდი თქვენგან ამას, თურმე, ახალაიების და მეგისის დაბრუნება არ გინდათ, მაგრამ დაბრუნდებიან და დამერწმუნეთ, პასუხი გექნებათ გასაცემი... ჭკვიანად იყავით, ჭკვიანად რაა.“
თუ გავიხსენებთ, რომ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს, ამ მუქარის წერილზე უარესიც გვსმენია და გაგონებას ვინ ჩივის, ასგზის უარესიც გვინახავს, დიდი ვერაფერი სიახლეა (ვითომ ქ-ნი ქებურია იმედოვნებდა, რომ „ნაციონალური“ მეთოდები მხოლოდ არანაციონალებზე გავრცელდებოდა?!).
თუმცა საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ არც ისაა გამორიცხული, აწ უკვე „ნაციონალებმავე“ გააკრიტიკონ ხელისუფლება „ნაიცონალებისვე“ არდასჯის გამო. –

скачать dle 11.3