კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ოკუპანტებიც ოცნებობენ #50

ასე განსაჯეთ და, თურმე ოკუპანტებიც ოცნებობენ და არა მხოლოდ მიწების შეგროვებაზე. სახელდობრ, რფ-ის პრ.-მა შემოგვჩივლა, რომ საოცრად მოწყენილი ცხოვრება აქვს (მომყავს ციტატა): „დღეს მთელი ჩემი მოგზაურობა გამოიხატება იმით, რომ მივდივარ აეროპორტში, იქიდან – რაღაც შენობაში, შემდეგ ისევ – აეროპორტში და თითქოს სადღაც ვიყავი.“
არადა მას, თურმე, ღირსშესანიშნაობების დათვალიერებაც სურს და ბუნების პეიზაჟებით თვალთა ტკბობა, რის შეუძლებლობაც მეტისმეტად ასევდიანებს.
ჰოდა, რაკი უცნობია, იყრის თუ არა კენჭს 2018 წელს აწ უკვე მეოთხედ რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე   (ვერსიები იცვლება: ხან ამბობს, არაო, ხან კი აცხადებს, რომ ეს ყოველივე დამოკიდებულია მსოფლიოში არსებულ ვითარებასა და მის პირად განწყობაზე), ცხადია, ისიც უცნობია, აისრულებს თუ არა ოცნებას და, ბოლოს და ბოლოს, დატკბება თუ არა ბუნებითა და ღირსშესანიშნაობებით.
თუმცა არც იმას მალავს, რომ მისი ოცნებაა, წარმატებით დაასრულოს კარიერა, ერთი ისაა, რომ არ აზუსტებს, რას გულისხმობს „წარმატებაში“ (ნუთუ დედამიწის შეგროვებას?!). მაგრამ, თუ გავიხსენებთ, რომ მისივე ოცნებაა, უფრო მეტი დრო მიუძღვნას მოგზაურობებს, სხვა რა დაგვრჩენია, ვუსურვოთ, რომ სადმე შორს და რაც შეიძლება, სწრაფად. –

скачать dle 11.3