კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ზამთრის დადგომისას იმუნიტეტს „კამელინი“ გაგიძლიერებთ #49

თბილისში უკვე რამდენიმე წელია, წარმატებით ფუნქციონირებს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ფარმაცევტული საწარმო, სადაც ნატურალური თაფლისგან მზადდება ქართული პრეპარატი „კამელინი” – ამპულების, კაფსულების, მალამოსა და სანთლების სახით. ამ პრეპარატის შექმნის ისტორია უფრო ადრე დაიწყო – ჯერ კიდევ მეოცე საუკუნეში. ის შექმნა ცნობილმა ქირურგმა და მეცნიერმა ბენედიქტე – ძაგული მაღლაკელიძემ.  „კამელინის” ყველა ფორმის შესახებ ინტერესი საქართველოს საზღვრებს დიდი ხანია, გასცდა და მისით ცნობილი, საუკეთესო სამეცნიერო და კლინიკური ცენტრები დაინტერესდნენ. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ პირადად ჩემთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ „კამელინის” დახმარებით, ძალიან ბევრი, მძიმედ დაავადებული ადამიანი განიკურნა, ბევრსაც სიცოცხლე გაუხანგრძლივდა.
ახალგაზრდა ქალბატონს საშვილოსნოზე ჰქონდა სიმსივნე, თავს ძალიან ცუდად გრძნობდა. აწუხებდა სისუსტე, ოფლიანობა და ტკივილები საშვილოსნოს არეში. ოჯახის წევრებმა გადაწყვიტეს, მისთვის „კამელინის“ ნემსები გაეკეთებინათ. ერთი კურსის ჩატარების შემდეგ, პაციენტმა თავი უკეთ იგრძნო, მეორე კურსის დამთავრებისას კი, მოეხსნა სისუსტე, ოფლიანობა, ტკივილები და ამჟამად შრომისუნარიანია – აგრძელებს ცხოვრებას ჩვეულ რიტმში. პროფილაქტიკისთვის კი, როგორც თვითონ, ასევე მისი ახლობლებიც, ყოველთვის იყენებენ „კამელინს“.
ნათია (38 წლის): თავიდან საზარდულში ამომივიდა ჯირკვალი, ექიმთან რომ მივედი, დროზე ვერ დამისვეს დიაგნოზი და მთელი მუცლის არეში გაჩნდა ლიმფური კვანძები. ეს ხდებოდა 2004 წელს. ბოლოს, აღმოჩნდა, რომ მქონდა ლიმფური სისტემის სარკომა, რომელიც ძალიან მძიმე დაავადებაა და სწრაფად ვითარდება. ჩემმა მეგობარმა მომიტანა „კამელინი” და დავიწყე მკურნალობა. თუმცა, თავიდან არც ვიცოდი, რას ვიკეთებდი. შემდეგ საავადმყოფოში რომ ვთქვი, ეს პრეპარატი უნდა გამოვიყენო-მეთქი, ხელი აიქნიეს, მაგრამ მაინც გავიკეთე. ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ „კამელინით” ვმკურნალობდი – ქიმიოთერაპიასთან ერთად ვიტარებდი მკურნალობის კურსს. ორივემ ერთად არაჩვეულებრივი შედეგი მომცა. პირველად, მკურნალობის სამი კურსი ზედიზედ ჩავიტარე, საერთოდ არ შემისვენია. პლუს ამას, ვსვამდი კიდეც „კამელინს” და პარალელურად, ქიმიოთერაპიას გავდიოდი. ფეხზე ვერ ვდგებოდი, ვერაფერს ვჭამდი. სანამ მკურნალობას დავიწყებდი, 50 კილომდე გავხდი. ყველაფერი გავიკეთე, არაფერი გამომიტოვებია, მაგრამ არ მშველოდა. მერე დავიწყე ქიმიოთერაპიით მკურნალობა. ერთი კურსი რომ დავამთავრე და მეორეზე გადავედი, სწორედ მაშინ დავიწყე „კამელინის” გამოყენება. მალევე დავდექი ფეხზე, სიარული შემეძლო. ერთმა ექიმმა მითხრა, შენს ორგანიზმს უთხარი მადლობა, ასე კარგად რომ მიდის მკურნალობაო. ჩვენს ოჯახში სულ არის ეს პრეპარატი. როცა თავიდან ვმკურნალობდი „კამელინით”, ჩემს შვილსაც ვასმევდი, რადგან ინფექციებს კლავს. ნათესავი მყავს მოსკოვში, რომელსაც თავში აქვს სიმსივნე და აქედან ვუგზავნი „კამელინს”. ისიც ქიმიოთერაპიას იკეთებს, ოღონდ უკვე ორი წელია. „კამელინით” მკურნალობა რომ დაიწყო, დამირეკეს, კმაყოფილია, ბევრად კარგი შედეგი აქვსო.
„კამელინისადმი“, როგორც 100 პროცენტით ნატურალური, ეკოლოგიურად სუფთა, არატოქსიკური, ჰიპოალერგიული, ანთების საწინააღმდეგო, მარეგენირებელი, ანტისეპტიკური, ტკივილგამაყუჩებელი, ძლიერი ანტიოქსიდანტისადმი, ინტერესი დიდია. გარდა ამისა, ახლა, როცა აცივდა და ადამიანების დიდი ნაწილი გაციებასა და ვირუსებს ებრძვის, მათ შევახსენებ, რომ, როგორც პროფილაქტიკის მიზნით, გაციებისა და გრიპოზული ვირუსებისგან თავის დასაცავად, ასევე, უკვე გაციების შემთხვევაშიც, გამოიყენონ „კამელინის“ სხვადასხვა ფორმა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არსებობს „კამელინის“ ფორმა – „კამელინ ფლუ“ – სპრეი, რომელიც სწორედ გრიპოზული, პირის ღრუსა და ყელის ჩირქოვანი, ინფექციური დაავადებებისა და ანთებითი პროცესების  სამკურნალოდ გამოიყენება.
„კამელინის“ მიღება პროფილაქტიკის მიზნითაც არ არის ურიგო. იმუნიტეტის ამაღლების მიზნით, შესაძლებელია წელიწადში ორჯერ „კამელინით“ მკურნალობის კურსის ჩატარება: ერთი – გაზაფხულზე, მეორე – ზამთრის დადგომისას. ასევე, კარგია მისი მიღება სიმსივნის პრევენციის მიზნითაც. ქიმიური პრეპარატები დამანგრევლად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე, „კამელინი“ კი აბსოლუტურად უვნებელია – არ აქვს გვერდითი მოვლენები, ბუნებრივი, თაფლისგან დამზადებული პრეპარატია და მისი მიღება თავისუფლად შეიძლება პრევენციის მიზნითაც. უკვე რამდენიმე ხანია, გასაყიდად გამოვიდა „კამელინ ფლუ”, რომელიც გამოიყენება ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა: გრიპოზული, პირის ღრუსა და ყელის ჩირქოვანი, ინფექციური დაავადებები, ანთებითი პროცესები. პრეპარატში არის ის კომპონენტები, ლორწოვან გარსზე გარკვეული პერიოდის განმავლობაში რომ აჩერებს პრეპარატის აქტიურ ნივთიერებებს და, შესაბამისად, ეს უფრო მეტად ეფექტურია. როდესაც პირის ღრუში არის ბაქტერიული, სოკოვანი კერები, „კამელინ ფლუ” ძალიან მალე აქრობს პროცესს.  სპრეიში არის ის თვისებები, რაც „კამელინის” აქტიურ მოლეკულებს ახასიათებს: ანტიბაქტერიული, ანტისოკოვანი, ანთების საწინააღმდეგო და რეგენერაციული. რაც მთავარია, როგორც „კამელინის” სხვა ფორმებს, ასევე სპრეისაც, სხვა წამლებთან მიმართებაში უკუჩვენება არ აქვს და მისი გამოყენება შეიძლება თითქმის ყველა მედიკამენტთან ერთად. „კამელინი მ-1-ის“ გამოყენება შესაძლებელია ყველა სტადიის კიბოს დროს, სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში, „კამელინი მ-4” – სანთლების და „კამელინი მ-2” – კაფსულების ჩართვა მკურნალობის თითქმის ყველა ეტაპზე.
ნათია (32 წლის): დეიდაჩემს, რომელიც უკვე დიდი ხანია, უცხოეთში ცხოვრობს, ცოტა ხნის წინ დაუსვეს კუჭის სიმსივნის დიაგნოზი. მაშინვე დაიწყო მედიკამენტებით მკურნალობა, მაგრამ, არცთუ კარგი შედეგი ჰქონდა. როგორც კი შევიტყვე მისი მდგომარეობა, მაშინვე „კამელინი“ გამახსენდა. მის მწარმოებელთან გავიარე კონსულტაცია, დეიდასაც ვკითხე და მისი თანხმობის შემდეგ, გავუგზავნე პრეპარატი. მაშინვე დაიწყო მკურნალობა და შედეგი უკვე აქვს: აღარ აწუხებს ტკივილები, ენერგიულიც გახდა, ძალაც დაუბრუნდა. „კამელინით“ მკურნალობის შეწყვეტას არ აპირებს. ცოტა ხანს შეისვენა და ახლა უკვე მკურნალობის მესამე კურსს იტარებს. რაც მთავარია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესია, არანაირი გართულება არ ჰქონია. პირიქით, სულ უმჯობესდება.
მარინა (35 წლის): დედაჩემი უცხოეთში ცხოვრობს და მუშაობს. მოგეხსენებათ, ვინც უცხოეთში საქმიანობს, მათ უმეტესობას ფიზიკური შრომა უწევს. შესაბამისად, დედაც ხშირად ძალიან გადაღლილია, ენერგიის ნაკლებობას განიცდის და იმუნიტეტიც დაქვეითებული ჰქონდა. თან, დაახლოებით ათი წლის წინ ფიბრომის ოპერაცია გაიკეთა, სამი წლის წინ კი, საშვილოსნოს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, პირველი სტადია. მაშინვე გავუგზავნე „კამელინის“ ინიექცია. მანამდე პირადად მე, ბუასილის გამო, „კამელინის“ სანთლები გამოვიყენე, მიშველა და საოპერაციო არ გავხდი. ამიტომ, ექიმთან კონსულტაციის გავლის შემდეგ, გადავწყვიტე, დედასთვისაც გამეგზავნა „კამელინის“ ნემსები. მაშინვე დაიწყო მკურნალობა და მალევე იგრძნო ენერგიის მომატება.  სამი კურსი ჩაიტარა და თავს აშკარად უკეთ გრძნობს.
P.S. ვისაც გაქვთ „კამელინთან“ დაკავშირებული კითხვები ან გსურთ, კონსულტაცია და დამატებითი ინფორმაციის მიღება ქართული წარმოების პრეპარატთან დაკავშირებით, შეგიძლიათ, დარეკოთ ტელეფონის  ნომრებზე:
2 -98-62-25 (ოფისი), 599-33-10-89;  599-23-03-33;  2-98-57-78;  2-71-04-80; 2-22-26-68; 2-93-20-87; 597-76-97-40. მისამართი: ძმები ზუბალაშვილების ქუჩა ¹49.

скачать dle 11.3