კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას უმალავდა ქორწილის დღემდე თათია დონაძე დაქალებთან ერთად მომავალ მეუღლეს და რისთვის იკრიბებოდა სიძის უჩუმრად 15 გოგონა ნეფე-პატარძლის ახალ ბინაში #49

ერთ დროს წარმატებული ტანმოვარჯიშე, ასევე, მოდელი თათია დონაძე, რომელიც ამჟამად მერიაში, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურში, სპორტის პროგრამების განყოფილების წამყვან სპეციალისტად მუშაობს, ცოტა ხნის წინ გათხოვდა. თათიამ საკუთარი ქორწილის დიზაინსა და გაფორმებაზე დედასთან ერთად იზრუნა. ქორწილის შემდეგ ახალდაქორწინებული წყვილი თაფლობის თვის გასატარებლად მალდივის კუნძულებზე გაემგზავრა. იქ მათ რამდენიმე დაუვიწყარი დღე გაატარეს.
თათია დონაძე: ჩემი მეუღლეა გიორგი სალარიძე, რომელიც მუშაობს „საქაერონავიგაციაში,” ანუ ავიამეთვალყურეა. ასე ვთქვათ, ჩვენი ფრენის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ერთმანეთი 10 წლის წინ, საბერძნეთში გავიცანით. მე, როგორც ტანმოვარჯიშე, მსოფლიო ჩემპიონატზე ვიყავი, თვითონ კი მეგობართან ერთად იმყოფებოდა საქმიან ვიზიტზე. გაიგეს მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ და გადაწყვიტეს, ერთ-ერთ დღეს დასწრებოდნენ მას. როცა გაიგეს, რომ ქართველიც მონაწილეობდა, იგი მოვიდა ჩემთან და გამეცნო. შემდეგ სოციალური ქსელით გაგრძელდა ჩვენი ურთიერთობა. თუმცა, რამდენიმე წლის განმავლობაში მხოლოდ ერთმანეთის მოკითხვით შემოვიფარგლებოდით. ყველაფერი 3 წლის წინ დაიწყო. თუმცა, ცოტა უფრო ადრე, როცა მაგისტრატურის პირველ კურსზე ვსწავლობდი, ბიზნესჟურნალი მჭირდებოდა და გიორგიმ მიშოვა, სტამბიდან გამომიტანა. როგორც ჩანს, არ იყიდებოდა, მხოლოდ დასარიგებლად იბეჭდებოდა. რომ მკითხა, როგორ მოგაწოდოო, ვუთხარი – ჩემს უბანში, მარკეტში დატოვე-მეთქი. რომ დამირეკა, დავტოვეო, მას შემდეგ, დაახლოებით, ერთ-ორ საათში მივედი წამოსაღებად და ჯერ კიდევ არ  წასულიყო, მელოდებოდა. შემდეგ კაფეში დამპატიჟა, გავისეირნეთ. მაგრამ, ამის მერე კვლავ ჩვენ-ჩვენი ცხოვრება გავაგრძელეთ ორივემ. დაახლოებით 3 წლის წინ დავიწყეთ შეხვედრები. იმდენი დრო გავიდა ჩვენი გაცნობიდან და მისგან მხოლოდ დადებითი მუხტი მოდიოდა. ვიფიქრე, შეიძლება, ჩემი მეორე ნახევარიც იყოს-მეთქი. ამიტომაც გადავწყვიტე, უფრო დავახლოებოდით ერთმანეთს. მართლაც ყველაფერი გამოვიდა. 2-3 წელი შეყვარებულები ვიყავით და წელს გადავწვიტეთ დაქორწინება.
– როგორ გთხოვა ხელი?
– შარშან ბათუმში ვიყავი მეგობართან ერთად, გიორგი კი – თავის მეგობრებთან ერთად. ჩემი ოთახის კარის ქვეშ შემოაცურა ფურცელი, წარწერით: Marry me და ბეჭედი. რომ გავიღვიძე და ეს კართან დამხვდა, მივხვდი მე მეკუთვნოდა. ზოგადად, ორიგინალური პიროვნებაა, თავიდანვე ორიგინალურად შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში. ახასიათებს ასეთი რაღაცეები, რაც ვფიქრობ, ყველა ქალს სიამოვნებს და უყვარს. თითქმის გადაწყვეტილი გვქონდა ყველაფერი, მაგრამ ასეთ რამეს არ ველოდებოდი. დავურეკე, გამოვიდა და რა თქმა უნდა, დავთანხმდი. ისეთი პიროვნებაა, თუ გამაბრაზებს, ან რამე მეწყინება, იუმორით თავს ისე გამოიყვანს, არ შემიძლია, გავუბრაზდე, საყვედური ვუთხრა. 3 წლის განმავლობაში საერთოდ არ გვქონია უთანხმოება. მართლაც იდეალური ურთიერთობა გვაქვს.
–  ცოტა ხნის წინ ძალიან ლამაზი ქორწილი გადაიხადეთ.
– ზაფხულში გვინდოდა ქორწილის გადახდა, მაგრამ ჯერ გიორგის ბაბუა გარდაიცვალა, შემდეგ – ჩემი ბებია და ამიტომ, მოგვიწია ქორწილის ორჯერ გადადება. მაგრამ გაგვიმართლა, 8 ნოემბერს გვქონდა ქორწილი და 20 გრადუსი სითბო იყო. რაც შეეხება ქორწილის დეტალებს, დედა დიზაინერია და მეც მაქვს ამ მხრივ ნიჭი. დიზიანერი არ აგვიყვანია, ყველაფერი მე და დედამ თვითონ გავაკეთეთ. მანამდეც გვქონდა ქორწილების გაფორმების გამოცდილება და ვფიქრობ, ამ კუთხით გავაგრძელებთ საქმიანობას. წინა ღამეს რესტორანში, 2 საათამდე ვიყავით. ბანერებს, სხვადასხვა დეტალს ვაკეთებდით. მაგიდის გადასაფრებლებიც კი ჩვენ მივიტანეთ. სკამების გაფორმება, აბსოლუტურად ყველა დეტალი ჩვენ გავაკეთეთ. არავისთვის არაფერი დაგვიკვეთავს – ყვავილიდან დაწყებული სუფრით დამთავრებული. ჩემი მეუღლეც გვეხმარებოდა როგორც შეეძლო. ყოველ შემთხვევაში, გვერდში გვედგა. ასეთ რაღაცეებში არ ერევა, მთლიანად მე მანდობს და შემდეგ ყველაფერი მოსწონს. რაც მისი საქმე არ არის, იმაში არ ერევა. ქალის საქმე ქალის საქმეა, უბრალოდ, შეხედავს და თუ მოეწონება, გეტყვის, რომ კარგია. რაც შეეხება საქორწილო კაბას, შეკერვა არ მინდოდა. სულ მეშინოდა, ისეთი არ გამოვიდოდა, როგორიც მინდოდა. ამიტომ, გადავწყვიტე, მზა კაბა შემეძინა.
– როგორ ჩაიარა ქორწილის დღემ?
– სახლში სიძის მოსვლა და პატარძლის წაყვანა – ასე არ გაგვიკეთებია. 7 საათზე დავიწყეთ სამზადისი და 9 საათზე კაჭრეთის „ამბასადორში“ წავედით ფოტოების გადასაღებად. სახლიდან გაცილება არ მქონია, პირდაპირ სალონიდან წავედი ქორწილში.
– მოკლედ, პირდაპირ სილამაზის სალონიდან გათხოვდი.
– კი.  საგურამოში დავიწერეთ ჯვარი, ხელი მოვაწერეთ და შემდეგ უკვე იყო ქორწილი. საღამოს იმდენად დაღლილები ვიყავით, რომ ნერვიულობის თავი აღარც მქონდა. პირიქით, ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. სამზადისის პერიოდი კი ძალიან სანერვიულო იყო. ქორწილმა კარგად ჩაიარა, ყველამ აღნიშნა, რომ ძალიან კარგი, ევროპული სტილის წვეულება იყო. ჩემი დაქალები ძალიან დამეხმარნენ. ჩემი თხოვნით, ყველამ ერთნაირი ფერის კაბა შეიკერა და ქორწილი გამილამაზეს. თამადა არ გვყოლია. იყო წამყვანი, რომელიც თამადობასაც ითავსებდა. მომღერლები გვყავდა, ფლეშმობიც მოვაწყვეთ. სიძეს პატარძალმა და მისმა დაქალებმა სიურპრიზი მოვუწყვეთ. თავიდან ისე იწყებოდა, რომ თითქოს ჩემთვისაც სიურპრიზი იყო, მაგრამ შემდეგ მეც შევუერთდი. კი იძახდა ხმამაღლა, არ მიყვარს სიურპრიზებიო, მაგრამ სხვა გზა არ დავუტოვეთ. ძალიან მოეწონა და გაუხარდა. ქორწილამდე რეპეტიციები გვქონდა ბინაში, სადაც მე და გიორგი ახლა ვცხოვრობთ. ჩუმად ავდიოდით, გიორგის რომ არ გაეგო. ეგონა, რომ აჭარულს ვდგამდით, სინამდვილეში, 15 გოგო ავდიოდით და მისთვის ვდგამდით სიურპრიზს. ბოლომდე კარგად შევინახეთ საიდუმლო.
– თაფლობის თვე მალდივებზე გაატარეთ.
– ქორწილიდან რამდენიმე დღეში წავედით მალდივებზე. დიდი ხანია,  იქ წასვლაზე ვოცნებობდი, გიორგისთვის კი სულერთი იყო, სად წავიდოდით. ეს ყოფილა მართლაც სამოთხე დედამიწაზე. 5 დღე ჯერ კიდევ ემოციებში ვიყავით. კარგად დავისვენეთ და ისე გავატარეთ თაფლობის თვე. იქ გასართობად ვერ წახვალ. უნდა დაისვენო და დატკბე ბუნების სილამაზით. სამ კაცს ერთად ვერ ნახავ – მხოლოდ ქალი და კაცი. სტიუარდესამ ისიც თქვა: მე ასეთი მოსაწყენი ადგილი არსად  მინახავსო. მაგრამ, ახალდაქორწინებულთათვის საუკეთესო ადგილია. კუნძულზე რომ ხარ და ირგვლივ სულ ოკეანეა, საოცარი სილამაზე. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ეს ყველაფერი დამესიზმრა.
– ბინა ერთად მოაწყვეთ?
– კი, ჩვენი გემოვნებით და ესეც ძალიან სასიამოვნო პროცესი იყო: ფერების, ავეჯის შერჩევა – ყველაფერს ერთმანეთს ვუთანხმებდით. შეხმატკბილებულად იყო ყველაფერი. ფერადი ბინა გამოგვივიდა, პოზიტიური ფერებით. ქორწილამდე რამდენიმე ხნით ადრე უკვე მზად იყო ყველაფერი.

скачать dle 11.3