კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ეშინოდა ირმა ხეცურიანს საქმროს ოჯახის გაცნობის და რის გამო აღარ ჰქონდა მას ადამიანების მიმართ ნდობა #49

ცოტა ხნის წინ, ეტლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანს ქორწილი ჰქონდა. წყვილმა ქაშუეთის ტაძარში დაიწერა ჯვარი. სპორტსმენმა თავისი ბედი გიორგი დანელიას დაუკავშირა. მათი სიყვარულის ისტორია სოციალური ქსელით დაიწყო. როგორც თავად ამბობენ, დაქორწინებამდე ბევრი რთული პერიოდის გადალახვა მოუწიათ. თუმცა, ამ დაბრკოლებებმა მათი გრძნობა კიდევ უფრო გააძლიერა.
ირმა: ჩვენი ურთიერთობა ერთ-ერთი გადაცემით დაიწყო. მაშინ საფრანგეთში ვიყავი შეჯიბრებაზე. გიორგის უნახავს ეს გადაცემა და მოწერილი ჰქონდა „ფეისბუქზე“ სულ ორი სიტყვა – „ძალიან ლამაზი ხარ“. რამდენიმე დღის შემდეგ წავიკითხე ეს შეტყობინება. ბევრს ჰქონდა მოწერილი, მაგრამ რატომღაც გიორგის შეტყობინება ავარჩიე. ვერ გეტყვით, სახელმა მომხიბლა თუ გვარმა. მეც მივწერე: ძალიან დიდი მადლობა-მეთქი. ამის შემდეგ წავიდა წერილების „ტყვიები” – ძალიან ბევრს მწერდა. ერთი პერიოდი, ისიც კი ვიფიქრე, ეს ვერ არის, რა უნდა-მეთქი (იცინის). მერე მომწერა, გნახავო, მეც დავთანხმდი. რომ დავინახე, ხელები გაშალა და ჩამეხუტა. მერე გავისეირნეთ კუს ტბაზე, სადაც ვნახეთ ზღარბი, რომელიც საფუძვლად დაედო ჩვენს გრძნობას (იცინის). იმ დღეს ბევრი ვისაუბრეთ, ორივეს გვქონდა დაგროვილი სათქმელი და გვჭირდებოდა ადამიანი, რომელიც ამ ყოველივეს მოისმენდა. არ მქონდა იმის შეგრძნება, რომ გიორგი იმ დღეს გავიცანი, უცებ მოხდა ჩვენი სულიერი დაახლოვება.
გიორგი: გადაცემამდე მასზე არაფერი ვიცოდი. ძალიან მომეწონა. იმან მომხიბლა, რომ თავად აკეთებდა ყველაფერს. როცა ადამიანი ეტლით მოსარგებლეა და თავად ზრუნავს საკუთარ თავზე, კარიერაზე, ეს ჩემთვის წარმოუდგენელი აღმოჩნდა.  მერე ყველა მეკითხებოდა; როგორ ცხოვრობს მარტო, არ უჭირს გადაადგილებაო. ჩემი პასუხი ყოველთვის იყო, მას არაფერი არ უჭირს ამ ცხოვრებაში. ვიდრე  „ფეისბუქზე“ მივწერდი, მანამდე დავათვალიერე. ზოგადად, ეჭვიანი ვარ. რომ ვნახე, ვიღაცებთან ჰქონდა გადაღებული ფოტოები, ვიფიქრე, შეყვარებული არ ჰყავდეს-მეთქი, მაგრამ მაინც გავრისკე და მივწერე (იცინის). მაშინ ვთქვი ჩემთვის, ეს გოგო ჩემი უნდა გახდეს-მეთქი. მოკლედ, ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა.
– იმას, რომ ირმა ეტლით მოსარგებლეა, რაიმე დაბრკოლება ხომ არ შეუქმნია თქვენს ურთიერთობაში?
ირმა: გიორგისთვის არ ყოფილა დაბრკოლება, იქიდან გამომდინარე, რომ პირველივე დღიდან იცოდა, ვისთან ჰქონდა ურთიერთობა. ჩემთვის იყო ცოტა პრობლემური, რადგან საქართველოში ამ მდგომარეობას რთულად აღიქვამენ.  ჩემი ოჯახი ვერ ეგუება ჩემს მდგომარეობას და სხვისი რომ ვერ შეეგუოს, რა გასაკვირია. მე ვაფრთხილებდი და ვეუბნებოდი, იყო თუ არა მზად იმისთვის, რომ ჩემთან დაეწყო ურთიერთობა. ამით თითქოს თავს ვიზღვევდი. მას ჩემამდე არასდროს  ჰქონია შეხება ეტლით მოსარგებლე პირებთან. კიდევ იყო მეორე ფაქტორი, რის გამოც თავს ვიკავებდი ამ ურთიერთობისგან. ეს გახლდათ წარსულში რამდენიმე წარუმატებელი ურთიერთობა. ადამიანების მიმართ ნდობის ფაქტორი აღარ მქონდა. მაშინ საერთოდ ვერ ვიფიქრებდი, თუ ამ ურთიერთობას ქორწინებით დავაგვირგვინებდით. ბევრჯერ სწორედ ამ აზრის გამო გვიჩხუბია და გვიკამათია. ბევრჯერ კიდეც გამიგდია სახლიდან, მაგრამ არ წასულა. სწორედ ამ შეუპოვრობით მაგრად მომეჭიდა. როცა გავიცანი, მომეწებასავით, არსად  დავდიოდი მის გარეშე. უნდოდა ეს ურთიერთობა. ყველანაირად ცდილობდა დავერწმუნებინე, რომ ეს არ იყო გართობა. ეს იყო წრფელი გრძნობა,  ისიც კი მითხრა, თუ ჩემი ოჯახი შენზე უარს იტყვის და მათი მხრიდან პრობლემა შემექმნება, სახლიდან წამოვალო.
– გიორგი, როცა ოჯახის წევრებს უთხარი, რა რეაქცია ჰქონდათ?
გიორგი: მამა გარდაცვლილია. დედასთან და მამიდასთან ერთად ვცხოვრობ. არ მიყვარს დამალული ურთიერთობები. გაცნობიდან ერთ თვეში გავაცანი დედაჩემს. დედაჩემს არაფერი უთქვამს ჩემთვის ამ საკითხთან დაკავშირებით და არც არასდროს მეტყვის. ძალიან უყვარს ირმა. ცოტა ტრადიციების მოყვარული ნათესავები მყავს და ვიფიქრე, ისინი მაინც იტყოდნენ რამეს, მაგრამ ღმერთის წყალობით, ცუდი არაფერი გამიგია. წელიწადზე ცოტა მეტია, რაც ერთად ვართ და ასე, შეხმატკბილებულად ვცხოვრობთ (იცინის).
ირმა: პირველად რომ მოვედით ოჯახში, ძალიან სხვანაირი შეხვედრა იყო – ისეთი, როგორსაც არ ველოდებოდი. დაძაბული ვიჯექი. ადრე მქონდა შემთხვევა, გავბედე და შეყვარებულის ოჯახში მივედი. იქ კი ისეთი დატრიალდა, იმის შემდეგ გადავწყვიტე, არავინ გამეცნო (იცინის). ამიტომ მეშინოდა და განვიცდიდი. გიორგის სახლში დამხვდა ჩვეულებრივი სიტუაცია, მეგონა, დიდი ხნის ნაცნობები ვიყავით.  არც კი მიგრძნია, რომ ეტლით ვიყავი. ვალიდა დეიდას იმისი შიში ჰქონდა, გიორგი თუ იყო მზად ამ ურთიერთობისთვის. არ არის ეს მარტივი. დღემდე ჰარმონიულად ვართ და ყოველდღე მანახვებენ იმ სიყვარულსა და სითბოს, რაც ჩემ მიმართ აქვთ.
– ძალიან ლამაზი ქორწილი გქონდათ. თავად დაგეგმეთ ყველაფერი?
გიორგი: კი, ყველაფერი. დიდ ხანს ვგეგმავდით ქორწილს. ამ თემაზეც ბევრჯერ გვიჩხუბია (იცინის).
ირმა: ვიდრე გადავწყვეტდით, რომ ქორწილი გვექნებოდა, მანამდე სულ გამიშვი და გამაკავე გვქონდა ამ თემაზე. მე არ მინდოდა ქორწილი, გიორგის კიდევ – პირიქით (იცინის). მერე ეს მეხვეწებოდა, არ გვინდა ქორწილიო და მე ვიყავი კატეგორიული, გვექნება ქორწილი-მეთქი (იცინის). მგონი, ყველაფერი კარგად გამოგვივიდა, ლამაზი დღე იყო. საერთოდ ოცნებებში ზღვაზე, პლიაჟზე და გარეთ მინდოდა ეს ყველაფერი გამეკეთებინა, მაგრამ ნოემბერში მსგავსი რამ ვერ მოხერხდებოდა. ქორწილის დღე რომ გათენდა ვერ ვგრძნობდი, თუ მართლა ჩემი ქორწილი იყო. წავედი სალონში, გავიკეთე თმა, მაკიაჟი, კაბა ჩავიცვი და გავედი. ვნახე გიორგი, პატარძალი მე ვიყავი, მაგრამ ეს ნერვიულობდა (იცინის). მე კიდევ ვამშვიდებდი. განიცდიდა, სადმე არ დაგვეგვიანებინა და მსგავს რამეებს. შესაბამისად, ყველგან ყველაზე ადრე მივედით. პატარძალი ნახევარი საათი ველოდებოდი „ლიმუზინს“ (იცინის). რესტორანში სტუმრებსაც მივასწარით მისვლა. გარეთ გავიყინეთ, თან გვშიოდა და შევედით.
გიორგი: მარტო მეჯვარეები და ოჯახის წევრები იყვნენ, არადა 100 კაცზე მეტს ველოდებოდით. ვურეკავდი ხალხს, სად ხართ-მეთქი და ყველა გაოცებული გვპასუხობდა, 7-ზე არ უნდა მოვიდეთ, ჯერ ადრეაო (იცინის).

скачать dle 11.3