კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არის საშიში ხასიათის უეცარი ცვლილება და როგორ გადადის სიმწარე და გაჭირვება ერთი ადამიანიდან მეორეზე #49

ყველა ხალხში, მიუხედავად ეროვნებისა, გავრცელებულია სხვადასხვა წესი, რომელსაც თითქმის ყველა გულმოდგინედ იცავს. ეს წესები რწმენას ემყარება, თუმცა მათი უმრავლესობა, ცრურწმენა უფროა. ცრურწმენების ბევრ ადამიანს სჯერა და ამის მიხედვით მოქმედებენ ხოლმე. როგორც წესი, ცრუმორწმუნეები უფროსი ასაკის წარმომადგენლები უფრო არიან. ახალგაზრდები სკეპტიკურად უყურებენ ამ ყველაფერს და ცდილობენ, მათი ზეგავლენის ქვეშ არ მოექცნენ. ასევე, როგორც ეზოთერიკოსი, ქალბატონი ლამარა ამბობს, ჩვენ გარშემო არსებობენ არაამქვეყნიური სულები, რომლებიც ადვილად სახლდებიან ადამიანის ორგანიზმში და ათასგვარი ბოროტებისკენ უბიძგებენ მას.

 – ეზოთერიკოსთა უმრავლესობა ამტკიცებს, რომ სხვა სამყაროდან მოსულ სულს შეუძლია, ჩასახლდეს ადამიანის სხეულში და მას ათასგვარი სიბოროტე ჩაადენინოს. ეს შესაძლებელია?
– დიახ, დასუსტებული ენერგეტიკული აურის მქონე ადამიანის სხეულში, ადვილად აღწევს არაამქვეყნიური არსების სული. უხილავი სულები ჩვენ გარშემო არიან და მათი ადამიანის სხეულში შეღწევა, არც ისე ძნელია. ეს სულები უხილავი ასტრალური სამყაროს არსებები არიან, ნეგატიური ენერგეტიკით. თუ ადამიანი, უცბად შეიცვალა, გახდა ბოროტი, დაუნდობელი და შურიანი, ესე იგი, მის სხეულში, ასტრალური არსება ჩასახლდა და ის ამგვარად იბრძვის. ამგვარი სულების არსებობას უძველესი დროიდან აღიარებდნენ. მაღალმთიან რეგიონებში ჩვევად ჰქონდათ რძიანი ჯამის დადგმა სახლის ზღურბლთან. ამას იმიტომ აკეთებდნენ, რომ ასტრალური სამყაროდან მოსულ სულს, ფუძის ანგელოზისთვის რამე არ დაეშავებინა და არ გაბრაზებულიყო. ყველა სახლში, მნიშვნელობა არ აქვს, ცარიელია თუ დასახლებული, არის სახლის, ოჯახის უჩინარი მფარველი. ამიტომაც, მას მოწიწებითა და პატივისცემით ექცევიან. მას გამოყოფილ ადგილებში უყვარს დაბინავება – ბუხრის ან ზღურბლის ქვეშ, სხვენში ან ბუხრის მილში. იმ სულების გარდა, რომლებიც შეიძლება, კეთილებიც იყვნენ და ბოროტებიც, არიან წმინდა სისხლის ბოროტი სულები. ისინი სხვა სამყაროებიდან მოდიან და ჩვეულებრივ ადამიანებს უსახლდებიან. ადამიანს შეიძლება ერთდროულად შეუსახლდეს რამდენიმე სული და ისინი ყველა ორგანოსა და ენერგეტიკულ ცენტრს მოედებიან, აკონტროლებენ მას. ბოლო დროს, საკმაოდ დიდი უარყოფითი ენერგია დაგროვდა დედამიწაზე და ამას მოჰყვა, სხვა სამყაროდან, ბევრი ბოროტი სულის „შემოჭრა“. ჩემი აზრით, რაც ბოლო დროს მოვლენები ხდება – შვილმა დედა მოკლა, მამას ყელი გამოჭრა, გაატყავა, დაანაწევრა, მიცვალებულის ორგანოები შეჭამა და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი უკავშირდება იმას, რომ არაამქვეყნიური სამყაროდან შემოჭრილი ბოროტი სულები ადვილად სახლდებიან ენერგეტიკულად დასუსტებულ ორგანიზმში და ბოროტების ჩადენისკენ უბიძგებენ.
–  ხალხში არსებული ცრურწმენების თანახმად, არ შეიძლება, ადამიანს ხელიდან ხელში მიაწოდო წიწაკა, ხახვი, ნიორი, რადგან ამით შენს უარყოფით ენეგეტიკას გადასცემ. საქმეზე წასული უკან დაბრუნდე; სახლის ზღურბლიდან მიესალმო ან  მიაწოდო მეორე ადამიანს რაიმე; ეს რას უკავშირდება?
– დიახ, არ შეიძლება ადამიანს ხელიდან ხელში მიაწოდო წიწაკა, ხახვი და ნიორი, რადგან მიჩნეულია, რომ შენს პრობლემებსა და სიმწარეს იმ ადამიანს გადასცემ, ვისაც ამ მწარე ბოსტნეულს აწვდი. საპნის გადაცემაც არ შეიძლება ხელიდან ხელში. ასევე, დარწმუნებული ვარ, იცნობთ ადამიანებს, რომლებიც არასოდეს არ გესალმებიან და არ გაწოდებენ რაღაცას კარის ზღურბლიდან. როგორ ფიქრობთ, საიდან მოდის ამ უცნაური ცრურწმენის ფესვები? უძველეს დროში, კრემაციის შემდეგ,  წინაპრების ნაცარს ფლავდნენ კარის ზღურბლთან და ცდილობდნენ, არ შეეწუხებინათ ისინი რაღაცის გადაწოდებით. ამავე მიზეზით, არ შეიძლებოდა კარის ზღურბლზე ჩამოჯდომა ან შეყოვნება. აგრეთვე, რატომ არ შეიძლება დავბრუნდეთ შუა გზიდან? იმიტომ რომ,  ესეც ზღურბლის გადაკვეთას უკავშირდება. კარის ზღურბლი ასოცირებულია, როგორც საზღვარი ორ სამყაროს შორის.
თუ არ გამოვიდა ის, რისთვისაც წავიდა ადამიანი, უკან უკმაყოფილო დაბრუნდება, ზღურბლზე კი მას წინაპრების სულები ელოდებიან. დაბრუნებისას, წარუმატებლობის ნეიტრალიზაციისთვის, საჭიროა, მეორედ გასვლის წინ სარკეში ჩახედვა. ასე, ადამიანი ძალებსა და ენერგიას გაიორმაგებს. ბევრი მინახავს, სანამ სახლიდან სადმე წავა, აუცილებლად ცოტა ხნით ჩამოჯდება. ეს ცრურწმენა დაფუძნებულია ადამიანთა რწმენაზე  სულებთან მიმართებაში. ადრიდანვე მიიჩნეოდა, რომ სახლის სულები ებღაუჭებიან ადამიანებს, ხელს უშლიან მას სახლის დატოვებაში და ცდილობენ, უკან დააბრუნონ. ეს კი ნიშნავდა, რომ გზა წარმატებული არ იქნებოდა. გამგზავრების წინ თუ ჩამოჯდებოდა ოჯახის წევრი, სულების შეცდომაში შეყვანას შეძლებდა. თითქოს, არსადაც არ აპირებდა წასვლას. გზაჯვარედინიც, უძველესი დროიდან მისტიკურ ადგილად მიიჩნევა – ადგილი, სადაც გადაიკვეთება პარალელური სამყაროები. ასეთ ადგილებში ბევრი რიტუალი ხორციელდება, რომლებიც, უმეტეს შემთხვევაში, კარგი მიზნებისთვის  არ გამოიყენება. იტყვიან ხოლმე: უიღბლობა ან ავადმყოფობა რაღაც ნივთზე რომ გადავიტანოთ და გზაჯვარედინზე გადავაგდოთ, შესაძლოა მისგან სამუდამოდ გავთავისუფლდეთო. სწორედ ამიტომ, სხვისი პრობლემები რომ ჩვენზე  არ გადმოვიდეს, არ ღირს გზაჯვარედინზე ნაპოვნი ნივთის აღება და სახლში წამოღება. გათვალვაც ბევრს აშინებს. თუ ვიღაცამ ცუდი თვალით შემოგხედათ, ამან შეიძლება, საკმაოდ მძიმე შედეგები მოიტანოს. შურმა და ცუდმა თვალმა შეიძლება, ოჯახს ზიანი მოუტანოს. თუ ვინმეს შენი რაღაც შეშურდება, გაგთვალავს და მაშინვე საქმე ცუდად წაგივა. ამიტომ, მოერიდეთ შურიან ადამიანებთან საკუთარ თავსა და ოჯახზე ლაპარაკს. შემოსასვლელში, სახლის კარის პირდაპირ გიშერი ჩამოკიდეთ და ის აგარიდებთ სახლში შემოსული ყველა ადამიანის თვალს.  მეც  მაქვს გიშერი ჩამოკიდებული. სხვათა შორის, ერთი მეზობელი მყავს, რომელიც ძალიან შურიანი ქალია. ერთ დღეს ეს ქალი იყო სახლში ჩემთან შემოსული და რომ წავიდა, ვნახე, გიშერი გატეხილიყო. მას არც მიკარებია, მაგრამ მაინც გატყდა შუაზე. ჩემი შვილი ცრურწმენების გამო ყოველთვის დამცინოდა, მაგრამ იმ დღეს თავადაც დაფიქრდა და იმ დასკვნამდე მივიდა, მე მართალი ვიყავი.

скачать dle 11.3