კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ხდებიან ქალები ისტერიკულები და რით აბეზრებენ ქმრებს თავს #49

ძალიან ხშირად ქალები ქორწინებაში ისე იცვლებიან, თავადაც ვერ ხვდებიან ამას. ქალი ნელ-ნელა ისტერიკული, დეპრესიული და საკუთარი ქმრისთვის აუტანელი ხდება. თვითონ კი ვერ ხვდება, რა დაემართა. ასეთი ქალების არსება რაღაცას ითხოვს და ეს „რაღაც“ სხვა მამაკაცის ყურადღებაა. ამაში არაფერია ამორალური, მაგრამ ამ ქალებს სინდისი მაინც აწუხებთ, რაც კიდევ უფრო უმძიმებთ მდგომარეობას. სინამდვილეში, ფლირტი გაცილებით ჯობია იმას, რაც მერე ხდება – ისტერიკულებს საკუთარი თავიც კი აღარ მოსწონთ.

 მაკა (37 წლის): სამი წელია, პრობლემები მაქვს ქმართან და საკუთარ თავთან. ვერ ვიტყვი, რომ ჩემი ქმარი არ მიყვარს, მაგრამ მას ჩემი არ ესმის. მე კი არ ვიცი, ჩემზე როგორ ველაპარაკო. ის უკვე ამბობს, რომ აუტანლად ისტერიკული გავხდი. ამიტომ თავს მარიდებს. რამდენჯერმე ერთმანეთს ისიც კი ვუთხარით,  ჩვენს სიტუაციაში აჯობებს, გავშორდეთო. მაგრამ, მერე ორივე ვჩუმდებით და ამაზე ლაპარაკს აღარ ვაგრძელებთ. ხომ ნიშნავს ეს იმას, რომ ჩვენ შორის გრძნობა კიდევ არის?
– ეჭვი რატომ გეპარებათ, რომ გრძნობა გაქრა?
– მეპარებოდა ეჭვი იმიტომ, რომ მასთან ურთიერთობა ბედნიერებას აღარ მანიჭებდა. სულ ცუდ გუნებაზე ვიყავი, გაღიზიანებული, აღგზნებული... სტრესული მდგომარეობით გაწამებული. ბოლოს, ლამის მართლა „ისტერიჩკად“ ვიქეცი. ვფიქრობდი, ქმარი აღარ მიყვარს-მეთქი. ცოტა გვიან მივხვდი, რაც მჭირდა. ყოველთვის პრანჭია და კეკლუცი ვიყავი. მიხაროდა, როცა მამაკაცების ყურადღებას ვიპყრობდი. როცა მიღიმოდნენ და ჩემს განებივრებას ცდილობდნენ. როგორც კი გავთხოვდი, ეს ყველაფერი დასრულდა.
– რატომ? მამაკაცებს აღარ მოსწონდით?
– როგორ არ მოვწონდი, მაგრამ მე ვცდილობდი, მათი ყურადღება ამერიდებინა. არადა, მინდოდა მათთან ფლირტი. ამ სურვილს საკუთარ თავში ვიკლავდი. ვითრგუნებოდი და უარესად ვღიზიანდებოდი. ამან მაქცია ისტერიკულ ქალად. ზოგადად, ჭკვიანმა ქალმა საყვარელი მამაკაცი მაშინ უნდა მიატოვოს, როცა მიხვდება, მისი გავლენის ქვეშ ექცევა. იმას აკეთებს, რისი გაკეთებაც არ უნდოდა. ჩემს შემთხვევაშიც ეს იყო ძალდატანება, რომ თავი ჩარჩოებში მომექცია. გვერდზე არ ვიხედებოდი. ჩემში ქალი „მოვკალი“. ეს საშინელება იყო, ნამდვილი კატასტროფა – დამთრგუნველი და მომსპობი. ვერ ვამტყუნებ ქმარს, რომელსაც ყელში ამოუვიდა ისტერიკული ცოლი. წარმოდგენა არ ჰქონდა, რა მჭირდა. რა უნდა მეთქვა – კაცებთან რომ ვერ ვგულაობ, იმიტომ ვარ ასეთ დღეში-მეთქი?! ხომ არ ფიქრობთ, რომ გამიგებდა. გამორიცხულია! რომელ კაცს ესმის, რომ ჩემსას გაეგო. დარწმუნებული ვარ, სამუდამოდ დაესმებოდა წერტილი ჩვენს ურთიერთობას, ჩემს ოჯახს... რაც ძალიან არ მინდოდა და საკუთარი ნერვების ხარჯზე ვცდილობდი ყველაფრის დალაგებას. არ ვიცოდი, რომ ამის გაკეთება სახიფათოა და საშიშიც კი.
– საშიში – ვისთვის?
– ჩემთვის და ჩემი ოჯახის წევრებისთვისაც, რადგან სულ აღგზნებული და ისტერიკული ქალი ნამდვილი პრობლემაა. მე მშვენივრად ვხვდებოდი, რატომ იყო უკმაყოფილო ჩემი ქმარი. გულის სიღრმეში ვეთანხმებოდი კიდეც, მაგრამ რეალურად ვაპროტესტებდი და საშინლად ვჩხუბობდით. ვაბრალებდით, რომ უგულო, უყურადღებო და ეგოისტი იყო. ის კი ერთადერთი „კომპლიმენტით მანებივრებდა“ – ისტერიჩკა ხარო, მიყვიროდა. აუტანელი სიტუაცია გვქონდა ოჯახში. ვხვდებოდი, ქმარს თავს რომ ვაბეზრებდი. გამოსავლის ძებნა დავიწყე. მინდოდა, ზუსტად მცოდნოდა, რა მჭირდებოდა. ბოლოს, როგორც იქნა, საკუთარ თავს გამოვუტყდი, რომ ჩემს შინაგან სურვილებზე უარის თქმა იყო მთავარი პრობლემა. გადავწყვიტე, მეცადა ისე, რომ ჩემი ქმრისთვის ეს ყველაფერი შეუმჩნეველი დარჩენილიყო. ეს არ იყო ძნელი, იმიტომ რომ, უკვე ყურადღებას აღარც მაქცევდა. სულ თავს მარიდებდა და ცდილობდა, ნაკლები დრო გაეტარებინა ჩემ გვერდით. „რეაბილიტაციის“ პროცესი რთული და ხანგრძლივი არ ყოფილა –  ჩემს რეაბილიტაციაზე ვლაპარაკობ. სამიზნედ ცოლიანი კაცები შევარჩიე – მათთან ფლირტი უფრო მარტივია და თანაც, უსაფრთხო.
– უსაფრთხო – რატომ?
– იმიტომ, რომ ზღვარს ვერ გადადიან და შორს არ მიდიან. „თამაშზე“ კი ხალისით თანხმდებიან. ფლირტი და მსუბუქი გართობა მათაც ძალიან სჭირდებათ. პრობლემები კი არც მათ უნდათ. ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობაა.
– როგორ აკეთებთ ამას. კაცს ეუბნებით, შენთან ფლირტი მინდაო?
– არა. ამის აუცილებლობა არ არსებობს.  ჩვეულებრივად ხვდები ადამიანს და იწყებ... უნდა იგრძნო, რომ ისიც მზად არის ამისთვის. როგორ აგიხსნათ, სიტყვებით ამის გადმოცემა ძნელია. თუ ერთხელ მაინც არ გქონიათ ფლირტი, ვერ გამიგებთ. ძალიან მაგარი თერაპიაა, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის. როცა ვხედავ, როგორ მიყურებს კაცი აღფრთოვანებით, როგორ მეფერება თვალებით და როგორი აღტაცებაა მის მზერაში, ცხოვრების ხალისი მემატება. მკაცრად ნუ განმსჯით. იმიტომ რომ, ეს მეხმარება ქმართან ნორმალური ურთიერთობის შენარჩუნებაში. უკვე შეგვეტყო დადებითი ცვლილებები. დაბალი თვითშეფასება აღარ მაქვს – თავდაჯერებული და კმაყოფილი გავხდი. აღარ ვწუწუნებ, აღარ ვჩხუბობ და ვყაყანებ. სიმშვიდემ დაისადგურა. რაც მთავარია, ვიცი, სად არის ზღვარი და სად უნდა გავჩერდე... ერთ მამაკაცთან დიდხანს არ „ვჩერდები“. არც ვაღრმავებ ურთიერთობას – თავს ვიცავ... რატომ უნდა შევიქმნა პრობლემა. ძლივს თავს კარგად ვგრძნობ და ცხოვრება მიხარია. ვეღარ ვიტყვი უარს ამ სიამოვნებაზე. არ მინდა, ისევ გამიქრეს გაპრანჭვის, ჩაცმისა და წელში გამართულად სიარულის სურვილი.
– არ ფიქრობთ, რომ ქმრის წინაშე ცოტათი დამნაშავე ხართ?
– არა. რატომ? რას ვაშავებ? იყო დრო, როცა ასე ვფიქრობდი და ამან კარგი არაფერი მომიტანა. სხვათა შორის, არც ჩემს ქმარს მოუტანა. ამიტომ აჯობებს, ისევ ასე გავაგრძელო. რთული პერიოდი უკან მოვიტოვე.

скачать dle 11.3