კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის დაქორწინდება ბექა ხოფერია ოფიციალურად საკუთარი შვილის დედაზე და ვინ დაამარცხა მასში „ბაბნიკობა” #49

პარლამენტის ყოფილი წევრის, ხათუნა ხოფერიას ვაჟი, ბექა ხოფერია, მეორე გოგონას, ალექსანდრას მამა გახდა. პირველი ქორწინებიდან, მომღერალ თიკა ჯამბურიასთან უფროსი ქალიშვილი – ნინა ჰყავს.  ბექამ და მისმა ასირიელმა ცოლმა, ინამ, მშობლის მოვალეობები კარგად მოირგეს და ახლახან, ახალაშენებულ ბინაშიც გადავიდნენ საცხოვრებლად, სადაც ყველაფერი საკუთარი გემოვნებით მოაწყვეს. როგორია წყვილის სასიყვარულო თავგადასავალი და ოჯახური იდილია, სტატიიდან შეიტყობთ.
ბექა: ახალ ბინაში გადავედით, რაშიც მშობლები დაგვეხმარნენ. დამოუკიდებლად ვზრდით პატარა ალექსანდრას. მე და ინა ერთმანეთს ძალიან ვგავართ, ძლიერი და მყარი ოჯახი გვაქვს. ჩვენი ყველაზე ბედნიერი დღეა, როცა სახლში ყველაფერი გათავდება და ერთად მივდივართ საყიდლებზე. მირჩევნია, ჩემს თავს ყველაფერი მოვაკლო და ჩემი მეორე ნახევარი და შვილები ვასიამოვნო. ძალიან ბევრი რამ შეცვალა ინამ ჩემში დადებითისკენ. ბედნიერებაა, რომ მეორე შვილის მამა ვარ. ორი გოგო მყავს – ნინა და ალექსანდრა. თავიდან, ალექსანდრა რომ დაიბადა, მოსკოვში ვიყავით და მეც ასე ვთქვათ, ბევრი თავისუფალი დრო მქონდა. ინას ძალიან ბევრ რამეში ვეხმარებოდი. უფრო კარგად ვისწავლე ბავშვის მოვლა და უფრო მეოჯახე გავხდი. ალექსანდრამ უდიდესი სიხარული შემოიტანა ოჯახში და ჩვენი ურთიერთობაც ძალიან შეცვალა – კიდევ უფრო გაამყარა ჩვენი კავშირი.
ინა: პირველივე დღიდან ჩვენი ურთიერთობა ისე განვითარდა, რომ ვიცოდით, სულ ერთად ვიქნებოდით. ბექა საუკეთესო ქმარი და მზრუნველი მამაა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი საქმე აქვს, სულ მეხმარება. ორსულობის დროსაც არაფერს მაკლებდა. სადაც მე ვიმშობიარე, არავის დასწრება არ შეიძლება. თუმცა, ალექსანდრას გაჩენის მომენტში ძალიან მინდოდა, ბექა ჩემ გვერდით ყოფილიყო.
ბექა:  რომ დამირეკა, მშობიარობა მეწყებაო, ეგრევე ჩავხტით მე და ინას ძმა მანქანაში. ამ დროს კი ინამ ბავშვის სურათი გამომიგზავნა. ასე შევხვდი შვილის დაბადებას გზაში.
– პატარა ალექსანდრა სოფელ ქანდაში გააქრისტიანეთ მამა სერაფიმესთან. რატომ გადაწყვიტეთ მისი ქანდაში მონათვლა, ეს ინას წარმომავლობასთან ხომ არ არის კავშირში?
– მამა სერაფიმე ინას ოჯახის ძალიან ახლობელია. რადგან ბერია, არ აქვს კურთხევა, თითონ მონათლოს ვინმე, გარდა ასირიელებისა. როგორც შეეძლო, მაქსიმალური მონაწილეობა მიიღო, თან იგალობა. ალექსანდრა მამა ლონგინოზმა მონათლა. ალექსანდრას ნათლობაზე პატარა ქორწილი გვქონდა. ნათლობის დასასრულს მოძღვარმა გადაწყვიტა, ჩემი სიდედრისა და სიმამრისთვისაც დაეწერა ჯვარი.
ინა: ასირიელი ვარ. მამაჩემის მშობლიური ადგილია ქანდა. 13 ასურელი მამის მონასტერში მოვნათლეთ, სადაც წირვა-ლოცვა არამეულ ენაზე მიმდინარეობს. რაც შეეხება ჩვენს ტრადიციებს, ქართულისგან არაფრით განსხვავდება.
– თქვენი სასიყვარულო ისტორია სწრაფად განვითარდა. როგორია გზა, რომლის გავლაც დღემდე ერთად გიწევთ? ჯერ მხოლოდ ლამაზ ნიშნობას დასჯერდით. ქორწილზე არ ფიქრობთ?
ბექა:  რაც შეეხება ჩვენს ისტორიას ბანალური და მარტივი იყო. თუმცა, ინა აღმოჩნდა ის ერთადერთი სიყვარული, ცხოვრებაში რომ ვეძებდი. ყველაფერი კარგად დამთავრებული, ყოველთვის კარგია. მეგობრების წრეში გავიცანით ერთმანეთი. აუცილებლად გავაკეთებთ ქორწილს შვილებთან ერთად და ჯვარსაც  დავიწერთ. ნიშნობა ქანდაში გვქონდა, ინას ოჯახში. როცა მივხვდით, რომ ერთად ცხოვრება გვინდოდა, დავურეკე ინას მამას და ვუთხარი, რომ მინდოდა, მეთხოვა მისი ქალიშვილის ხელი. მითხრა, ვაპირებ ამ დღეებში ჩამოსვლას და გავიცნოთ ერთმანეთიო. დამპატიჟეს „დაჩაზე” მოსკოვში. შემომთავაზეს დალევა, რა თქმა უნდა, ვიუკადრისე (იცინის). თბილად და ლამაზად შემხვდნენ. ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს სიდედრთან და სიმამრთან. 
ინა: გვინდა, ჩვენი გემოვნებით გავაკეთოთ ქორწილი. არ არის აუცილებელი სიჩქარე. ყველა  დამცინის, როდის უნდა გადაიხადოთ ქორწილიო. მე კი ვპასუხობ, როცა ალექსანდრა კაბის ბოლოს დამიჭერს-მეთქი.
– ინა, თბილისი პატარა ქალაქია. აქ თითქმის ყველამ ყველაფერი იცის, მით უმეტეს, როცა ცნობადი სახე ხარ. ბექას შესახებ არაფერი გსმენია, ის თუ იცოდი, რომ პირველი ქორწინებიდან შვილი ჰყავდა?
– მე არ ვიცნობდი ბექას, არც მის ოჯახსა და პოპულარობაზე ვიცოდი რამე. ბექასგან გავიგე, გოგოების ყურადღება რომ არ აკლდა (იცინის). მხოლოდ ზაფხულობით ჩამოვდიოდი საქართველოში. ის ვიცოდი, რომ შვილი ჰყავდა. ნინა ძალიან კარგი ბავშვია და თავისი დაც ძალიან უყვარს.
ბექა: ინამ თავიდანვე ყველაფერი იცოდა.
– ბექა, ინამ აღნიშნა, ძალიან კარგი მამააო. თუმცა, ბოლო დროს შენს პირველ შვილზე თიკა ღიად აღნიშნავს ჟურნალისტებთან, რომ ბავშვი წესიერად არც გიცნობს – ხშირად არ ნახულობ მას. როგორ რეაგირებ ამ ყველაფერზე?
– ძალიან საწყენია. როცა მოსკოვში ვიყავი, ფიზიკურად ვერ ვნახავდი ბავშვს. მე არავის არაფერს ვაბრალებ, მაგრამ იყო ისეთი მომენტებიც, როცა ვერ ვუკავშირდებოდი. ინამ და ჩემმა ოჯახმა ძალიან კარგად იციან, როგორი მამაც ვარ სინამდვილეში. ჩემმა შვილმა იცის, რომ ძალიან მიყვარს და უდიდეს პატივს ვცემ, არაფრით განვასხვავებ მეორე შვილისგან. ნინა ჩემი ცხოვრების პირველი, უდიდესი სიხარულია. მაქსიმალურად, რა საშუალებაც არსებობს, ხელშეწყობა არ აკლია. არ მინდა, არავის შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ არაფერს ვიშურებ. ძალიან სამწუხაროა, ასეთი დამოკიდებულება.
– ინას გამოჩენამ და მასთან თანაცხოვრებამ, ალბათ, განვლილი წლების გადაფასებაც შეგაძლებინა, ამ გადმოსახედიდან რას ფიქრობ წარსულზე?
– ასაკით პატარა, ბევრ რამეში გამოუცდელი ვიყავი და შევცდი კიდეც, ამას ვაღიარებ. დღეს ისეთ ასაკში ვართ მე და ინა, რომ ვფიქრობ, არანაირი ხარვეზი არ უნდა იყოს ჩვენს ურთიერთობაში. პირველი, სამწუხაროდ, ისე დასრულდა, როგორც ხშირად ხდება ხოლმე. მართალი ვარ თუ არა, რაც მოხდა, მოხდა. ჩემს შვილთან მაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა და მასაც თავის დასთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს. დას რომ უყურებს, დადებითი ემოციებით ივსება, რასაც ინაც დაადასტურებს. ინამ ჩემში შეცვალა ის, რომ ვარ უფრო ჩამოყალიბებული, მყარი. ადრე არც იმ ასაკში და შეიძლება, ბოლომდე ჩამოყალიბებულიც არ ვიყავი  ჩემს გრძნობებსა და ურთიერთობებში. ამჟამად ვარ კარგად, ბედნიერად და მშვიდად.
– თანაცხოვრებაზე მიამბეთ – როგორ ანებივრებთ ერთმანეთს? გენდერულ ბალანსს როგორ იცავთ? რომელი უფრო ეჭვიანია?
– ბავშვი ახალი დაბადებული იყო და ინას დაბადების დღისთვის კარგად ვერ მოვემზადე. ღამე წავედი სადღაც სუპერმარკეტში, პატარა ტორტი ვუყიდე და ვარდი. სახლში რომ ავედი, ხელში ტორტი მეჭირა, ვარდი კი პირში მქონდა – ასე მივულოცე დაბადების დღე. ინასგან მახსოვს ჩემი დაბადების დღე. სახლში რომ შემოვედი, მთელი ოთახი ბუშტებით იყო სავსე. ჯერ ახალი ოჯახია და ბევრი ასეთი მომენტი გველის წინ. ისეთი დედის შვილი ვარ, სასაცილო იქნება, ვთქვა – ქალი „კუხნაში” უნდა იყოს-მეთქი. ინას დასაქმების ძალიან დიდი მომხრე ვარ. უკვე იმდენად ერთად ვართ, რომ სისულელეა ჩვენ შორის ეჭვიანობა. ხანდახან მაქვს ხოლმე, რომ რაღაცეებს ვუმოწმებ, თუმცა დარწმუნებული ვარ, მაგრამ თავი რომ დავაწყნარო – არც პაროლების გაცვლის პრობლემაა ცალ-ცალკე ყოფნისას, როცა ეს თბილისში, მე კი მოსკოვში ვიყავი, მაშინ ვუწყობდი ეჭვიანობის სცენებს. ვბრაზდებოდი, ტელეფონს ვთიშავდი და ვიკარგებოდი. ვეუბნებოდი, აღარ დაგირეკავ-მეთქი.
ინა: რამდენი ხნით იკარგებოდი?!
ბექა: ორი საათით.
ინა: ბექა ეჭვიანობის საბაბს არ მაძლევს. შეყვარებულობის დროს ვეჭვიანობდი და ვჩხუბობდით. ვფიქრობ, ყველა ეჭვიანია შეყვარებულობის პერიოდში. ბექა კარგი ადამიანი და მოსიყვარულე ქმარია.
ბექა: არ არსებობს კაცი, ქალებისკენ არ გაურბოდეს თვალი, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს. ინამ ჩემში „ბაბნიკობა” დაამარცხა, თუნცა „ბაბნიკობა” ხმამაღალი ნათქვამია.

скачать dle 11.3