კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორი ხასიათით გამოირჩევიან კონკრეტულ წლებში დაბადებული ადამიანები #49

აღმოსავლური ასტროლოგიის თანახმად, კონკრეტულ წელში დაბადებულ ყველა ადამიანს შესაბამისი თვისებები, ხასიათი და მანერები აქვს. ზოგადად კი, ყველაზე მომხიბვლელები და მიმზიდველები არიან ვირთხის, დრაკონისაა და მაიმუნის წლებში დაბადებულები. მათ შესწევთ უნარი, საპირისპირო სქესს თავი დააკარგვინონ. ისინი ყველა პრობლემის გადაწყვეტისას ორიგინალურ ხერხებს მიმართავენ. ასევე, ხშირად ჭირვეულობენ, ცრემლებს ღვრიან და ისტერიკაში ვარდებიან. შეუდარებელნი არიან ქორწინებაში, თუმცა მხოლოდ მაშინ, თუ მშვიდ და ჰარმონიულ გარემოში უწევთ ცხოვრება.
რომანტიკულები არიან ვეფხვის, ცხენისა და ძაღლის წლებში დაბადებულები. ისინი შეუდარებელი მეოჯახეები, კარგი მეუღლეები, დედები და ქმრები არიან. მათ სასიყვარულო ვნებას ყველა როდი უძლებს. შესაბამისად, ვერც სათანადოდ პასუხობენ მათ მოთხოვნებს. მათ მუდამ კარიერასა და ოჯახს შორის არჩევნის გაკეთება უწევთ. მთელი სიცოცხლე იბრძვიან და ცდილობენ, იდეალური მეორე ნახევრის პოვნას.
ძლიერ ჯგუფში ერთიანდებიან ხარის, გველისა და მამლის წელიწადში დაბადებულები. ცვალებადი ბუნებისანი არ ელიან, როდის შეიყვარებენ. მათ თავად უყვარდებათ და შემდეგ იბრძვიან ამ სიყვარულისთვის. ამის გამო, ვეღარ ხედავენ რჩეულის ცუდ თვისებებს, ნაკლოვანებებს და ბევრი რამის მიტევებაც შეუძლიათ. ცდილობენ, ლიდერის პოზიცია დაიკავონ ოჯახში და პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღონ. ამ ნიშნით დაბადებულების უმრავლესობა დასახულ მიზანს აღწევს.
კატის, თხისა და ტახის წელიწადში დაბადებულები საკმაოდ დამოუკიდებელნი არიან. მათი გარეგნული სიმშვიდის მიღმა მისტიკური აზროვნება, ჯადოქრული ძალა და საპირისპირო სქესზე ბატონობის უნარი იმალება. არ უყვართ, როცა რამეს უკრძალავენ. მეტად სექსუალური და თბილი არიან საყვარელი ადამიანის მიმართ. ისინი ქორწინებაშიც ინარჩუნებენ გრძნობას, როგორც სულიერი, ისე ინტიმური ურთიერთობისას იდეალურ ჰარმონიას ქმნიან.

скачать dle 11.3