კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იხსნა ლავრენტი ბერიამ სიკვდილისგან ცნობილი ფიზიკოსი იგორ ტამი #49

იმ ზღვა ბრალდებების მიუხედავად, რაც ლავრენტი ბერიას წინააღმდეგ შეთხზეს 1953 წელს, მრავალი მათგანი უკვე გაბათილებულია, მრავალი კი – გასაბათილებელი, თავის რიგს ელოდება და ალბათ, სულ მალე დადგება დრო, როცა „სტალინის ჰიმლერზე“ აბსოლუტურად ობიექტურ და დაუმახინჯებელ ისტორიას დაწერენ... პროფესორი დიმიტრი უტკინი წერს: „ბერიასთვის შერქმეული და შემდგომში დამკვიდრებული მეტსახელი „სტალინის ჰიმლერი“, ხრუშჩოვისა და მისი დანაშაულებრივი ბანდის შეთხზულია და მეტი არაფერი... ესაა ერთი ისტორიული ეპიზოდის არასწორი ინტერპრეტაცია, რათა ბერია სისხლისმსმელ ფაშისტ ჰიმლერთან გაეიგივებინათ, რომ უფრო იოლი ყოფილიყო მისთვის ყველანაირი საზიზღრობის მიკერება და თავზე ლაფის დასხმა... 1954 წელს, კრასნოდარის პარტიულ აქტივთან შეხვედრის დროს, ცნობილმა ბოლშევიკმა და „ჩეკას“ გენერალმა ვიქტორ პროხოროვმა ბერიას საკითხი წამოსწია და საბჭოთა კავშირის იმჟამინდელ მეთაურს ჰკითხა:
– ნუთუ მართლა ასეთი ურჩხული იყო მარშალი ბერიაო?
სახეწამოჭარხლებულ ხრუშჩოვს, რომელიც მაშინ ჯერ ვერ ბედავდა სტალინზე აუგის თქმას, სიბრაზე ძლივს დაუოკებია და „ჩეკას“ გენერლისთვის უთქვამს:
– ურჩხულზე უარესი, ამხანაგო ჩეკისტო, ბევრად უარესი. მას თვით ამხანაგმა სტალინმა უწოდა „ჩემი ჰიმლერიაო“. ჰიმლერი კი, კარგად მოგეხსენებათ, ვინ იყო და რაზეცაა ლაპარაკი.
ხრუშჩოვის სიბრიყვისა და გაიძვერობას რომ საზღვარი არ ჰქონდა, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, მაგრამ ეს ყეყეჩი არც ტლანქ ტყუილებს თაკილობდა და პარტაქტივს უამბო: „1939 წელს, როდესაც მოსკოვში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, რიბენტროპი ჩამოვიდა, ბანკეტის დროს სტალინს ბერიაზე ჰკითხა, ვინ არისო და იოსებ ბესარიონოვიჩმა მიუგო: ჩემი ჰიმლერიაო...“  სინამდვილეში, სტალინმა რიბენტროპს უთხრა: ეს ბერიაა, საბჭოთა უშიშროების უფროსი, ისევე, როგორც თქვენთან – ჰიმლერიო...
თუკი მელანქოლიკი, ქაღალდებში ჩაფლული ჰიმლერი, ფაქტობრივად, არც გამოდიოდა თავისი კაბინეტიდან და ერთი ხელის მოწერით, მილიონობით ადამიანს უშვებდა სასიკვდილოდ, თან პირად მცველთა მთელი არმიაც ჰყავდა; სიცოცხლით აღსავსე, მოძრავი ბერია, სულ რაღაც ორიოდე პირადი მცველის თანხლებით, გადაადგილდებოდა და ისიც სტალინის ბრძანებით, რომ მარტო არ ემოძრავა. საგულისხმო კი ისაა, რომ ვერავინ, ვერანაირ არქივში ვერ აღმოაჩინა თუნდაც ერთი ქაღალდი, რომელზეც დასახვრეტი ადამიანისთვის ბერიას ხელმოწერა იქნებოდა... მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ბერია ფრთიანი ანგელოზი იყო და ჭიანჭველასაც არ ადგამდა ფეხს, მაგრამ უცილობელი ფაქტია, რომ „ენკავედეს“ შეფი, რომელსაც უზარმაზარი ძალაუფლება გააჩნდა, თავისი წინამორბედების – ეჟოვის, იაგოდას და სხვების მსგავსად, დასახვრეტ სიებს არ ადგენდა და არც სიტყვიერ შუამდგომლობებს აყენებდა ვინმესთან... პირიქით კი, არაერთხელ მომხდარა და ბერიას არაერთი უდანაშაულო, ან თუნდაც ნაკლებად დამნაშავე ადამიანი ჰყავს გადარჩენილი. მეტიც, ბერია პირად თავდებობაშიც არ დამდგარა სტალინთან ვინმეს გამო. ხოლო, თუ რას ნიშნავდა სტალინთან პირადი თავდებობა, ძნელი მისახვედრი არაა... აკადემიკოსი, მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი, მსტისლავ კელდიში იხსენებდა: „ლავრენტი ბერია რომ საბჭოური კოსმონავტიკის ერთ-ერთი მამა იყო, ამაზე ლაპარაკი ხრუშჩოვის დროს უმკაცრესად ისჯებოდა. ბერიასთან შეხება არაერთხელ მქონია და ეს ადამიანი სასიამოვნო შთაბეჭდილებას ახდენდა, განსხვავებით იმისგან, თუ რას წერდნენ და ლაპარაკობდნენ მასზე. ბერიაზე რომ სწორი შთაბეჭდილება შეგექმნათ, მოვყვები ერთ ისტორიას, რომელიც 1939 წელს მოხდა და რომლის უშუალო, ერთ-ერთი მონაწილე მეც ვიყავი... ალბათ, ზედმეტი წარდგენა არ სჭირდება აკადემიკოს იგორ ტამს, რომელი ფიზიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი იყო, ჩემს პირად მასწავლებლად მივიჩნევდი და ახლომეგობრული დამოკიდებულებაც მქონდა მასთან.
1937 წელს, უშუალოდ „ენკავედეს“ უფროსის, ნიკოლაი ეჟოვის განკარგულებით, იგორ ევგენის ძე ტამი ორგანოებმა დააპატიმრეს. ჯურღმულში გამოამწვდიეს და რომ იტყვიან, საქმე „შეუკერეს“. სინამდვილეში კი, ის ყოვლად უდანაშაულო იყო. ბირთვული ფიზიკის დარგში ინტენსიურად მუშაობდა და არც საბოტაჟნიკი გახლდათ, არც მავნებელი და არც გერმანიის აგენტი, რაშიაც მისი დადანაშაულება სურდა ეჟოვს... საქმე კი ის იყო, რომ 1937 წლის მაისში დახვრიტეს იგორის უმცროსი ძმა ლეონიდი, რომელიც კონტრრევოლუციურ მოღვაწეობაში იქნა დადანაშაულებული, იმავე ეჟოვის ინიციატივით. ლეონიდი კი მძიმე მრეწველობის სახალხო კომისარიატში, აზოტის მრეწველობის სამმართველოს მთავარი ინჟინრის მოადგილე იყო. ანუ, მნიშვნელოვანი პოსტი ეკავა და იმის გამო, რომ ერთ-ერთ კორპორაციულ შეკრებაზე, ეჟოვის ცოლთან იცეკვა, სიცოცხლეს გამოასალმეს... იგორ ევგენის ძეს უფრო მძიმე ბრალდება ჰქონდა წაყენებული და აშკარა იყო, რომ ეჟოვი ტამების გაწყვეტას აპირებდა. ჩვენ, იგორ ევგენიჩის მოსწავლეებმა და მეგობრებმა, როგორ არ ვეცადეთ მისი დახმარება, მაგრამ არაფერი გამოგვდიოდა. 1938 წლის სექტემბერში, მე თბილისში ვიმყოფებოდი და ისე მოხდა, რომ ლავრენტი ბერიას ოჯახში მოვხვდი სტუმრად. 13 წლის სერგო ბერიას მივყევი, რომელმაც მათემატიკურ ოლიმპიადაში ბრწყინვალედ გაიმარჯვა. ამ ოლიმპიადის თავმჯდომარე კი, მე ვიყავი. სუფრასთან ლავრენტი ბერიაც იჯდა და საუბარში მან იგორ ტამის ისტორია ჩემგან შეიტყო. თბილისში საუბარი ამით დასრულდა და მეორე დღეს მოსკოვში დავბრუნდი. 1939 წლის 15 იანვარს კი, მოულოდნელად, „ენკავედეში“ დამიბარეს. რომ მივედი, პირდაპირ უფროსის კაბინეტში შემიყვანეს, სადაც მოღიმარი ბერია დამხვდა. მან ხელი ჩამომართვა. დაჯდომა შემომთავაზა და მითხრა:
– მსტისლავ ფეოდოროვიჩ, გახსოვთ, ჩემს სახლში რომ მომიყევით ფიზიკოს ტამის შესახებ?
– დიახ, ამხანაგო სახალხო კომისარო, კარგად მახსოვს, – მივუგე ბერიას, რომელიც ახალ თანამდებობაზე ორი თვის დანიშნულიც არ იყო.
– მე, გავეცანი მის საქმეს და ვფიქრობ, შეიძლება, მისი დახსნა. თუმცა, ამ საქმეში თქვენი დახმარება მჭირდება.
– მე რა შემიძლია? – მხრები ავიჩეჩე გაოცებულმა. ბერიას კი გაეღიმა და მითხრა:
– ამხანაგ სტალინთან უნდა წამომყვეთ და მას აუხსნათ, თუ რა მნიშვნელობა აქვს იგორ ტამის კვლევებს. შეძლებთ?
– შევძლებ! – მტკიცედ მივუგე ბერიას.
16 იანვარს ბერიამ სტალინთან, კრემლში მიმიყვანა და ბელადს ტამის კვლევებზე მოვუყევი. სტალინი ყურადღებით მისმენდა და ბერიას უთხრა:
– რას იტყვი, კეთილსაიმედოა ეგ დაპატიმრებული ფიზიკოსი?
– დიახ, – მიუგო ბერიამ.
– კარგი. გაუშვი, მაგრამ რამე რომ მოხდეს, იცოდე, საკუთარი თავით აგებ პასუხს.
– დიახ, ამხანაგო სტალინ, საკუთარი თავით ვაგებ პასუხს ფიზიკოს ტამზე, – მიუგო ბერიამ და ჩვენ წამოვედით.
რომ არა ბერია, ტამს, როგორც მის ძმას, დახვრეტდნენ. თუმცა, ტამი გადარჩა და 1958 წელს, როდესაც მას ფიზიკაში ნობელის პრემია მიანიჭეს და მისალოცად მივედი, მითხრა:
– ლომის წილი ამაში ბერიას მიუძღვის. რომ არა ის, ეს ყველაფერი არ იქნებოდაო...“
აკადემიკოს კელდიშის მონათხრობი ერთ-ერთი ეპიზოდია საბჭოური ისტორიიდან და ნათლად ცხადყოფს, თუ როგორი პიროვნება გახლდათ ამ ისტორიის ერთ-ერთი შემომქმედი, მარშალი ბერია...“

скачать dle 11.3