კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები #49

დარბიაშვილი
გვარი, სავარაუდოდ, მიღებულია ზმნიდან დარბის, ანუ სირბილით, ჩქარი ნაბიჯით დადის.
„დარბიაშვილი მოიხსენიება ენაგეთის ახალშენს 1713 წელს გაყრილობის წიგნში, მიცემული კათალიკოზ დომენტის მიერ ამილბარ და სხვა მაღალაძეებისადმი“.
„დარბიაშვილი ბერია, ბოგველი, ერგო ადამ მაღალაძის შვილებს მათი სახლიკაცების ყმების ნაცვლად“ (მეჩვიდმეტე საუკუნის ბოლო).
საქართველოში 102 დარბიაშვილი ცხოვრობს: კასპში – 77, თბილისში – 20, ქუთაისში – 5.
შაქარაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი შაქარა. ამ სახელის ქართული ვარიანტია შაქრო. არ არის გამორიცხული, გვარი შაქარაშვილი ამ სახელისგან დამოუკიდებლადაც იყოს გაჩენილი.
ისტორიულ საბუთებში ვკითხულობთ: „გოგია და სხვა შაქარაშვილების მიერ ზაზა და სხვა ჩივაძეებისადმი გაცემულია ვენახის ნასყიდობის წიგნი.”
საქართველოში 1 102 შაქარაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 484, კასპში – 173, საგარეჯოში – 169. არიან სხვაგანაც.
არჩვაძე
გვარს ფუძედ უდევს ოთხფეხა ცხოველის, არჩვის სახელი.
„სვიმონ მეფემ სვეტიცხოველს განუახლა წიასწყალში ერისთავისგან ბოძებული არჩვაძეების შეწირულება“ (1559 წელი).
1574 წელს სვიმონ მეფე წერს: „მონასტერი და სოფელი ვირშა მისითა შესვლითა რა გვარადაც სვეტიცხოველს შემოსწირვია წიასწყალს არჩვაძეები ერისთავს რომ შემოუწირავს მითვე წესითა“.
„გიორგი მეფემ შესწირა ცაგერის ეკლესიას სერაპიონის ცაგერილობის დროს ლიჩს არჩუაძისეული მამული“ (1610 წელი).
გიორგი არჩვაძე, მამუკა არჩვაძე, მამულის წყალობის წიგნში 1616 წელს მოიხსენიებიან კათალიკოს ზაქარიას მიერ, რომელიც მან უბოძა დავით და სხვა გედევანისშვილებს.
„სააკაძემ თავის განაყოფს, ზურაბ სააკაძეს, მის რუმდე მიჰყიდა საჯვარეს წინა ვენახი“ – აქაც გვხვდება გვარი არჩვაძე, რომლის სახელიც ზაალი იყო.
არჩვაძეები 1941 წელს სოფელ ასურეთში გადავიდნენ საცხოვრებლად ამბროლაურის რაიონის სოფელ სხვავადან.
საქართველოში 2 338 არჩვაძე ცხოვრობს. თბილისში – 1 177, ჭიათურაში – 184, რუსთავში – 102; არიან სხვაგანაც.
სოსიაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი სოსია. ხოლო, მისი კნინობითი ფორმებია: სოსე, სოსება, სოსელა, სოსიკა, სოსიკო, სოსიტა. სამწუხაროდ, ამ გვარის შესახებ, ისტორიულ საბუთებში და წყაროებში, საკმაოდ მწირი ინფორმაცია მოიპვება.
სოსიაშვილი თევდორე ოჯახითურთ 1843 წლის აღწერით ღოუბანში მოიხსენიება.
საქართველოში 295 სოსიაშვილი ცხოვრობს: გორში – 145, თბილისში – 91, ქარელში – 27.
არიან სხვაგანაც.
ბაციკაძე
გვარის ფუძეა მეტსახელი ბაციკა.
ბაციკაძეები 1941 წელს ასურეთში გადასახლებულან საცხოვრებლად სოფელ კორტიდან.
ამავე ძირისაა გვარები: ბაცანკალაშვილი, ბაცანიძე, ბაცანაძე, ბაცაცაშვილი, ბაცელია, ბაცელაშვილი, ბაციაშვილი, ბაცილავა და ბაცაცია.
საქართველოში 468 ბაციკაძე ცხოვრობს: თბილისში – 151, გორში – 101, ქარელში – 76. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით

скачать dle 11.3