კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ღალატობდა და ღალატობდნენ კოტე მახარაძეს #49

„დღეს მაღალი კლასის კომენტატორის ავტორიტეტი, პრაქტიკულად, არა მხოლოდ ასპარეზობის ტელერეიტინგს განაპირობებს, სპორტსმენის ავტორიტეტსა და პოპულარობასაც განსაზღვრავს. სწორედ ამ კრიტერიუმით, ქართული სპორტის, რადიოსა და ტელევიზიის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია ორ კომენტატორს: ეროსი მანჯგალაძეს და კოტე მახარაძეს. დღეს, ალბათ, ზედმეტადაც მოგეჩვენებათ კოტე მახარაძის პროფესიულ ღირსებებზე საუბარი, მაგრამ არ შემიძლია ერთი გარემოება არ შეგახსენოთ (დავით ქლიბაძის წიგნიდან „დრიბლინგი”). 1978 წლის შემოდგომაზე თბილისიდან ცენტრალური ტელევიზიისთვის ფეხბურთის მატჩების რეპორტაჟების ტექნიკური მომსახურების პრინციპი შეიცვალა. მანამდე აქედან გადაცემულ რეპორტაჟს დასავლეთ საქართველოში რუსულ ენაზე ისმენდნენ და იქაური ფეხბურთის თაყვანისმცემლები, პირდაპირ გეტყვით, ზოგჯერ ემდუროდნენ კიდეც კოტე მახარაძეს, რადგან ვერ ეგუებოდნენ მის ობიექტურობას, მის პრინციპს – არასდროს დაემცირებინა თუნდაც დიდი ანგარიშით დამარცხებული სტუმართა გუნდი და მოთამაშეები. გარდა იმისა, რომ ირონიული ტონი თავისთავად სრულიად უცხო და მიუღებელი იყო ამ უაღრესად კორექტული, განათლებული ადამიანისათვის, ის მეტოქეებისადმი ლოიალური დამოკიდებულებით უფრო ღირსეულად, დამსახურებულად წარმოაჩენდა ჩვენი გუნდის გამარჯვებას… სწორედ კოტე მახარაძის, საქართველოს მეოცე საუკუნის საუკეთესო ტელეკომენტატორის ასეთმა დახვეწილმა და ტაქტიანმა შეფასებებმა ეჭვმიუტანელი გახადა მისი ობიექტურობა და გაუადვილა, სახელი და ავტორიტეტი მოეტანა იმ ფეხბურთელებისთვის, ვისთვისაც სანატრელი იყო ნაკრებში თამაში... ჩვენ ძალიან დიდხანს ვმუშაობდით ერთად საქართველოს რადიოსა და ტელევიზიაში, ვესწრებოდით მსოფლიო ჩემპიონატების ფინალურ ტურნირებს, „დინამოსა” და ეროვნული ნაკრების მატჩებს უცხოეთში. რასაკვირველია, მალე დავმეგობრდით, არაფერს მიმალავდა... 1981 წლის აპრილის დამლევს, ცენტრალური ტელევიზიის სპორტული პროგრამების მთავარი რედაქციის კოორდინატორ ალექსანდრ კოროლიოვს დავურეკე და ვკითხე, რომელი რიცხვიდან აპირებდნენ თასების მფლობელთა თასის ფინალზე დასავლეთ გერმანიაში კოტე მახარაძის მივლინებით გაგზავნას. პასუხი სრულიად მოულოდნელი იყო: ოზეროვი უარზეა, ძალიან გადატვირთული ვარ, თანაც, თბილისშიც  ვეღარ ჩავალ, „დინამომ” რომ წააგოსო. ამიტომ სარქისიანცს ვუფორმებთ მივლინებას, მახარაძეზე კი არაფერი უთქვამთო, – მიპასუხა თანაგრძნობით ჩემმა მეგობარმა საშამ. მაშინვე, თითქოს არაფერი ვიცოდი, მაინც გავამზადე მოსკოვში გასაგზავნად მოხსენებითი ბარათი კოტე მახარაძის მივლინების შესახებ. არსებული წესის მიხედვით ხომ ცენტრალური ტელევიზია კომენტატორს მხოლოდ უცხოეთის ქვეყანაში მივლინების ხარჯებს უხდიდა.  მოხსენებითი ბარათი კანცელარიაში ჩავაბარე და... პასუხმაც არ დააყოვნა: უფრო საინტერესო იქნება ცენტრალური ტელევიზიის კომენტატორის რეპორტაჟი. კოტე ხომ ჩვენია და ახალი რაღა უნდა თქვას თბილისის „დინამოზე”, სხვა კომენტატორისგან მოსმენილ ქებას კი მეტი ფასი ექნებაო. ალბათ,  ცეკაში არ მოიწონეს ჩემი წინა რეპორტაჟიო, – მაშინვე ასეთი დასკვნა გააკეთა კოტემ, როცა ყველაფერი ვუამბე. ასეთ ეჭვს თითქოს საფუძველიც ჰქონდა: ჰოლანდიის „ფეიენოორდისა” და „დინამოს” საპასუხო ნახევარფინალური მატჩის რეპორტაჟის დროს კოტემ არ დაზოგა, მიწასთან გაასწორა ავსტრიელი არბიტრი – ვიორერი, რომელიც ურცხვად ეხმარებოდა მასპინძლებს და დაუფარავად ცდილობდა, თბილისში ანგარიშით 0:3 დამარცხებული გუნდის ფინალში გაყვანას. კოტემ რამდენჯერმე კინაღამ დაკარგა წონასწორობა და ალბათ, ახლა ამიტომაც დაეჭვდა. ყველაფერს გავარკვევო, – მითხრა ტელეფონით საუბრისას. მესამე დღეს საშა კოროლიოვმა დამირეკა - კოტე მახარაძის მივლინება ფინალურ მატჩზე ამ დილით გაფორმდაო. იმავე საღამოს, როცა შინ ვესტუმრე, კოტემ მიამბო, რა მოხდა ჩვენი იმდღევანდელი საუბრის შემდეგ. როგორც მითხრა, მან საქმის გასარკვევად გაზეთ „კომუნისტის” რედაქტორს, გიორგი ბედინეიშვილს მიაკითხა, რომელიც მაშინვე პირდაპირი ტელეფონით დაუკავშირდა ცეკას პირველ მდივანს. არც მე და არც ცეკას რომელიმე წევრს არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო, რომ ფინალის რეპორტაჟი კოტე მახარაძემ წაიყვანოს, პირიქით, ამას რა აჯობებსო! - ასეთი იყო ედუარდ შევარდნაძის პასუხი...
...მისივე მონაყოლი ერთი ამბავი მინდა გავიხსენო: თურმე ერთხელ, ქუთაისში ჩასულ კოტეს თანამეინახეები დაენაძლევნენ - რეპორტაჟის დროს ღვინოს ვერ ახსენებო. კოტემ უკან არ დაიხია, ოღონდ ერთი პირობით: ღვინის ნაცვლად „შარაფს” ვიტყვიო. მართლაც, სულ რამდენიმე დღის შემდეგ თბილისის „დინამოსა” და უნგრეთის ქალაქ სომბატხეის გუნდის ამხანაგური მატჩის რადიორეპორტაჟის დროს განსაკუთრებით აქებდა სტუმართა მარცხენა გარემარბს: „აი, რა კარგად თამაშობს შარაფი... ისევ შარაფის ზუსტი პასი... არაჩვეულებრივად ურტყამს შარაფი” და სხვა. დინამოელებმა 1:3 წააგეს, კოტემ კი ნაძლევი მოუგო ქუთაისელ მეგობრებს. მერე ჭიშურის რესტორანში დიდებული სუფრა გაიშალა და აღარავის აინტერესებდა უნგრელი მარცხენა გარემარბის ნამდვილი გვარი...“
***
„როცა შენთვის სულერთია, როგორ ცხოვრობს შენი ქალაქი, შენი ხალხი, აღარ გაინტერესებს გამოგხედავს თუ არა ის ქალბატონი, განსაკუთრებული ყურადღება რომ მიაქციე, როლი კარგად ითამაშე თუ ცუდად…(წყარო: SPUTNIK)  მაშინ რჩები იმ კაცად, რომელიც ნელ-ნელა ჩაქრება. ბოლოს ყველა ჩავქრებით, მაგრამ სანამ ვართ ამ ქვეყანაზე, ღმერთმა ნუ ჩაგვიქროს ემოცია და სამყაროს აღქმით გამოწვეული ყოველდღიური აღტაცება… განათლება დიდი საყრდენია. შენ თითქოს უკვე გაქვს პასუხი ამა თუ იმ მოვლენაზე. თეატრალური ენით რომ ვთქვათ, ემოციურ მახსოვრობაშია, არა? შენ გახსოვს როგორ შეგემთხვა, გახსოვს სხვას როგორ შეემთხვა, გახსოვს მწერალმა როგორ დაწერა. ეს ყველაფერი ადამიანს ბევრს მატებს. ბავშვობიდან მიყვარდა წიგნების კითხვა, ამიტომ თავს წიგნიერ ადამიანად მივიჩნევ. ჩემზე განათლებული ხალხიც არის და უფრო გონიერიც, მაგრამ მე ცხოვრება მიქმნიდა ისეთ პირობებს, რომ წიგნი იყო ჩემი დასაყრდენი... ადამიანს არ ანებებს თეატრი თავს თუ პირიქით, ადამიანი ვერ შორდება მას? – მე გეტყვით, მასშტაბური თეატრიდან  ჩემს განდგომას. თუმცა, მე ოფიციალურად მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ვარ, სადაც გაქრა ჩემი სამუშაო — სხვა სტილისტიკა ინერგება და მე განზე ვდგავარ. რატომ ავირჩიე ეს გზა? იცით, მე გავთავისუფლდი მონობისგან და ამ მონობას, დღევანდელ თეატრში ქმნის რეჟისურა. არტისტი, ხომ ისედაც მონაა, სხვის დაწერილს კითხულობს, არა? აი, წერია: „ყოფნა, არ-ყოფნა“ ან „რად არ მეშლება ეს სხეული“ და მორჩა — ამას ისე კი არ ამბობ, როგორც შენ ხედავ, არამედ ისე უნდა თქვა, როგორც იმ კაცს უნდა და ვერ შეედავები, ვინაიდან ის არის რეჟისორი. ვერიკო ანჯაფარიძეს და აკაკი ხორავასაც ჩაუსწორებდა ახალგაზრდა რეჟისორი. თუ ვერიკოს უსწორებ, კოტეს მით უმეტეს უნდა გაუსწორო. და რა გამოდის? ის მიწორებს, ეს მისწორებს... ვიფიქრე, რომ შეიძლება, არსებობდეს თეატრალური ფორმა, რომელიც მიესადაგება კოტე მახარაძის ბუნებას. აქ, მე ვირჩევ რა მაქვს სათქმელი, აქ, მე ვირჩევ ნაწარმოებს, თვითონ ვთამაშობ და არავინ მეხმარება. ჩავარდა სპექტაკლი? ვეღარ იტყვიან — კოტე კი კარგი იყო, მაგრამ ვიღაცამ მხარი ვერ აუბაო... საკუთარ სახლში მოვიტანე თეატრი, ლტოლვაზე მეტი არ არის? არ მინდა სხვა თეატრი, პირიქით, სხვები ილტვიან აქეთ და მეხვეწებიან, აქ გადმოგვიყვანეო... ერთი მსახიობის თეატრის ესთეტიკას ბევრი მაყურებელი არ სჭირდება. აქ მოქმედებს პრინციპი: მოდი გენაცვალე, ყურში გეტყვი რაღაცას… აი ასე, ყურში უნდა ჩაგჩურჩულო — მაშინ გაიფიქრებ: აქ რაღაც საინტერესოს ამბობენო და მერე, ეს შეიძლება ჩემი პირადი სურვილია, მაგრამ მინდა, მაქსიმალურად მივუახლოვდე ინტელექტუალურ თეატრს. კომედიური, სახასიათო როლები, კი ბატონო, შესანიშნავია, მაგრამ მე არ ვარ იმ თეატრის მსახიობი! მე ამ თეატრის მსახიობი ვარ, სადაც, რომ მოხვალთ და ბაგრატიონების იმ 1000-წლიან ისტორიას წაგიკითხავთ, რომელიც გგონიათ, რომ იცით და უცებ აღმოაჩენთ, რომ თურმე არ იცით. ბედნიერი ვარ, რომ მე პირველმა ვთქვი — ილია ჭავჭავაძე არ იყო ისეთი ასკეტი, როგორც თქვენ ხატავთ! არა, ბატონებო! მას ცოლი ჰყავდა და 23 წლით უმცროსი სხვა ქალი უყვარდა — ნატო გაბუნია, თან როგორ უყვარდა. და როცა ამის თქმას ვაპირებდი — დამეტაკა ხალხი: კოტე, ილიაზე რას ამბობ, დაგისტვენენ დარბაზიდან! მე ვუთხარი: მეტს ვიტყვი — კაზინოში მაყუთზე რომ თამაშობდა, იმასაც ვიტყვი და ისიც ვთქვი!..  ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მე და სოფიკო ცოლ-ქმარი გავხდებოდით. კი, იყო პერიოდი, როცა ერთმანეთი შეგვიყვარდა, მაგრამ ერთად თუ ვიქნებოდით — ამის წარმოდგენაც კი არ შემეძლო. მაგრამ, როცა დადგა მომენტი — ეს ჩემს ცხოვრებაში დიდი ბედნიერების დღე იყო. მერე ილიას იუბილე იყო და ყველა თეატრი დგამდა სპექტაკლებს და უცებ შედგა ჩემი სპექტაკლი. ფანტასტიკური წარმატება ხვდა წილად, ისეთი, რომ ერთი თვის ბილეთები წინასწარ გაიყიდა... არ ვატყუებდი ქალებს! თუ ვიტყოდი, ვთქვათ, ცოლად გითხოვ — ვთხოულობდი. რასაც ვამბობდი, ვასრულებდი. რატომ უნდა მოვატყუო ქალი, რომელიც მომწონს და მიყვარს. ისე, უნდა გითხრათ, რომ მეტიჩრულად კი არა, სწორად ვყელყელაობ. ქალს, ცოტა მეტად უნდა მოაჩვენო თავი, ვიდრე სინამდვილეში ხარ. ახლა თუ მაინცადამაინც შურიანი ხარ, ნუ გადმოანთხევს შენს ბოროტებას — რა საჭიროა! ის ქალი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ კარგ მამაკაცს უყვარს... რაც ცაშია, რაც დედამიწაზეა, რაც დაფრინავს, რაც მიწის ზემოთ არის — აი, იმ ყველა არსებათა შორის ქალია უმაღლესი რანგის არსება. ამ სამყაროში ის ყველაზე დიდი მშვენიერებაა და როცა ამ ქალს შენ ირჩევ — იცით, ეს რა დიდი ბედნიერებაა? ძალიან კარგი სიტყვაა — რჩეული! მე ვთვლი, რომ ქალის გარეშე, მისი მონაწილეობის გარეშე, მისი კონკრეტული და უდიდესი როლის გარეშე, ამ ქვეყანაზე არაფერი იქნებოდა... გინდათ, ჩემი ოცნება გაგიმხილოთ, რომელსაც, ალბათ, ვერ მოვესწრები? მე მინდოდა, შემექმნა კოტე მახარაძის დიდი თეატრალური სასწავლებელი — სადაც ბალეტს მაკა ასწავლიდა, იმას სოფიკო, ამას ის, იმას ეს… რომ ამ ხალხს შეექმნა მომავალი თაობის მოქალაქეები, მომავალი თაობის არტისტები. მე მინდა, რომ  ჩემიანები, მინდვრის ყვავილებივით ყველგან მოეფინონ. მაგრამ, ერთი კატეგორიული პირობა მაქვს: კაცური კაცი უნდა იყოს და ქალური ქალი, მაგრამ თუ ღირსებას, ზნეობას დაკარგავს — არ თქვას, რომ ჩემიანია. ახლა, თქვენ მისმენთ და  ფიქრობთ — კოტეს, თავისი თავი, რა ბატკანი ჰგონია და ალბათ, რამდენი ცოდვა აქვს ჩადენილიო. ბევრი, ბევრი — ადამიანი ვარ და ჩემთვის არაფერია უცხო! მიღალატია და ჩემთვისაც უღალატიათ. გამჭირვებია ამ ნიადაგზე და სხვებსაც გასჭირვებიათ. სხვისი ბედნიერებაც გამიკენწლავს, მაგრამ ყოველთვის ვცდილობდი,  ჩემ ირგვლივ — ყველგან, სიკეთე დამეთესა. ასე იყო ადრე და ასეა ახლაც.”

скачать dle 11.3