კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეიძლება თუ არა ერთდროულად რამდენიმე მოძღვრის ყოლა და რატომ არ უნდა იქცეს მარხვა ზედმეტი კილოგრამების დაკლების საშუალებად #49

28 ნოემბერს შობის მარხვა დაიწყო, რომელიც შობამდე გაგრძელდება. რადგან ამ მარხვას ახალი წლის პერიოდი ემთხვევა,   ადამიანთა დიდი ნაწილი მასზე უარს ამბობს. როგორ უნდა შევინახოთ შობის მარხვა და შეიძლება თუ არა სხვა მოძღვართან აღსარების თქმა, ამის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):

 – მარხვა თავიდან იყო უზმო, ანუ დილიდან საღამომდე არავინ არაფერს ჭამდა. მეოთხე საუკუნეში მონასტერში მოღვაწე ბერებმა დაადგინეს, რომ ზოგიერთი საკვები სამარხვოა და ზოგიერთი – არა. ადამიანი, განსაკუთრებით – თანამედროვე, რომელიც გარკვეულ მოღვაწეობას იწყებს, ამას ქრისტიანულ ენაზე ღვაწლი ჰქვია. თუ ვინმემ დაიწყო რაღაც ბიზნესი, დიეტა თუ სხვა რამ, მას მაშინვე აინტერესებს შედეგი. ბუნებრივია, ჩვენც უნდა გვაინტერესებდეს, რა შედეგი გამოიღო მარხვამ ჩვენს ცხოვრებაში – როგორც სულიერი, ასევე ფიზიკური. უმეტესობა სარკეში იყურება და უხარია, რომ რაღაც კილოგრამები დაიკლო, ესე იგი, კარგად იმარხულა. ხშირად ვეკითხები ჩემს მრეველს, როგორ მარხულობენ და სულ მპასუხობენ: კარგად, დიდებულად, არ მიჭირს მარხვის შენახვა. იმდენი სამარხვო საკვებია გამოსული, რომ, ბუნებრივია, მარხვის დაცვასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა აღარ არსებობს. მაგრამ, მარხვა რომ საკვების მოკლება იყოს, მთელი საქართველო მარხვაზე იქნებოდა. მარხვა და გაჭირვება ერთმანეთისგან უნდა გავარჩიოთ. მარხვის მთავარი მიზანია არა წონაში დაკლება, არამედ, ჩვენგან არაწმიდა სულის განდევნა, ბოროტი საქმეების დატევება, სიკეთის აღსრულება.
– ზოგი საკუთარ მოძღვარზე ისეა მიჯაჭვული, არ შეუძლია, სხვა მოძღვართან მისვლა ან, თავად მოძღვარი არ უშვებს სხვასთან. ეს სწორი მიდგომაა?
– გარკვევით გვასწავლის იესო ქრისტე: არავინ არის მამა, მამაღმერთის გარეშე და არავინ არის მოძღვარი, იესო ქრისტეს გარეშე. თითოეული ჩვენგანი სულიწმიდის მადლით დაგვადგინა ღმერთმა მოძღვრებად. მაგრამ, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მე ვარ მოძღვარი და ჩემ გარდა, არ არსებობს სხვა მოძღვარი. თუ გყავს მოძღვარი, ეს, რა თქმა უნდა, კარგია, აუცილებელია. მაგრამ, შეიძლება, შენი მოძღვარი სხვა ეკლესიაში, სხვა ქალაქში  გადაიყვანეს, ან, ჯვარი სწერია და, გარდაიცვალა, მოძღვრის გარეშე უნდა დარჩე?! ეს  იმას ნიშნავს, რომ ქრისტიანი უფალთან კი არ მიდის, უფალი კი არ მოძღვრავს, არამედ, ადამიანისგან იღებს დამოძღვრას. ბევრი ქრისტიანი ვიცი, რომელიც ეკლესიაში იმიტომ არ დადის, რომ იქ  მისი მოძღვარი აღარ არის. ისინი ამბობენ: არ შემიძლია, სხვა მოძღვართან ვთქვა აღსარება, სხვა მოძღვრის ქადაგება მოვისმინოო. მათ არ იციან, რომ აღსარებას ვამბობთ იესო ქრისტეს წინაშე და მოძღვარი, უბრალოდ, გვიმსუბუქებს მდგომარეობას. სხვათან რას ჰქვია? სხვა იესო ქრისტე ხომ არ არსებობს?! თუ გვაქვს ცოდვების განცდა, მაშინ აღსარებას ვამბობთ იესო ქრისტეს წინაშე, ხატთან, ჯვართან და სახარებასთან. მოძღვარი კი გვიმსუბუქებს მდგომარეობას, გვეხმარება.
– რატომღაც ჰგონიათ, რომ მათი მოძღვრის ქადაგება სხვანაირია; რომ სხვა ეკლესიაში არ არის ის მადლი, რომელიც იმ ეკლესიაშია, სადაც ისინი დადიან; იქ ბევრი ხატია, აქ – ცოტა; იქ ხმაურია, აქ სიწყნარეა...
– ეს უკვე გემოთმოყვარეობას ემსგავსება. მე მინდა, მადლი მივიღო და, რომელ ეკლესიაში მივიღებ მადლს, ეს უკვე ჩემი პრობლემაა. მე თუ განქიქებას დავიწყებ: იქ ხმაურია, ვიღაცას შარვალი აცვია, მოძღვარი ასეთია, გამოდის, რომ ეკლესიაში მივდივარ, როგორც რევიზორი და არა როგორც მომლოცველი. ზოგი მოძღვარს უყურებს და ამბობს: „ჩემი მოძღვარი უფრო კარგად გამოიყურება, უფრო კარგად ქადაგებს, უფრო მაღალია; ჩემი სულიერი ძმები და დები უფრო განათლებულები არიან...” და, საბოლოოდ, მთელ წირვა-ლოცვას ატარებენ არა ღვთის დიდებასა და სიყვარულში, არამედ კრიტიკასა და შენიშვნების მიცემაში. მერე ეკლესიიდან გამოდიან, როგორც მებაჟეები: არაფერი მოეწონათ, განიკითხეს. ამას სხვებს უყვებიან და უკვე ჭორაობას იწყებენ, რაც უსიყვარულობის, გულგრილობის, გაუნათლებლობის ბრალია. სოფლის მსახურს ნუ მოსთხოვ ისეთ მსახურებას, როგორიც სამების ტაძარშია. მე არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ, თუ ისეთი სიდიადე, სილამაზე, ბრწყინვალება არ არის სოფლის ტაძრებში, როგორც დედაქალაქში, ნუ განვიკითხავთ. იქიდან არ უნდა წამოვიდეთ დამძიმებულნი და მერე ნუ დავუწყებთ მოძღვარს იმის მოყოლას, თურმე იმ ეკლესიაში როგორი ცუდი იყო. თუ მეტი გინახავს, მეტი იქადაგე, მოიხსენიე და ნუ იქნები ცხვირაწეული სხვა მოძღვართან ურთიერთობის შემდეგ.  
– ზოგს რამდენიმე მოძღვარი ჰყავს – ეს სწორია?
– ეს თავის მოტყუებაა. ყველას უნდა ჰყავდეს პირადი მოძღვარი. როცა მოძღვარი რაღაც ცოდვას გვიკრძალავს, მაგალითად, გვეუბნება, აღარ განიკითხო, თორემ, აღარ გაზიარებო, ჩვენ სამწუხაროდ, ისევ განვიკითხავთ. მერე კი ცოდვას ვუმალავთ პირად მოძღვარს და სხვა მოძღვარს ვეძებთ, რომ დარჩენილი ცოდვები მას ვუთხრათ. ცოდვა ქრისტიანს მაშინ მიეტევება, როდესაც ნანობს, განიცდის და ცდილობს, ის აღარ გაიმეოროს. მაგრამ, როცა მოძღვართან მალავს, ის არ განიცდის ამ ცოდვას. რამდენჯერაც წავიქცევით, იმდენჯერ უნდა ავდგეთ. ზოგჯერ ადამიანები სულიერი მოძღვრის წინაშე კეკლუცობენ. უნდათ, რომ მის წინაშე თავი წარმოაჩინონ, როგორც კარგმა სულიერმა შვილებმა. ამიტომ, შელამაზებულ აღსარებას უყვებიან, რაღაცეებს მალავენ, რომ შექება, ქება-დიდება დაიმსახურონ. ცოდვების მიტევება – ეს არ არის მაგიური საკითხი, ღმერთი მაგიურად არაფერს გაპატიებს. თუ დამალული ცოდვები გაქვს და გგონია, ამას ავტომატურად მოგიტევებენ, ეს უკვე მაგიური დამოკიდებულება, ცრუ სწავლებაა. ბევრმა მიატოვა თავისი მოძღვარი, რადგან ის იმდენს ელაპარაკა ამა თუ იმ ცოდვაზე, რომ აღარ იცის, როგორ მივიდეს მასთან და ისევ იმ ცოდვაზე ესაუბროს. იმდენად უყვარს ეს ცოდვა, რომ მან საყვარელ ადამიანთან დააშორა – ცოდვა დაიტოვა, მოძღვარს კი განეშორა და ამით ის ღმერთსაც დაშორდა.
– სჯულის კანონში წერია: თუ მრევლი  სამი კვირის განმავლობაში არ გამოცხადდა ეკლესიაში, რა თქმა უნდა, მოძღვარმა უნდა ჰკითხოს მიზეზი და თუ მან ვერ დაასაბუთა, რატომ არ დადიოდა ტაძარში, უნდა დატოვოს სამრევლოო.
– დღეს ეს რომ აღვასრულოთ, ჩვენი ეკლესიები დაცარიელდება. ამ პირობებში, როცა ძალიან რთულია ეკლესიური ცხოვრება – მრევლს ვერ ეტყვი: სამი კვირაა, არ ყოფილხარ ეკლესიაში და წადიო. პირიქით, თვალებში უნდა ჩავხედოთ მას, გავიგოთ – რა უჭირს, რა პრობლემა აქვს. ყველაფერი საკუთარი თავიდან უნდა დავიწყოთ. მთავარია, საკუთარი ცოდვები დავინახოთ და არა სხვების განკითხვაში ვიყოთ. ეკლესიისგან, წმიდანებისგან, მარხვისგან, უპირველეს ყოვლისა, უნდა მივიღოთ სულიერი განწმენდა, რომ ჩვენიდან გავიდეს არაწმიდა სული. თუ ჩვენიდან არაწმიდა სული გავა და სათნო ვეყოფით ღმერთს, მერე ღმერთი დანარჩენ სურვილებს შეგვისრულებს. მთელი წლის განმავლობაში ხომ ვკეკლუცობთ, მცონარე ქრისტიანები ვართ, თავი მოგვაქვს ქრისტიანებად, მაგრამ, სინამდვილეში, ასე არ არის. თუ ამ დღეებში მადლს ვერ მოვიპოვებთ, მთელი წელი ცარიელები და შიშვლები ვიქნებით. ამიტომ, მარხვაში უნდა მოვიპოვოთ მადლი, რომ მერე ის უფლის წყალობითა და ჩვენი  პირადი ღვაწლით, მთელი წელი გაგვყვეს.

скачать dle 11.3