კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

წმიდა სწავლებანი #49

შურის შესახებ
ეშმაკის შურმა სიკვდილი შემოიტანა ამქვეყნად, – ამბობს წმიდა წერილი. შური ადამიანის თვისება არ არის, არამედ – ეშმაკისა და სწორედ მისგან მოდის კიდეც. ადამიანები უძლურების გამო სცოდავენ, ხოლო შურის გამოისობით ბოროტების ქმნა, მხოლოდ ეშმაკს ახასიათებს. შური სატანის ასულია.  ვინც მასთან იქორწინა, ვერაფერი შეიძინა, გარდა ბოროტებისა, რომელიც, თავის მხრივ, სიკვდილს შობს. შური ორლესული მახვილია, რომელსაც ვნება მოაქვს ორმხრივ – ერთი თვით შურით შეპყრობილისთვის, მეორე – შურის ადრესატისთვის. შურიანი ადამიანი, სანამ ავს გაუკეთებს სხვას, სულით იტანჯება, ეცვლება სახე, ღრმად სუნთქავს. ის თავის უბედურებაზე უფრო სხვისი ბედნიერებით იტანჯება. მისი გული წამებას განიცდის, როცა ახლობელს თავისზე აღმატებულს ხედავს – ბედნიერსა და პატივდებულს. შური ბოროტების საწყისია, სიკვდილის დედა, ცოდვის პირველი კარიბჭე, ყოველგვარი უბედურების ძირი, ეშმაკის მოგონილი, ბოროტი თესლი, ღვთის სასჯელის პირობა, ზღუდე ღვთივსათნოებისკენ მავალისთვის, გზა გეენისკენ, დაკარგვა ცათა სასუფეველისა. ვინც არ ამარცხებს საკუთარ თავში ამ ვნებას, არანაირ სარგებელს არ მიიღებს, თუნდაც კეთილი საქმეების აღსრულებით. ის კი არა და – ღვთის სამართლით უდიდეს ცოდვილებთან დაიმკვიდრებს ადგილს: ეს ცოდვა უფრო დიდი ცოდვაა, ვიდრე მრუშობა, სიძვა, ავაზაკობა.
ვისაც უფალი სწყალობს, მის მიმართ აღიძვრება სწორედ ადამიანური შურიც: ბოროტი ადამიანები მტრობენ მადლმოსილ პიროვნებებს. ცდილობენ, ავნონ მათ, რადგან შურიანი თვალი ვერ იტანს სხვის წარმატებას, სიკეთეს. შურიანს გული სტკივა და იტანჯება, როცა ხედავს, რომ ახლობელი კარგად ცხოვრობს. ის მზად არის, ცოცხლადაც კი შთანთქას ასეთი ადამიანი, რომ შეეძლოს. შური ღუპავს მას, ვისშიც ჩასახლდება. ის ისეა, როგორც ჩრჩილი ტანსაცმლისთვის. გარეგნულად თითქოს არ ჩანს, შინაგანად კი ღრღნის გულსა და სულს. შურით შეპყრობილი, თუ არ შეინანა ეს ცოდვა, ვერ შევა ცათა სასუფეველში.
მაშ, მოვუფრთხილდეთ, ძმებო, ამ ცოდვას. ღმერთმა განგვარიდოს მისგან, რადგან მხოლოდ უფალს ძალუძს ყოველი უკეთურებისგან ჩვენი განრიდება.

ბოროტების შესახებ
„ახლა კი განიშრეთ ყოველივე ეს: რისხვა, მძვინვარება, ბოროტება, გმობა, თქვენი ბაგეების ბილწსიტყვაობა“ (კოლ. 3,8), – ამბობს პავლე მოციქული.
ბოროტი ადამიანი მოყვასის დაღუპვას ეძიებს: ცდილობს, რითიმე ავნოს, ბოროტი უყოს მას. ეს სენი აბნელებს მის სულიერ თვალს და ვერც კი ამჩნევს, თუ როგორ იღუპება. ხდება ისე, რომ თავისი ბოროტი საქციელით ადამიანი უფრო დიდ ზიანს აყენებს საკუთარ თავს, ვიდრე მას, ვისაც ბოროტი უყო, რადგან მას დროებით ავნო, თვითონ კი – მარადიულად ივნო. ამგვარი ცოდვით დამძიმებული ადამიანი კარგავს სიკვდილის ნეტარებას. ის ებრძვის და მტრობს იმგვარ ადამიანს, რომლის ხსნისთვის უფალმა თავისი ყოვლადწმიდა სისხლი დაღვარა.
მრავალი ბოროტთაგან არ იღებს თევზს, ხორცს, რძესა თუ კვერცხს, მაგრამ ღვთისნიერ ადამიანებს, როგორც იტყვიან, ცოცხლად ჭამს. მრავალი მარხულობს ოთხშაბათსა და პარასკევს, ხოლო ბოროტებისგან წუთითაც არ იზღუდავს თავს. საშინელი სენია ბოროტის ქმნა. ის აუბედურებს გულს და აბრმავებს გონებას. საოცარია: ადამიანი ადამიანის მიმართ ღვარძლითაა აღსავსე, ღვთისგან კი შენდობას ითხოვს. თავისსავე მსგავსთან წყალობის არმქონეა, ცოდვების მისატევებლად კი ლოცულობს. ვინ განწმენდს მის ცოდვებს? ადამიანო, გაიხსენე შენი მომაკვდავობა, სიკვდილი და განუდექ ბოროტებას. არაფერი ღუპავს ადამიანს ისე, როგორც ეს ცოდვა.
შევიგნოთ ყოველივე ეს, ძმებო, და განვეშოროთ ბოროტის ქმნას. ამინ!
ილოცეთ მათთვის, ვინც გაწყენინათ
როცა სხვა გაწყენინებს – მოითმინე; თანაუგრძნე მას, ვინც გაწყენინა, რადგანაც სცოდა. გაგანაწყენეს? – ეცადე, როგორმე კეთილისკენ მიაქციო ამის ჩამდენი და თვით უჩვენე ამისი მაგალითი. აბბა პიმენი ამბობდა: „ბოროტება ვერანაირი სახით ვერ აღმოფხვრის ბოროტებას: ამიტომაც, თუ ბოროტი გიყოს ვინმემ, მიაგე მას კეთილი, რათა სიკეთით აღმოფხვრა ბოროტება“.
ერთხელ დედა თეოდორამ ჰკითხა ალექსანდრიის პატრიარქს, თეოფილეს, რას ნიშნავდა მოციქულის სიტყვა: „მოივაჭრეთ ჟამი (ეფეს. 5,16).“ პატრიარქმა უპასუხა: „მოიცქულის სიტყვები სარგებელზე მიუთითებს. თუ გლანძღავენ, გამოისყიდე ეს დრო თავმდაბლობით და მიიღებ სულისთვის სარგებელს. უპატიობაში თუ იმყოფება – გამოისყიდე ეს დრო მოთმინებით და ისევ მიიღებ სარგებელს. ასე რომ, თუკი მოვიწადინებთ, ყოველი უსიამოვნება შესაძლოა, ჩვენსავე სასარგებლოდ მივმართოთ“.
„გიყვარდეთ თქვენი მტრები, დალოცეთ თქვენი მაწყევრები, სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს და ილოცეთ მათთვის, ვინც თქვენ გავიწროებთ და გდევნით“ (მთ. 5,44), – გვამცნო უფალმა.
ერთმა კეთილშობილმა ადამიანმა მოითმინა რა გინება, უთხრა მაგინებელს: „შემეძლო, ამგვარივე გინებით მეპასუხა, მაგრამ ღვთის კანონი საცობს სდებს ჩემს ბაგეებს“.
ერთმა ბერმონაზონმა, აბბა პიმენს ჰკითხა: „რის გაკეთებას მირჩევ, მამაო?“ – „იყავი იმისი მეგობარი, ვინც გაწყენინებს“, – უპასუხა ბერმა.
წმიდა აბბა დოროთე ასე გვასწავლის: „გწამდეს, რომ უპატიობა და ყვედრება წამალია სულისთვის, რომელიც შენი სულის სიამაყეს კურნავს. ილოცე შენი მაყვედრებლებისთვის, როგორც ჭეშმარიტი ექიმებისთვის. ვინც მაგინებლებს გაურბის, ის გაურბის სიმდაბლეს“.
თუკი გრძნობ, რომ მწუხარება და რისხვა გეუფლება, როცა შეურაცხყოფას გაყენებენ, შეინარჩუნე მდუმარება და მანამდე არ დაძრა სიტყვა, სანამ განუწყვეტელი შინაგანი ლოცვით არ დამშვიდდება შენი გული და მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლია, ელაპარაკო მას, ვინც შეურაცხყოფა მოგაყენა.

скачать dle 11.3