კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ მოუხშირა პრეზიდენტმა ერდოღანმა ბათუმის ხსენებას და როგორ აპირებენ აჭარაში „დედასამშობლო” თურქეთთან შესაერთებელი პლებისციტის ჩატარებას #49

თუმცა თურქეთთან ჩარჩო-ხელშეკრულება ჯერ კიდევ ჩვენი დამოუკიდებლობის აისზე, 1992 წელს გავაფორმეთ და ყარსის ხელშეკრულების პირობებიც ვცანით, ამ ხნის განმავლობაში არცერთ თურქ მაღალი რანგის პოლიტიკოსს ჩვენი მისამართით არ გაუკეთებია იმ ტიპის მკვეთრი პოლიტიკური განცხადებები, რაც გულზე მწარედ მოგვხვდებოდა. ამ მხრივ, რამდენიმე წლის წინათ პირველი მერცხალი იმჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი დაუთოღლუ იყო, რომელმაც საერთაშორისო საზოგადოებას გაახსენა ოსმალეთის იმპერიის ყოფილი საზღვრები და ამ საზღვრებში ჩვენი ბათუმიც მოიხსენია. სულ ახლახან კი, კერძოდ, თურქეთში მომხდარი ამბოხის შემდეგ, საქმეში უკვე პრეზიდენტი ერდოღანი ჩაერთო და ხმამაღლაც კი გვითხრა, რიზესა და ბათუმს შორის საზღვრები არ არსებობსო (ჯერჯერობით მხოლოდ თურქულ გულებშიო). მეტიც, საქართველოს ტერიტორია ამ კონტექსტში რამდენჯერმე ახსენა და, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში თურქეთის ელჩმა შემდგომ განმარტა, რომ თურქეთი ეჭვქვეშ არ აყენებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ამ განცხადებებმა უსიამოვნო ნალექი მაინც დაგვიტოვა. რატომ შეცვალა თურქეთმა თავისი პოლიტიკა და რატომ შეუდგა იმის ხმამაღლა დეკლარირებას, რასაც აქამდე შესაძლოა, მხოლოდ გულში ფიქრობდა და ფარულად მოქმედებდა, ამ თემას საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევართან, სიმონ კილაძესთან ერთად განვიხილავთ.
– გასაგებია, რომ ერდოღანი მხოლოდ საქართველოს ტერიტორიას არ ასახელებს ამ კონტექსტში, მაგრამ რა მიზანს ისახავს თურქეთის პრეზიდენტის ამ ტიპის განცხადებები, ამოვარდნილი ცივილიზებული საერთაშორისო ურთიერთობების კონტექსტიდან?
– რას შეიძლება დავუკავშიროთ თურქეთის ხელისუფლების არასასიამოვნო განცხადებები: ალბათ იმას, რომ თურქეთი დღეს თავს დაჩაგრულად გრძნობს, ჯერ ერთი, იმის გამო, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკება გაჭიანურდა და, ბოლოს შეჩერდა. ევროკავშირმა ამას წინათ შეაჩერა ის მოლაპარაკება, რომელიც თურქეთს ევროკავშირისკენ გზას გაუხსნიდა. თურქეთმა თავი იგრძნო უფლებებშელახულად; მით უფრო, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთანაც დაძაბული აქვს ურთიერთობა. ამერიკამ თურქეთს არ გადასცა გიულენი, არადა ერდოღანი მთავარ ტერორისტად და შეთქმულების ორგანიზატორად სწორედ გიულენს მიიჩნევს. ამდენად, თურქეთი და პირადად ერდოღანი თავს შეურაცხყოფილად გრძნობს.
– მაგრამ რას ერჩის სხვებს, მათ შორის, ჩვენს ტერიტორიას? მიედავოს თავის პარტნიორ ამერიკის შეერთებულ შტატებს...
– საქმეც ესაა: თურქეთმა დაიწყო ლაპარაკი თავის ისტორიულ ტერიტორიებზე, რითაც თქვა შემდეგი: ჩვენ დიდი სახელმწიფო გვქონდა და პატივი უნდა გვცეთ, თუ პატივს არ გვცემთ, დავიწყებთ ლაპარაკს ჩვენს უფლებებზე. ვიცით, რომ გასული საუკუნის 90-იან წლებში თურქეთი ცდილობდა, შუა აზიის რესპულიკებში გაევრცელებინა პანთურქული იდეა, თუმცა მაშინ ვერ შეძლო ამის განხორციელება. მაგრამ ახლა მან დაიწყო ლაპარაკი პანოსმალურ იდეაზე, ანუ ოსმალეთის იმპერიის საზღვრებზე.
– მაინც განვმარტოთ: პანთურქიზმის იდეა გულისხმობდა თურქმანული ტომებით დასახლებულ ტერიტორიებზე გავლენის მოპოვებას, პანოსმალური იდეა კი უკვე საზღვრებს ავლებს, თუ რა ეკუთვნის თურქეთს.
–  პანოსმალურ იდეაში აქცენტი ტერიტორიებზეა გადატანილი. ოსმალეთის იმპერია პირველ მსოფლიო ომში ევროპის ერთ-ერთი ღერძი წევრი-სახელმწიფო იყო და ამ განცხადეებით თურქეთი ამბობს, თქვენი წევრი ვიყავი და პირველი მსოფლიო ომის დასასრულს წამართვით ტერიტორიებიო. შესაბამისად, თურქეთი ცდილობს, შეახსენოს ევროპას, რომ არ არის ხელწამოსაკრავი, აქვს თავისი ინტერესები და ისტორიული უფლებები. ამ კონტექსტში ახსენებს დარდანელ-ბოსფორის სრუტეებს, ბალკანეთს, ახლო აღმოსავლეთს და ნუ დაგვავიწყდება, რომ მოსულის ვილაიეთი ოსმალეთის იმპერიის ნაწილი იყო. როდესაც პირველ მსოფლიო ომში ოსმალეთი დამარცხდა, მოსული დაიკავეს ინგლისელებმა. იქ თავის დროზე ნავთობის საბადოები უკვე აღმოჩენილი იყო და, ცხადია, მუსტაფა ქემალს ამის დაკარგვა არ უნდოდა. სწორედ ეს შეახსენა ერდოღანმა დასავლეთს: ეს ჩემი სივრცეაო. აუცილებლად უნდა ვახსენოთ, რომ თურქეთი შესაძლოა, გადაიხაროს შანხაის ორგანიზაციისკენ. ამას წინათ განაცხადა ერდოღანმა, რომ, თუ ასე გაგრძელდა, არ არის გამორიცხული, შანხაის ორგანიზაციაში გავწევრიანდეთო. მით უმეტეს, რომ შანხაის ორგანიზაციაში თითქმის ყველა შუა აზიის სახელმწიფოა, რომლებშიც თურქეთი ცდილობდა პანთურქული იდეის გავრცელებას. თუ ასე მოხდა, შანხაის ორგანიზაციაში თურქეთი იქნება მესამე ქვეყანა სიძლიერით, ჩინეთისა და რუსეთის შემდეგ და მაინც ექნება გავლენა, თუნდაც, ასეთი მიხვეულ-მოხვეული გზებით.
– ჩვენ უფრო ჩვენი ამბავი გვაინტერესებს, როგორ შეიძლება, გავიჭყლიტოთ?
– ჩვენ უნდა მივადევნოთ თვალი მოვლენებს, თუმცა ვერაფერს შევცვლით. უბრალოდ, ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ, თუ რამე მოხდა, ძალიან ცუდად არ შეგვეხოს.
– რა შეიძლება, მოხდეს?
– მართალია, ბევრი უცხოელი პოლიტოლოგი ამბობს, რომ ამგვარი განცხადებებით ერდოღანი ფასს იდებს, ბევრს ლაპარაკობს, მაგრამ რეალურად იმდენს არაფერს გააკეთებს, უხეშად რომ ვთქვათ, მხოლოდ მეზობლებს აშინებს, თავისი მქუხარე განცხადებებითო. თუმცა არ არის ჩვენთვის სასიამოვნო, როდესაც ჩვენი მეზობელი წამდაუწუმ ახსენებს ბათუმს, აჭარას შეფარულად თუ აშკარად. მით უფრო, ვიცით ამ ტერიტორიების სტატუსი. ჩვენ თურქეთზე გავლენას ვერ მოვახდენთ, მაგრამ დიპლომატიური არხებით მინიშნებები უნდა გავაკეთოთ, რომ ასეთი განცხადებები ჩვენ არასდროს გაგვიკეთებია თურქეთის მისამართით, თორემ ჩვენც გვაქვს პრეტენზიები თურქეთის დამოკიდებულებაში აფხაზეთისადმი.
– თურქეთი რუსეთის შემდეგ აფხაზეთის მეორე სავაჭრო პარტნიორია და თურქულ გემებს პანტაპუნტით აკავებენ საქართველოს ტერიტორიულ წყლებში.
– მაგრამ ჩვენ პოლიტიკურ დონეზე არ აგვიყვანია და არ გაგვიმწვავებია ეს საკითხი. ახლა კი თურქეთი პირდაპირ ამბობს, რამ გაყო ბათუმი რიზესგანო, მით უფრო, რომ არსებობს მოსკოვისა და ყარსის ხელშეკრულებები. არ მგონია, თურქეთის პრეზიდენტმა არ იცოდეს, როგორი მტკივნეულია ამის მოსმენა საქართველოსთვის, მაგრამ მაინც ამბობს.
– ვის გასაგონად ამბობს? ეს შეიძლება, განვიხილოთ, როგორც რუსეთისადმი გზავნილი, რომ, თუ ყოფილ საბჭოეთზე გავლენას აღადგენ, აჭარა ჩემი ტერიტორიაო?
– ალბათ. ბევრი ფაქტორის ამოქექვა შეიძლება. მაგრამ შევხედოთ საკითხს სხვაგვარად: ჩვენ დასავლეთის იმედი გვაქვს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საქმეში. ამ დროს თურქეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობა დაიძაბა, რუსეთთან კი, პირიქით, დათბა. ანუ ჩვენ მიგვანიშნებს, რასაც გეტყვით, ის უნდა გააკეთოთ, თორემ დასავლეთი ვერაფერს გიშველითო. მიგვანიშნებს, როგორ მოეწერა ხელი ყარსის ხელშეკრულებას და პლებისციტის ჩატარების შესაძლებლობასაც გვახსენებს.
– და იმედი აქვს, რომ აჭარის მოსახლეობა ამ პლებისციტით მხარს დაუჭერს აჭარის თურქეთის შემადგენლობაში გაერთიანებას?
– გაგახსენებთ „ეროვნულ აღთქმას“, რომელიც 1920 წელს მიიღო ოსმალეთის იმპერიის პარლამენტმა და რომელიც დღესაც ძალაშია. ეს არის მათი ძირითადი კანონი ტერიტორიული მთლიანობის შესახებ და იქ ჩაწერილია, რომ აჭარის ვილაიეთი ეკუთვნოდა თურქეთს, დაუთმო რუსეთს და თუ საჭირო გახდება, ისევ ჩაატარებენ პლებისციტს და შეიერთებენ. ხომ ვიცით, რომ 1918 წელს ოსმალეთმა ჩაატარა აჭარაში რეფერენდუმი?!
– დიახ და აჭარის მოსახლეობა თითქოს დაეთანხმა ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში დარჩენას.
– ხიშტების ქვეშ ჩატარდა მაშინ ის პლებისციტი, აჭარის მოსახლეობა დაშინებული იყო, მაგრამ ფაქტია, რომ მხარი დაუჭირა, ამიტომაც გააკეთეს ჩანაწერი, თუ საჭირო გახდა, პლებისციტს კიდევ ჩავატარებთ და აჭარა დედასამშობლოს დაუბრუნდებაო.
– „დედასამშობლოს“, ანუ თურქეთს?
– დიახ. ვერ ვიტყვით, რომ აჭარის მოსახლეობა მხარს დაუჭერს ამ მოთხოვნას, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ აჭარაში თურქეთის გავლენა ძლიერია. რიგ მიზეზთა გამო ჩვენ ამას ხელი არ შევუშალეთ და, საბოლოოდ, აღმოჩნდა, გაძლიერებულია თურქეთის ეკონომიკური და კულტურული გავლენა.
– მეტი რაღა გავლენა –  თურქული სკოლა გაიხსნა, რომელიც არ დაემორჩილება საქართველოს განათლების სისტემას და მის გახსნაზე წამლად არ მიიწვიეს ერთი ქართველი ჩინოვნიკიც კი.
– სამწუხაროდ… ვითომ პოლიტკორექტულობა გამოვიჩინეთ, მაგრამ მეგობრობა ორმხრივი უნდა იყოს. ცალმხრივი მეგობრობა ნიშნავს პროტექტორატსა და კოლონიას, თუ ძალიან უხეშად ვიტყვით. ერდოღანმა, ასევე, თქვა, რომ დისკუსია უნდა გაიხსნას ლოზანის ხელშეკრულების შესახებ, რომელსაც 1923 წელს მოეწერა ხელი, ერთი მხრივ, თურქეთის, მეორე მხრივ, პირველ მსოფლიო ომში გამარჯვებულ სახელმწიფოებს შორის. ამ ხელშეკრულებით ჩამოყალიბდა, ძირითადად, თანამედროვე თურქეთის საზღვრები და იურიდიულად გამოცხადდა ოსმალეთის იმპერიის დაშლა, თუმცა თურქეთმა შეინარჩუნა ოსმალეთის გარკვეული ნაწილი. რაკი ერდოღანმა ეს ხელშეკრულება ახსენა, ამით თქვა, რომ, თუ დასავლეთთან დაძაბულობა შენარჩუნდება, ის თავის პრეტენზიებს წამოაყენებს. თურქეთი იურიდიულად ვერაფერს გააკეთებს, ვერ გააუქმებს ლოზანის ხელშეკრულებას, მაგრამ ეს ერთგვარი დაშინების პოლიტიკაა. შეიძლება, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთს არ შეეშინდეთ, მაგრამ ჩვენნაირი სახელმწიფოებისთვის უსიამოვნო ფაქტია. როდესაც მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტი, რეალური პირველი პირი ასეთ განცხადებებს აკეთებს, არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ.
– ყარსის ხელშეკრულებაში, როგორც მე მახსოვს, პლებისციტის შესახებ არაფერი წერია. მაშინ რის საფუძველზე გვემუქრება მეგობარი მეზობელი?
– არ წერია, მხოლოდ აჭარის ავტონომიურ სტატუსზეა ლაპარაკი, მაგრამ ყარსისა და მოსკოვის ხელშეკრულებების პრეამბულაში მითითებულია ოსმალეთის  პარლამენტის მერ მიღებული „აღთქმა“, რომლის მეორე მუხლშიც წერია, რომ საჭიროების შემთხვევაში პლებისციტი აჭარაში მეორედაც ჩატარდება.
– და აჭარაში ამ ტიპის პლებისციტის მექანიზმი როგორია? თურქეთი ითხოვს და ჩვენ ასე ცხვრებივით ვატარებთ?
– „ეროვნულ აღთქმაში“ უწერიათ, რომ თურქეთის ნაწილია ბათუმის ოლქი, ართვინისა და არტაანის მხარეები და ამ ვილაიეთების მოსახლეობამ უკვე დაადასტურა თავისი ნება დედასამშობლოსთან, თურქეთთან, შეერთების შესახებ. 1918 წელია ნაგულისხმები და თუ კიდევ გახდება საჭირო ამ ნება-სურვილის ხელახალი დადასტურება, თურქეთი წავა ამ დათმობაზე, რომ ხელახლა ჩატარდესო. თუ ეს ჩვენთვის ნაკლებად საშიში იყო 1980 წელს, 2000 წელს, სანამ თურქეთი არ იყო მოძლიერებული აჭარაში, ახლა, როდესაც თურქული კაპიტალი მოძალებულია, სხვაგვარი ვითარებაა. ჩვენ თეორიულად ვლაპარაკობთ, თორემ ნაკლებად სავარაუდოა, რომ თურქეთმა ეს მოითხოვოს. მაგრამ თეორიულად თუ ვიმსჯელებთ, რომ მოითხოვოს, ჩვენთვის არასახარბიელო იქნება.
– არ გვაქვს წინააღმდეგობის გაწევის ბერკეტი?
– ბერკეტი ყოველთვის გვაქვს, ეს დამოკიდებულია გაბედულებაზე, რომ უთხრა, ჩემი მეგობარი ხარ, მაგრამ ჭეშმარიტება უფრო მაღლა დგას; საზღვარი გავლებულია და კეთილი ინებე, დაემორჩილე. ერდოღანმაც ეს თქვა, საზღვარი კი არის, მაგრამ გულებს რა ვუყოთო.
– მე რომ პრეზიდენტი ან პრემიერი ვყოფილიყავი, ვუპასუხებდი, რომ არც ჩვენს გულებშია საზღვარი ბათუმსა და ტაოს შორის, მაგრამ სხვა რა გზა გვაქვს, უნდა ვცეთ პატივი ჩვენს საზღვრებს, ისევე, როგორც თურქეთი სცემს პატივს-მეთქი. ამის თქმას რა გამბედაობა უნდოდა?
– არც არანაირი. სახელმწიფოთა შორის ურთიერთობაში ჯერ შენი ინტერესი უნდა იცოდე და იმ სხვამაც უნდა იცოდეს, რომ ინტერესი გაქვს. თურქეთი ჩვენ არ გვაგდებს სათვალავში, იცის, რომ დამოკიდებულები ვართ მასზე და აზერბაიჯანზე, ჩრდილოეთით კი რუსეთია.

скачать dle 11.3