კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენი წლის განმავლობაში მიიღო ბიუჯეტიდან ხელფასის სახით მილიონ ლარზე მეტი ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა #49

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი 1972 წელსაა დაბადებული. 1994 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა და სპეციალობით მათემატიკოსია; 2002 წელს კი „ტემპლის“ (აშშ) უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. მისი სამუშაო გამოცდილება 1998 წელს დაიწყო საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისში, სადაც წამყვან სპეციალისტად 2000 წლამდე იმუშავა. 2002–2004 წლებში საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და მონეტარული პოლიტიკის დეპარტამენტის მკვლევარი-ეკონომისტი იყო, შემდეგ მაკროეკონომიკურ გამოკვლევათა განყოფილების უფროსი. 2004 წლის ივნის-დეკემბერში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეკონომიკური, ფულად–საკრედიტო და ფისკალური პოლიტიკის სამსახურის უფროსად მუშაობდა. 2004 წელს თბილისის მერიის ეკონომიკური  პოლიტიკის სამსახურის უფროსი გახდა. 2005 წელს საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა, 2009 წლის 26 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გახლდათ, თუმცა იმავე წლის დეკემბერში საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი და ვიცე-პრეზიდენტი გახდა. დღემდე, ანუ მეშვიდე წელი სრულდება, ამ თანამდებობაზეა.
არჩილ მესტვირიშვილის მიერ ბოლოს შევსებული დეკლარაცია 2016 წლით თარიღდება, რომელშიც ის ოჯახის წევრებად მიუთითებს მეუღლეს, ხათუნა გაბისიანს, ორ შვილსა და ორ გერს.
არჩილ მესტვირიშვილის საკუთრებაა საცხოვრებელი სახლი თბილისში, ტაბიძის ქუჩაზე (199 კვ.მ.) და იქვე მდებარე ავტოფარეხი; მისი მეუღლის კი – საცხოვრებელი სახლი თბილისში, აფაქიძის ქუსაზე (116 კვ.მ.) და მიწის ნაკვეთი მცხეთის რაიონის სოფელ ჯიღაურაში (2 500 კვ. მ.). მასვე ჰყავს 2008 წლის ავტომანქანა.
რაც შეეხება შემოსავლებს: 2015 წლის განმავლობაში არჩილ მესტვირიშვილმა, როგორც ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა, 78 000 ლარი აიღო; როგორც  ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა – 159 000 ლარი; როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდის დაქირავებულმა მოკლევადიანმა ექსპერტმა – 20 000 აშშ დოლარი; მისმა გერმა კი, 1988 წელს დაბადებულმა თინათინ გენებაშვილმა, როგორც გაეროს განვითარების პროგრამა პროექტის ოფიცერმა – 38 ლარი.
2014 წელს არჩილ მესტვირიშვილმა, როგორც ეროვნული ბანკის საბჭო წევრმა, 78 000 ლარი მიიღო, როგორც ვიცე-პრეზიდენტმა, 156 000 ლარი; თინათინ გენებაშვილმა კი, როგორც კონტროლის პალატის საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინატორმა – 18 000 ლარი.
2013 წლის განმავლობაში არჩილ მესტვირიშვილმა, როგორც ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა, 42 000 ლარი მიიღო, როგორც ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, 118 000 ლარი.
2012 წლის განმავლობაში არჩილ მესტვირიშვილის სახელფასო შემოსავალმა 42 000 და 118 000 ლარი შეადგინა; 2011 წელს – 42 000 და 141 000 ლარი; 2010 წელს – კვლავ 42 000 და 141 000 ლარი; 2010 წელს – 41 000 და 163 000 ლარი.

скачать dle 11.3