კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ცოფიანი ძაღლი“ #49

დაპირისპირებულთა ერთიანობა?!

 მართალია, ჯერ ისევ ინაუგურაციის მოლოდინში ვართ, თუმცა ჩვენი ოკეანისგაღმელი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ახლად არჩეული პრეზიდენტი უქმად მაინც არ არის და აღმასრულებელ ხელისუფლებას აკომპლექტებს.
გასულ კვირას შევიტყვეთ, რომ პენტაგონის ხელმძღვანელის პოსტზე დონალდ ტრამპი პენსიაზე გასულ საზღვაო ფლოტის გენერალ ჯეიმს მეტისს წარადგენს, რადგან ის საუკეთესოა.
ხსენებული მეტისის თიკუნი კი, არც მეტი, არც ნაკლები, „ცოფიანი ძაღლი“ ყოფილა, რომელიც 66 წლის გენერალმა, სავარაუდოდ, მრავალ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობის შედეგად დაიმსახურა.
მეორე მხრივ, მას არც საკუთარი ენისთვის ჰყვარებია დიდად ლაგამის ამოდება. ამიტომაც წლების წინათ სკანდალშიც გახვეულა, იმ მარტივი მიზეზით, რომ ხმამაღლა ამოუთქვამს, ავღანეთში ძალიანაც სახალისოა ვიღაცეებისთვის სროლაო.
ჩვენ არ ვიცით, ამჯერად ვისი სროლით გახალისდება პენტაგონის შეფი (ან იქნებ ამ საქმიანობით სიამოვნების მიღებას უკვე გადაეჩვია კიდეც), თუმცა, მაგალითად, ვიცით, რომ რფ-ის პრ.-მა აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნის სურვილი უკვე გამოთქვა, მათ შორის, ერთობლივ ბრძოლაში ტერორიზმის წინააღმდეგ.
თუ გავიხსენებთ, რომ სროლით ჩვენი ჩრდილოელი მეზობელიც ხალისდება, იბადება რიტორიკული კითხვა: ვითომ ერთმანეთს დაერევიან „ცოფიანი ძაღლებივით“?! –

скачать dle 11.3