კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოგვცემენ – არ მოგვცემენ?! #49

ანუ თავდაუზოგავები

 ამ ჩვენი ქვეყნის შიგნით მოვლენები ისეთი დრამატიზმითა და დინამიკით ვითარდება, რომ ვიზალიბერალიზაცია ლამისაა გაგვიფერმკრთალდა. მაგრამ მთლად ისეთი სკლეროზიც არ შეგვყრია, რომ სულ გადაგვვიწყებოდა.
ასეა თუ ისე, ევროსაბჭოს პრეზიდენტმა, თვით დონალდ ტუსკმა, შეგვაგულიანა, რომ საქართველომ განა ახლა, გასული წლის ოქტომბერშივე შეასრულა ვიზალიბერალიზაციისთვის საჭირო ყველა მოთხოვნა და იქვე დასძინა, რომ, თუმცა თავდაუზოგავად მუშაობენ ამ საკითხზე, როდის მოგვცემენ მაინც არ იციან (მომყავს ციტატა: „ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს არის ევროკავშირის მხარის შიდა პრობლემა, რომ ჩვენ, შეძლებისდაგვარად, სწრაფად მივაღწიოთ შეთანხმებას უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შესახებ“).
საქებარი სიტყვები არც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ თვით ფედერიკა მოგერინის დაუშურებია, ოღონდ არც მან იცის, გზა, ანუ ვიზალიბერალიზაცია როდის იქნება, იმიტომ რომ, ევროკავშირი მარტო მუშაობს.
შესაბამისად, ისღა დაგვრჩენია, გვირილების აყვავებას დაველოდოთ: იქნებ მისმა ფოთლებმა გვამცნონ, მოგვცემენ თუ არა და, ბოლოს და ბოლოს, რას?! –

скачать dle 11.3