კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გაგი მოსიაშვილი: სიტყვა ადვოკატი პროფესიონალიზმთან, საქმის ერთგულებასა და ძლიერებასთან უნდა ასოცირდებოდეს #48

ადვოკატ გაგი მოსიაშვილის პირველი სამსახური სასამართლოს კურიერის პოზიცია იყო. ადვოკატობაზე მეოცნებე დამწყებ იურისტს უთვალავი კორესპონდენციის დარიგება უწევდა. მაგრამ დღეს ის უკვე პოპულარული და წარმატებული ადვოკატია და გახმაურებულ საქმეებზე მუშაობს – ეროსი კიწმარიშვილისა და იური ვაზაგაშვილის ოჯახების ინტერესებს იცავს.

 გაგი მოსიაშვილი: ეს პროფესია ბიძაჩემის, ადვოკატ ვაჟა მოსიაშვილის გავლენით ავირჩიე. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე იურიდიულ ფაკულტეტზე და როგორც რაიონიდან ჩამოსულ ახალგაზრდას, რუსთავში, ბიძაჩემთან, ადვოკატ ვაჟა მოსიაშვილთან მომიწია ცხოვრება. მისი სახით მყავდა „მეთვალყურე“ სტუდენტობის ასაკში. ინსტიტუტი დავამთავრე თუ არა, მუშაობა დავიწყე რუსთავის საქალაქო სასამართლოში კურიერად. ეს იყო ჩემი პირველი სამსახური. ექვსი-შვიდი თვე ვიმუშავე კურიერად. 2003 წელს მუშაობა დავიწყე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, რუსთავის ოფისში. 2006 წელს სამუშაოდ გადმოვედი თბილისში, „საიას“ ცენტრალურ ოფისში, სადაც ვიმუშავე ერთი წელი. შემდეგ დავტოვე საქართველო და სამი წელი თურქეთში ვიმუშავე, ქართულ-თურქული კომპანიის იურისტად. 2008 წლის მოვლენებმა ბევრი რამ შეცვალა და მე ისევ დავბრუნდი საქართველოში. მომიწია ცხოვრების, პროფესიული კარიერის თავიდან დაწყება, რადგან ადვოკატისთვის სამი წლით საქმეს ჩამოშორება რთულია. აქ ისევ დამეხმარა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომელიც, თამამად შემიძლია ვთქვა, იყო ტრამპლინი ჩემს საქმიან ბიოგრაფიაში.
– თქვენი პირველი სასამართლო პროცესი...
– ჩემი პირველი სასამართლო  პროცესი იყო გარდაბანში, სისხლის სამართლის საქმეზე. ახლაც მახსოვს, სასამართლო პროცესზე გამოსვლის დროს ძალიან ვნერვიულობდი, თუმცა ყველაფერი კარგად დასრულდა. პიროვნებას, რომელიც  ქურდობის ფაქტზე იყო დაკავებული, დაეკისრა პირობითი მსჯავრი. 2007 წელს ვიცავდი ადამიანს, რომელიც ორი ბრალდებით დააკავეს. მამაკაცმა, რომელსაც ხელმოკლე ოჯახი ჰქონდა, მეორადი სამშენებლო მასალის ქურდობა ჩაიდინა. მას ბრალი წაყენებული ჰქონდა ორი მუხლით – ქურდობა და სახელმწიფო ქონების მითვისება. საუბარი იყო 25 ლარის ოდენობის ზიანზე. დაზარალებულად იყო ცნობილი თავდაცვის სამინისტრო. ეს შემთხვევა კარგად მახსოვს იმ ოჯახის მდგომარეობიდან გამომდინარე, თუმცა შედეგი გამამართლებელი იყო და ეს ადამიანი თავის ოჯახს დაუბრუნდა. ეს იყო პირველი გამამართლებელი განაჩენი ჩემს პრაქტიკაში.
– თქვენ ხართ ყველაზე გახმაურებული საქმეების – ეროსი კიწმარიშვილისა და იური ვაზაგაშვილის ოჯახების ადვოკატი. როგორ მოხდა თქვენი ჩართულობა ამ საქმეში?
– ვაზაგაშვილების ოჯახის ინტერესებს 2006 წლიდან ვიცავ, ჯერ კიდევ „საიაში” ვმუშაობდი, როცა ბატონ იურის შევხვდი. საქმის მიღმა ჩვენ შორის ძალიან კარგი ადამიანური ურთიერთობა იყო. ეს ის შემთხვევაა, რომელსაც ემოციის გარეშე ვერ დატოვებ. თუმცა, მიფიქრია ემოციის გარეშე. ადვოკატი არასდროს არ უნდა აჰყვეს ემოციას. რაც შეეხება ეროსი კიწმარიშვილის საქმეს, მას ახლოს არ ვიცნობდი, თუმცა რამდენჯერმე მოხდა ჩვენი გადაკვეთა. ჩემი მეგობარია ზურა კიწმარიშვილი.
– რა წარმოადგენს ადვოკატის საქმიანობაში მთავარ პრინციპებს?
– კლიენტის ინტერესების საკუთარ და სხვათა ინტერესებზე წინ დაყენება – ადვოკატს მუდამ უნდა ახსოვდეს, რომ კლიენტის ინტერესს წარმოადგენს, უნდა იმოქმედოს მხოლოდ მისგან გამომდინარე და ხარისხიანად აწარმოოს კლიენტის სასარგებლოდ იურიდიული საქმიანობა.
– იურიდიული კომპანია, რომელიც 2012 წელს დააფუძნეთ, რა მიმართულებით მუშაობს?
– LEGAL POINT GEORGIA მეგობრებთან ერთად დავაფუძნე. ესენი არიან მერაბ ჩიქოვანი, ზვიად ასათიანი და ვახტანგ კაპანაძე. კომპანია კლიენტებს იურიდიულ და საადვოკატო მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს. სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის პროცესებს პროფესიონალი ადვოკატები წარმართავენ. კომპანიაში სულ 10 ადვოკატია დასაქმებული. დაარსებიდან დღემდე კი სულ 45 პროცესი აქვს წარმართული. აქედან 15 გამამართლებელი საქმეა სისხლის სამართალში და 6 – სამოქალაქო დავაში.
– მიაღწიეთ იმას, რაზეც ბავშვობაში ოცნებობდით?
– ალბათ, ნაწილობრივ. სიმართლე გითხრათ, არასდროს მიფიქრია „ვარსკვლავური“ ადვოკატი გავმხდარიყავი და განსაკუთრებული ადგილი დამემკვიდრებინა. ვფიქრობ, ბევრი რამ წინ არის. ძალიან ბევრ დროს და ენერგიას ვდებ ამ საქმეში.

скачать dle 11.3