კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა რეაქცია ჰქონდა ბექა ნათელაშვილს, როდესაც მამის „დაუნ ვი დიქტეიტენ“ მოისმინა და რატომ დააკავეს ის ამერიკის სენატში #48

შალვა ნათელაშვილის ვაჟი – ბექა ნათელაშვილი, რომელიც ლეიბორისტული პარტიის საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელია,  შთამბეჭდავი სიტყვით გამოვიდა თურქეთის მთავრობის მიერ ორგანიზებულ სპეციალურ კონფერენციაზე, რომელიც ქალაქ სტამბულში გაიმართა და რომელსაც  35 ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა. მისმა გამოსვლამ დიდი მოწონება დაიმსახურა ყველას მხრიდან, გარდა რუსეთის წარმომადგენლისა, რადგან სიტყვა შეეხებოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. როგორც ჩანს, ბექას, მსგავსად მამისა, აქტიურ პოლიტიკაშიც მალე ვნახავთ.
ბექა ნათელაშვილი: ლეიბორისტულ პარტიაში საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმღვანელი ვარ. ეს მიმართულება დაახლოებით 3 წლის წინ ავირჩიე. მანამდეც ვიყავი პარტიულ საქმიანობაში ჩართული, ოღონდ ახალგაზრდულ ორგანიზაციაში. ვფიქრობ, ამ მიმართულებაში ყველაზე უკეთ გამომდის საკუთარი თავის რეალიზაცია. უცხო ენების ცოდნაც მეხმარება ამ საქმეში და რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, ადამიანებთან ურთიერთობის ნიჭიც მაქვს. გარდა ამისა, ვფიქრობ, დღესდღეობით ჩვენს ქვეყანას ყველაზე ძალიან სჭირდება საერთაშორისო დონეზე ღირსეული წარმოჩენა და სხვა ქვეყნების ხალხებისთვის ჩვენი თავის გაცნობა. ძალიან საწყენია, უცხოელებს რომ ხვდები და მათ, უბრალოდ, შენი ქვეყნის შესახებ არც კი სმენიათ. ამ მიმართულებით მუშაობა გვჭირდება დღეს ყველაზე მეტად და უპირველესად, ამ მიმართულებით სწორი მუშაობა იქნება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის წინაპირობა.
– შენი სიტყვაც თურქეთის მთავრობის მიერ ორგანიზებულ  კონფერენციაზე, სტამბულში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შეეხებოდა, რომელმაც დიდი აღფრთოვანება გამოიწვია.
–  ჩვენ ვართ აზიის პოლიტიკური პარტიების საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი, თანაც, საკმაოდ აქტიური და ვფიქრობ, ეს კარგიცაა. ამ კონფერენციას ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი ესწრება – აზიის 35 ქვეყნის წარმომადგენელი, სხვადასხვა სამთავრობო პარტიების წარმომადგენლები, ასევე ოპოზიციური პარტიის ლიდერები.  საერთაშორისო ტრიბუნა მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, უნდა წავიდეთ ამერიკაშიც, ევროპაშიც, აზიაშიც და აფრიკაშიც, თუ საჭირო გახდება. ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობა არ გვაძლევს იმის ფუფუნებას, რომ ფეხი-ფეხზე გადადებულები ვიყოთ და საფრთხეს არ მოველოდეთ ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისგან ან, თუნდაც, სხვა ქვეყნისგან. უნდა შევძლოთ და მსოფლიოს ვაღიარებინოთ, რომ რუსეთი აგრესორია და 2008 წლის ომი იყო რუსეთის მხრიდან მორიგი ანექსიის მცდელობა.
– შენი პოლიტიკაში ჩართულობა, თან „ლეიბორისტული პარტიით“, ალბათ, მამის გავლენითაა განპირობებული. აქტიურ პოლიტიკაში აპირებ მოსვლას?
– პოლიტიკურად აქტიურ ოჯახში გავიზარდე. 23 წელია, პოლიტიკა ჩამესმის ყურში. რომ არა შალვა, შეიძლება, დღევანდელი პოლიტიკური სპექტრის შემყურე, მწარე ნიჰილიზმში გადავვარდნილიყავი.  პოლიტიკოსის ოჯახში რომ არ გავზრდილიყავი, ალბათ, ამ საკითხებზე ასე სიღრმისეულად არ დავფიქრდებოდი...  ეს უკვე პოლიტიკაა, ჩემი აზრით. აქტიურ პოლიტიკას რაც შეეხება, ჯერჯერობით თავს ვიკავებ. მანამდე ცოდნა და გამოცდილება უნდა მივიღო.
– ამერიკის სენატშიც გაიარე სტაჟირება. როგორ გახსენდება ის პერიოდი?
– ორი წლის წინ სტაჟირებაზე ვიყავი ამერიკის შეერთებული შტატების სენატში და ეროვნული ინტერესების ცენტრში. მისისიპის სენატორის ოფისში უნდა გამევლო ერთთვიანი სტაჟირება. სენატორი ვიკერი საკმაოდ გავლენიანი პოლიტიკოსია. ბევრი ვიფიქრე, აქედან რომ წავიდოდი, რა საჩუქარი უნდა წამეღო. შალვაც ბევრჯერ შეხვდა ამ სენატორს და ფაქტობრივად, რაც კი სოლიდური საჩუქარი არსებობდა, ყველაფერი უკვე აჩუქა. ბევრი ვიფიქრეთ და საბოლოოდ, შალვამ მოიფიქრა, გვეჩუქებინა საკოლექციო, მოვერცხლილი ხანჯალი, თავისი ქარქაშით. თავიდან უარზე ვიყავი. შალვას ვეუბნებოდი, არ წავიღებ-მეთქი. იმ დროს ახალი მომხდარი იყო ტერაქტი ამერიკაში და უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები იყო მიღებული. ყველგან, სადაც არ უნდა შესულიყავი, რკინის დეტექტორი და სპეციალური შემოწმება უნდა გაგევლო. მაგრამ, მაინც დამარწმუნეს და წავიღე. რომ ჩავედი, ლეპტოპის ჩანთაში ჩავიდე ეს ხანჯალი. ძალიან დიდი  იყო და თავი ჰქონდა ამოყოფილი. ქუჩაში, ალბათ, ხალხს  გიჟი ვეგონე. სენატის შენობასთან რომ მივედი, დიდი რიგი იდგა. ვდგავარ ამ რიგში და ხალხი გამეცალა გარშემო – რამე არ დაგვიშავოსო.  ჩემი დრო რომ მოვიდა, დავდე ეს ლეპტოპის ჩანთა და გავიარე დეტექტორი. იქ, კომპიუტერთან ქალი იჯდა.  ეტყობა, იფიქრა, მომეჩვენაო. მერე თავიდან გამოატარა და ატყდა პანიკა – მთელი სენატის დაცვა, პოლიცია ყველა ერთად მოცვივდა: უნდა დაგკითხოთ,  ეს რა არისო. ძლივს დავაჯერე, რომ  სენატორის საჩუქარი იყო და შევიტანე მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდნენ, რომ მართლაც საჩუქარი გახლდათ. სენატორსაც ძალიან გაუხარდა, არ ელოდა ასეთ საჩუქარს. იქ ძირითადად კალამს ან რაიმე წიგნს აჩუქებენ ხოლმე – ხანჯალს ვერც წარმოიდგენდა. სადმე, რომელიმე უცხო ქვეყნის საპყრობილეში თუ მნახეთ უახლოეს მომავალში, იცოდეთ, რომ ცივი იარაღის ტარებისთვის დამიჭირეს. სენატორის staff-ში ვიყავი. კომიტეტების სხდომებს ვესწრებოდი, მოქალაქეებთან შეხვედრებს, ვპასუხობდი სენატორის სახელზე მოსულ მეილებს. ასევე, ვცდილობდი, რაც შეიძლება, მეტ ადამიანს შევხვედროდი და მესაუბრა ჩვენს ქვეყანაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრისას, ამერიკის საგარეო პოლიტიკური საბჭოს პრეზიდენტს ვუთხარი, 2008 წელს უფრო მეტი აქტიურობა რომ გამოგეჩინათ და საქართველოს უფრო მეტად დადგომოდით გვერდში დასავლური ქვეყნების ლიდერები, დღევანდელი მსოფლიო უკრაინაში არსებულ კრიზისს თავიდან აიცილებდა-მეთქი (იმ დროს რუსეთ-უკრაინის ომი მიმდინარეობდა აქტიურ ფაზაში), რაზეც დამეთანხმა. 
 – შენ და ბატონი შალვა სახლში თუ განიხილავთ პოლიტიკურ საკითხებს. რა რეაქცია გქონდა, როდესაც მისი აქცია ნახე ამერიკაში და „დაუნ ვი დიქტეიტენ“ მოისმინე?
– სახლი, ძირითადად, განტვირთვის საშუალებაა შალვასთვის, მაგრამ მე არ ვასვენებ ხოლმე და პოლიტიკურ კითხვებს ვაყრი. ხშირადაც ვკამათობთ. მკაცრი არ არის. ხმა არასდროს აუწევია. ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, ჩემ შესახებ ყველაფერი იცის. ვამაყობ, რომ მისი შვილი ვარ. დიდი პოზიტივი მოდის ხალხისგან, როცა იგებენ, შალვას შვილი რომ ვარ. ჯერ ისეთი არავინ შემხვედრია, რომ ცუდი დამოკიდებულებით განწყობილიყო ჩემ მიმართ მამაჩემის გამო. შალვა ყველას უყვარს, მიუხედავად მისი კრიტიკული გამოსვლებისა. არ არსებობს ადამიანი, ვისაც ის ეზიზღება. სახლშიც ისეთივე ენამახვილია, როგორიც ეკრანზე. ტელევიზიაში როგორიც არის – გულწრფელი და სიმართლის მთქმელი, ცხოვრებაშიც ასეთია. ყოველთვის ურჩევნია, სიმართლე თქვას, თუნდაც ცუდი მოსასმენი იყოს ეს სიმართლე. რა ვიცი, არ ველოდი მსგავსი ტიპის აქცია თუ ჰქონდა დაგეგმილი (იცინის).
– ერთად თუ დადიხართ უცხოეთში ოფიციალურ ვიზიტებზე?
– საერთო ჯამში, ორჯერ ვართ უცხოეთში ვიზიტებზე ერთად ნამყოფი და ახლაც, რამდენიმე დღეში შეერთებულ შტატებში მივდივართ. კონგრესში, სენატში, ატლანტიკურ საბჭოსა და სახელმწიფო დეპარტამენტში საკმაოდ მნიშვნელოვანი შეხვედრებია დაგეგმილი. შრი-ლანკაში ვიყავით მე და შალვა წასული ამავე ტიპის კონფერენციაზე. პირველი დღე იყო. ჩავედით, დავბინავდით და საღამოს საათებში გახსნის ცერემონია იმართებოდა, სადაც 40 ქვეყნის პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს უნდა გაეცნოთ ერთმანეთი – ეგრეთ წოდებული, „ველქომ რესეფშენი“ იყო. ჰოდა, ჩავედით მე და შალვა, ძალიან ბევრი ხალხი ტრიალებდა გარშემო და ამ დროს სიტყვით გამოვიდა შრი-ლანკის ჯანდაცვის მინისტრი. შალვას ვეუბნები, სიტყვით გამოსვლას რომ მორჩება, მივიდეთ, გავიცნოთ, სურათი გადაიღეთ ერთად-მეთქი. შალვამ შემომხედა და მითხრა: აქეთ მოვიდეს და აქეთ გადაიღოს სურათი, არ მცალია მაგისთვისო და გააგრძელა იაპონიის კომუნისტური პარტიის თავმჯდომარესთან საქმიანი დიალოგი...  გავიდა ორი თვე და ეს კაცი  შრი-ლანკის პრეზიდენტი გახდა. შალვამ რომ გაიგო,  მერე ინანა. თავში ხელი შემოირტყა, ნეტა, გამეცნოო.

скачать dle 11.3