კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ თქვა ალექსანდრე ჯულაყიძემ ქიმიოთერაპიაზე უარი და როგორ დაიწყო მან საკუთარ თავზე მუშაობა გამოსაჯანმრთელებლად #48

საფრანგეთის ქალაქ ნიცაში გამართულ პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე, პირველი ადგილი ქართველმა პიანისტმა, 23 წლის ალექსანდრე ჯულაყიძემ დაიკავა. ალექსანდრე მუსიკოსების ოჯახში დაიბადე და ბუნებრივია, მანაც მშობლების გზა აირჩია – მუსიკა თავისი ცხოვრების წესად აქცია. 7 წლისამ დაიწყო ფორტეპიანოზე დაკვრა, თუმცა, როგორც ყველა ბავშვს, შავი და თეთრი კლავიშები დიდად არ ხიბლავდა. ის არაერთ კონკურსში მონაწილეობდა  და ბევრი სოლო კონცერტიც გაუმართავს. ნიცის კონკურსზე და სხვა, არანაკლებ საინტერესო ფაქტებზე მისი ცხოვრებიდან, თავად ალექსანდრემ გვიამბო.
ალექსანდრე (სანდრო) ჯულაყიძე: ინტერნეტის მეშვეობით შევიტყვე ამ კონკურსის შესახებ და შემდეგ კონსულტაცია გავიარე ჩემს პროფესორთან, მანანა დოიჯაშვილთან. ფინანსური დახმარებისთვის მივმართე კულტურის სამინისტროს, რომელმაც დიდი სიამოვნებით გაიღო კონკურსისთვის საჭირო ხარჯები და მომცა შანსი, მონაწილეობა მიმეღო  კონკურსში, რომელმაც  საკმაოდ დიდი წარმატებით ჩაიარა.
– კიდევ, არაერთი წარმატება გაქვს მოპოვებული. მათ შესახებაც გვიამბე.
– Schaffhausen-ის მასტერ-კლასები გავიარე.  შვეიცარიაში მაქვს მიწვევით კონცერტები. წელს მონაწილეობა მივიღე საქართველოს კულტურის დღეებში, უფრო სწორად, 26 მაისის ღონისძიებაზე დავუკარი. იტალიაში მქონდა კონცერტი, ასევე, ვაიმარში ვიყავი მასტერ-კლასზე კონსერვატორიის სტუდენტებთან ერთად. გარდა ამისა, კიდევ არის რაღაცეები... ასე რომ ჩამოვყვე, ბევრი გამოვა (იცინის).
– რატომ აირჩიე ეს პროფესია?
– მშობლები მყავს მუსიკოსები და მათი გავლენა იყო.  შვიდი წლის ვიყავი, როცა ნიჭიერთა ათწლედში შემიყვანეს. სერიოზული მეცადინეობა 9 წლის ასაკიდან დავიწყე, მაგრამ სიმართლე გითხრათ, 15 წლამდე ამ საქმეს ვერ ვიტანდი. რატომ უნდა ამეტანა ყოველდღე, რვასაათიანი მეცადინეობა მაშინ, როცა ჩემი მეზობლები, ბიძაშვილები და ასე შემდეგ, ყველა გარეთ თამაშობდა. მათ განსხვავებული შაბათ-კვირა ჰქონდათ; სკოლაში რომ დადიოდნენ, მეგობრები ჰყავდათ. ამ დროს კი, მე მარტო შავ-თეთრ კლავიშებზე ვმეცადინეობდი. ეს ყოველივე, არც თუ სასიამოვნო იყო. თან, იმ ასაკში ვერ ვიგებდი, რა სამყარო იყო ეს. 15 წლის რომ გავხდი, მერე მომეწონა ჩემი პროფესია. უბრალოდ, სცენაზე რომ გავედი, იქ შეიცვალა რაღაც და მესიამოვნა. მაშინ, პირველად, რაღაც დოზით,  ჩემი ნაწილი დავტოვე სცენაზე. შემდეგ, ნელ-ნელა უკვე დავრწმუნდი, რომ კარგი კი არა, ძალაინ კარგი პროფესია მქონდა.
– ანუ, მშობლების სურვილი იყო, რომ პიანისტი ყოფილიყავი, წინააღმდეგობას რატომ არ უწევდი მათ, თუ არ მოგწონდა ეს საქმე?
– თავიდან კი, ეს მშობლების სურვილი, დაძალება და ძალისხმევა იყო. წინააღმდეგობას ვუწევდი – კომაროვში მინდოდა ჩაბარება, მაგრამ არ მომისმინეს. დედამ უარი მითხრა სურვილზე. მან ასე ამჯობინა, ეს გადაწყვეტილება მიიღო და დღეს ვხვდები, სწორი იყო მისი გადაწყვეტილება. თუმცა, ამას არ ვგულისხმობ, ფინანსური კუთხით.
– მუსიკისა და ფორტეპიანოს გარდა, კიდევ რა ხდება შენს ცხოვრებაში?
– წელს გადავწყვიტე, კონსერვატორიის თვითმმართველობაში დავბრუნებულიყავი. ახლახან ჩატარდა არჩევნები და წევრები აირჩიეს. ცოტა ხანში უნდა მოხდეს პრეზიდენტის არჩევა, რაზეც ჩემს კანდიდატურას ვაყენებ.
– შეყვარებული გყავს?
– (იცინის) შეყვარებული არ მყავს. გრძნობა მაქვს, ეგ რომ არ მქონდეს, რა დამაწერინებს. ისეთ ადამიანს ვგავარ, რომ არ უყვარდეს? მოკლედ, პირადში არა გვიშავს, ყველა კარგად ვართ (იცინის).
– ბევრი თაყვანისმცემელი გყავს, ხომ არ გაწუხებენ?
– ეგრე არ მიგრძნია. არავინ მაწუხებს და რაც მთავარია,  ვუმკლავდებით ერთმანეთს (იცინის).
– როგორც, საუბრიდან გამოდის, სულ შეყვარებული ხარ. სერენადა თუ გიმღერია?
– არა, არავისთვის მიმღერია. მე რომ სერენადა ვიმღერო, მარტო, სამ ხმაში ვერ ვიმღერებ. ამისათვის მჭირდება ვინმე, მინიმუმ, ორი ადამიანი მაინც. მე კიდევ, ასეთ რაღაცეებს სხვების დახმარებით არ ვაკეთებ (იცინის). ჩემთვის მარტო მირჩევნია. ჯერ არ გამჩენია სურვილი, რომ სერენადა მემღერა, თუ მექნება, აუცილებლად ვუმღერებ. არ ვარ ისეთი ტიპი, რაიმემ დამაბრკოლოს. მთავარია, სურვილი მქონდეს.
– წლების წინ, ბიჭებში ფორტეპიანოზე დაკვრა არცთუ კარგ ტონად ითვლებოდა... ამ მხრივ რაიმე დისკომფორტი თუ გქონია?
– პირადად არანაირი დისკომფორტი არ მქონია, თუმცა მიგრძნია სხვებისგან ეგ მენტალური შეცდომა.  მე თავისუფლად შემიძლია, წავიდე ევროპის ბევრ ქვეყანაში და იქ ვიყო მოთხოვნადი. მერე იქიდან ჩამოვიდე წარმატული, თან, კონცერტი გავმართო საკუთარ ქვეყანაში. მე ეს თავისუფლად შემიძლია, გავაკეთო, რადგან ჩემი პროფესია ამის საშუალებას მაძლევს. ეჭვი მეპარება ის, ვინც ფიქრობს, რომ პიანინოზე ბიჭი როგორ უნდა უკრავდესო, ასეთი მოთხოვნადი იყოს ნებისმიერ ადგილზე.
– თუმცა, როგორც თქვი, ეს მენტალური შეცდომა გიგრძნია. რა იგულისხმე?
– ჩემს ბიძაშვილთან ერთად დავდიოდი ხრიდოლზე, თუმცა მე უფრო იშვიათად. ერთხელ წავედით წრთვნებზე, სადაც 60 ბავშვი ვიყავით. 59-ე და მე-60 გახლდით მე და ჩემი ბიძაშვილი, დანარჩენი 58 კი იყო – გიორგი. ამ გიორგებიდან აბსოლუტურად ყველა ჩხუბობდა და ირტყმევინებოდა. რომ გაიგეს, პიანისტი ვიყავი, მაშინვე წავიდა „ბეთხოვენის“ და მსგავსი „კლიჩკების“ შერქმევა. ზოგადად, მსგავს საკითხს იუმორით ვუდგები, 58 ადამიანი რომ დგას და ყველას თავი რაღაც ჰგონია, ყველა გიორგი რომ არის და ყველა ირტყმევინება, ბეთხოვენს დამიძახებენ თუ მოცარტს, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს (იცინის). უფრო მეტიც, ამას კომპლიმენტად მივიღებ. ეს ის მენტალური შეცდომაა, რაც ვიგულისხმე, თუმცა კიდევ ყოფილა სხვა რაღაცეებიც. ჩემს პროფესიასთან, ერთადერთი კითხვის ნიშანი, რაც მიჩნდება, ეს არის ფინანსური მხარე, რადგან საქართველოში ჩვენი შექმნილი პროდუქტი ვერ იყიდება.
– პირველ წარმატებას თუ გაიხსნებ, რომელიც უცხოეთის სცენაზე გქონდა.
– უცხოეთში, სწორედ ამ პრობლემის გამო გადავწყვიტე წასვლა. როცა მივხვდი, რომ ჩემს პროდუქტს საქართველოში ვერ გავყიდდი, აუცილებლად უნდა მეპოვა გამოსავალი. ამიტომ, გეზი ევროპისკენ ავიღე, სადაც ეს სფერო ძალაინ მოთხოვნადია. საინტერესო იყო პირველი გასვლა. ოჯახის ახლობლის, კარგი მუსიკოსის დახმარებით გავემგზავრე შვეიცარიაში მასტერ-კლასზე, სადაც კონცერტის გამართვაც შემომთავაზეს. ეს იყო ჩემი პირველი ანაზღაურებადი კონცერტი. სწორედ იქიდან დაიწყო ჩემი შვეიცარიაში ვიზიტები და შემდგომი წარმატებები. თუმცა, უცხოეთში ჩემი პირველი გამგზავრება მუსიკას არ უკავშირდება.
– რა მიზნით იყავი წასული?
– ჯანმრთელობის პრობლემები მქონდა. იყო საუბარი ლიმფომაზე, ეს არის ნერვული სისტემის ავთვისებიანი სიმსივნე. მინიშნავდნენ ქიმიას, მაგრამ უარი ვთქვი. მაშინ 15 წლის ვიყავი. მოკლედ რომ გითხრათ, საქართველოში დამიდგინეს ეს დიაგნოზი, შემდეგ რაღაც ანალიზებისა და დიაგნოზის გადასამოწმებლად წამიყვანეს გერმანიაში. მაშინ ამის საშუალება იყო, თან გერმანიის საელჩო დაგვეხმარა ძალიან, დამაფინანსა. პროდუქტიულად დასრულდა ეს ყოველივე. საბოლოოდ, მივედი დასკვნამდე, რომ ჯობია, არ იყო ავად და ისევ, „ჯიგრულ“ ცხოვრებას მიაწვე. მეც ასე მოვიქეცი. ქიმიაზე უარი რომ არ მეთქვა, ახლა აქ არ ვიქნებოდი (იცინის).
– გერმანიაში ანალიზის პასუხები არ დაემთხვა? დღეს რა მდგომარეობა გაქვს? რთული პეროდი გადაგიტანია...
– კი, ბევრი რამ დაემთხვა. ფსიქოანალიზით ვმკურნალობდი. დღეს ყველაფერი წესრიგში მაქვს, 100 პროცენტით ჯანმრთელი ვარ. ეს იყო ყველაზე რთული პერიოდი. გარდა იმისა, რომ ცუდად ვიყავი, მქონდა გარდატეხის ასაკი. როცა გავაცნობიერე, რომ გაუცნობიერებლად ცუდად ყოფნა მინდოდა, მერე დავიწყე  კარგად ყოფნაზე მუშაობა. საკუთარი თავი თავადვე  გამოვიყვანე მდგომარეობიდან, უბრალოდ მყავდა დამხმარე, ძალიან დიდი დამხმარე და ეს გახლდათ პაპაჩემი. მასაც მსგავსი ამბები აქვს გამოვლილი და მეხმარებოდა ამ ყოველივეს დაძლევაში.
– სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?
– ახლა ვარჩევ კონკრეტულ კონკურსებს, რომლებზეც კიდევ, ვცდი ბედს. მაქვს განსაზღვრული მონახაზები, მაგრამ ჯერ ვერ ვიტყვი, რადგან არ ვიცი, რა, როგორ იქნება. გაასმაგებულად ვარ ორიენტირებული ჩემს საქმეზე. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება.

скачать dle 11.3