კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის ცდილობს გარდაცვლილის მოჩვენება ადამიანებთან ფიზიკური კონტაქტის დამყარებას და რა უნდა მოიმოქმედოთ, თუ ბინაში სხვა განზომილებიდან გესტუმრათ აჩრდილი #48

თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, ერთ ჩვეულებრივ სახლში, უცნაური ამბები ხდება. ამოუხსნელი ძალა, რომელიც ბინაში ცხოვრობს, ღამით აქტიურდება და ოჯახის წევრებს მოსვენებას არ აძლევს. ოჯახმა დახმარებისთვის, არაერთ უფოლოგს, ეზოთერიკსა და პარაფსიქოლოგს მიმართა. თუმცა, ამით არაფერი შეცვლილა და ამოუხსნელი მოვლენები სახლში ისევ მეორდება. ამ საკითხზე მუშაობდა ეზოთერიკოსი ქალბატონი ლუბა, რომელსაც ამ ფაქტის შესახებ კომენტარი ვთხოვეთ.

 ლუბა: როდესაც დამიკავშირდნენ და ამ ფაქტის შესახებ მიამბეს, არ გამკვირვებია, რადგან მსგავი რამე ხშირად მსმენია. უბრალოდ, ჩვენ არ ვაქცევთ ყურადღებას ირგვლივ მომხდარ უცნაურ ამბებს და მას ფანტაზიას მივაწერთ. თორემ, სულები და აჩრდილები ჩვენ გვერდით, ნამდვილად არსებობენ.
– კონკრეტულად, ამ ფაქტის შესახებ რას გვეტყვით? მართლაც ცხოვრობს მოჩვენება იმ სახლში?
– დიახ, მოჩვენება მართლაც ცხოვრობს იმ ბინაში და ეს იმ ადამიანის სულია, ვინც წლების წინ ცხოვრობდა ამ სახლში და შემდგომ ჩამომხრჩვალი ნახეს. ვერ გაირკვა, თავად მოიკლა თავი თუ მოკლეს. თუმცა, მე დანამდვილებით ვამბობ, რომ იმ ახალგაზრდა კაცმა, თავი მოიკლა. მისი სული ამ სამყაროში გაიჭედა და მოსვენებას არ აძლევს ბინაში მცხოვრებთ. როცა ყველას სძინავს, ფეხის ხმა ისმის, სინათლე ინთება და ქრება, საგნები გადაადგილდება და იკარგება. როგორც ოჯახის წევრებმა მითხრეს, პერიოდულად, ისმის მამაკაცის ხვრინვა, ხმამაღალი სუნთქვა, მაცივრის კარის ხმა, კარის ჭრიალი. ამოუხსნელი ძალა, ანუ აჩრდილი, რომელზეც ამ ოჯახის წევრები ლაპარაკობენ, ფიზიკურ კონტაქტშიც შედის. ღამით, ქალბატონს ჩაუწვა საწოლში და ზურგზე დაკაწრა. იმ ქალბატონმა ტკივილი იგრძნო, მაშინვე გამოიღვიძა, წამოხტა და შუქიც აანთო, მაგრამ ვერავინ დაინახა. სხვათა შორის, დილით, მის პატარა გოგონას ტელეფონის ვიდეოთი გადააღებინა ნაკაწრები იმის დასამტკიცებლად, რომ არაფერი მოსჩვენებია. ამ შემთხვევიდან რამდენიმე დღეში, დამიკავშირდნენ და მთხოვეს, მათთან გარკვეული ხანი დავრჩენილიყავი, რომ სიტუაციაში გავრკვეულიყავი. სწორედ იმ პერიოდში დავადგინე, რომ ეს მოჩვენება გარდაცვლილი ახალგაზრდა ბიჭის იყო და ის ცდილობდა, ოჯახის წევრებთან კონტაქტში შესვლას. მოჩვენება მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ბინა იყიდეს, რემონტი გააკეთეს და ინტერიერი შეცვალეს, მანამდე იქ არავინ ცხოვრობდა. ეტყობა, განახლებულმა გარემომ იმოქმედა მოჩვენებაზე და მოსვენება დაკარგა.  მეზობლისგან შევიტყვე, რომ როცა  ბინა დაკეტილი იყო, იქიდან უცნაური ხმები ისმოდა. თითქოს ვიღაც ყვიროდა, შველას ითხოვდა, ასევე, ისმოდა, ფეხის ხმა. თუმცა, ამას არ აქცევდნენ ყურადღებას და არც არავისთვის მიუმართვათ. ოჯახის წევრები კი ყვებიან, რომ მოჩვენება ხშირად აღებს და კეტავს კარადის კარებს ღამით, ხოლო როცა შუქს ანთებენ, იქ არავინ ხვდებათ. ერთხელ ტელევიზორიც ჩაურთავს შუაღამისას და ისე შეშინებიათ, ერთმანეთს ეხუტებოდნენ. როგორც აღმოჩნდა, მოჩვენება მაშინ ხდება აგრესიული, როცა ყურადღებას არ აქცევენ. სწორედ მაშინ ცდილობს, ოჯახის წევრებთან ფიზიკური კონტაქტის დამყარებას.
– მოჩვენებას ყველა ოჯახის წევრი ხედავს და იქ სტუმრად მისულ ადამიანებსაც ენახვება?
– სხვათა შორის, დღისით არ ჩანს, ხოლო, როგორც კი შეღამდება, მაშინვე აქტიურდება და არა მარტო ოჯახის წევრები, არამედ, იქ სტუმრად მისული ადამიანებიც ამჩნევენ უცნაურ რამეებს. მაგალითად, ერთ-ერთ მათ ნათესავს ჩანთიდან სათვალე დაეკარგა და შემდეგ ის საწოლის ქვეშ ნახეს. ასევე, მთელი ღამე ესმოდა თურმე ფეხის ხმა, ხვრინვა და სუნთქვა. დილით კი, როცა ეს მასპინძელს უთხრა და აუხსნეს, რაშიც იყო საქმე, მას შემდეგ იქ აღარც გამოჩენილა. არცაა გასაკვირი, მსგავს ფაქტებს ყველა ერიდება და შორიდან აკვირდება, რა მოხდება.  ერთი უცნაურობაც მითხრეს: როგორც კი თვალს გავაყოლებთ ლანდს, მაშინვე ქრებაო. სხვათა შორის, ბოლო დროს ხშირია ადამიანის ურთიერთობა ფენომენალურ მოვლენებთან – რასაც ყოველდღიურად არ ვხვდებით და თვალი შეუჩვეველია. მსგავსი ფაქტები განსაკუთრებით ხშირია კავკასიაში, სადაც ძალიან დაძაბული ფონია. ადამიანები ზემგრძნობიარენი არიან, თითქოსდა მეტს აღიქვამენ, შეგრძნების გამძაფრებული უნარი აქვთ. ხშირად მომმართავენ და აღწერენ, რომ მსგავსმა მოვლენებმა მათი ცხოვრება შეცვალა – საკუთარ თავში აღმოაჩინეს აქამდე დამალული ნიჭი. ზოგმა ხატვა დაიწყო, როცა მანამდე ფანქარიც არ სჭერია ხელში, ზოგმა მუსიკალური ნაწარმოები შექმნა, ბევრს ინტუიციის უნარი გაუმძაფრდა. როცა აღმოაჩენ, რომ შენ გვერდით ამოუხსნელი ფაქტი ხდება, მაგალითად, მოჩვენება გამოგეცხადა ბინაში, პანიკაში არ უნდა ჩავარდე. პირიქით, ამ დროს უნდა გაძლიერდე, არ შეგეშინდეს, გაუშვა დადებითი მუხტი და პატივისცემა გამოხატო იმ ძალისადმი, რომელიც შენს სახლში ცხოვრობს. ის შესაძლოა გარდაცვლილის სული იყოს ან პარალელური სამყაროს წარმომადგენელი. ისინი, ურთიერთობის ფორმას თვითონ არჩევენ. შეიძლება, ეს იყოს ვიზუალური ან სიტყვიერი. არის შემთხვევები, როცა ადამიანები პირდაპირ ხედავენ ამ არამიწიერ არსებას, ესმით მათი ხმა, გრძნობენ უცნაურ სუნს.
– ძნელია, დაინახო საკუთრ ბინაში მოჩვენება, გარდაცვლილის აჩრდილი, ლანდი და არ ჩავარდე პანიკაში, შეინარჩუნო სიმშვიდე...
– ამ დროს პანიკაში კი არ უნდა ჩავარდე, უნდა გააცნობიერო, რომ  სხვა სამყაროს წარმომადგენლები-მოჩვენებები, სხვა განზომილების არსებები, ხედავენ ჩვენს აურას, იქიდან წამოსულ გამოსხივებას და ვექცევით მათი ყურადღების ცენტრში. ამიტომ, თუ მშვიდად ხარ, ისინიც შესაბამისად, არ ღიზიანდებიან. თუ ეცდებით მათ მიმართ ძალის გამოყენებას, რაიმეს სროლას და ასე შემდეგ, მაშინ, ისინიც შესაბამისად, რეაგირებენ და ცდილობენ, თავი დაიცვან. სამყარო ისეა მოწყობილი, რომ ყველაფერი ერთად არის ურთიერთობაში. ჩვენ არ ვართ ცალკე არსებები – სამყაროს შემადგენელი ნაწილი ვართ და ჩვენზე მოქმედებს როგორც გარდაცვლილთა სულები, ისე სხვა განზომილების არსებები. ვისაც მათთან შეხება აქვს, ერთ რჩევას მივცემ: ნუ შეეშინდებათ ამ ურთიერთობის, ნუ იქნებით მათ მიმართ დაუნდობელი და ეცადეთ, სიმშვიდით და გაწონასწორებული ქცევით, მიახვედროთ, რომ მათი არ გეშინიათ.

скачать dle 11.3