კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ სცემა სასტიკად მილიციის მაიორმა „შავეთერამ“ ქმარი #48

მილიციის პოლკოვნიკი სოსო მირიანაშვილი ასეთ ისტორიას იხსენებს: „ძველი თაობის ხალხს კარგად ემახსოვრება მილიციის სამმართველოს ცნობილი ოპერი ქალი, მილიციის მაიორი ეთერ გოგუაძე, რომელსაც შავგვრემანობის გამო „შავეთერას“ ვეძახდით. ერთხელ შავეთერა დადარდიანებული გამოცხადდა სამსახურში და მიზეზი რომ ვკითხე, რადგან ახლომეგობრული დამოკიდებულება გვქონდა, პირდაპირ მითხრა:
– ჩემს ქმარს კუჭ-ნაწლავი აწუხებს, გაუვალობა სჭირს და იმის მაგივრად, რომ ექიმთან წასულიყო, არ დაიშალა და ფოთში, მივლინებაში წავიდა ქუჩებიდან წყლის ამოსაკაჩავებლადო.
ერთი სიტყვით, შავეთერა ძალიან შეწუხებული იყო ქმრის მდგომარეობით და ნახევარი დღე იდარდა, თან ამბობდა: ნეტავ, როგორაა ახლა ჩემი ნუგზარი, წყლის კაჩაობის დროს ნაწლავები არ გადაეხლართოსო... უცებ, ჩვენმა ოპერჯგუფმა, სადაც შავეთერა უფროსი იყო, სამმართველოს უფროსისგან დავალება მიიღო, რომ გლდანის მასივში, ერთ-ერთ ბინაში მეძავების „პრიტონი” იყო და ყველანი უნდა დაგვეპატიმრებინა და სამმართველოში მიგვეყვანა. ადგილზე უხმაუროდ მივედით.  კარი სპეციალური მოყწობილობით შევამტვრიეთ და ბორდელში შევვარდით... კარგი გარეგნობისა და სინაზის მიუხედავად, საქმის დროს ეთერ გოგუაძე ძალიან მკაცრი, უხეში იყო და დაკავებულების ცემა-ტყეპაც კი იცოდა... პირველმა მან შედგა ფეხი პრიტონში, თან იგინებოდა და მეძავებს სახეში სილას უტყლაშუნებდა. უკან მე მივყვებოდი და ერთ-ერთ „სპალნაში“ რომ შევედით, ეთერს სახე გაუქვავდა – ქალისა და მამაკაცის შიშველ წყვილს გაოგნებული უყურებდა. მერე უცებ გამოერკვა, მეძავს ზურგში გაშლილი სილა ჩაარტყა და იქვე დააგდო. შიშველ მამაკაცს კი ეცა და სულ წიხლები ურტყა „სუსტ ადგილებში“, თან უყვიროდა:
– ფოთში ხარ, ხომ, ფოთში! წყლის ამოსაკაჩავებლად, შე საოხრეგასახმობო, გათახსირებულო...
ალბათ, ძნელი მისახვედრი არაა, რომ საოხრეგასახმობი, შიშველი მამაკაცი ნუგზარა, შავეთერას ქმარი იყო და ცოლმა ისე სასტიკად სცემა... ხელიდან ძლივს გამოვგლიჯეთ.

скачать dle 11.3