კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად ნახულობდა საკუთარი თვალით „წამლის“ გაყიდვის ფაქტებს გიორგი სუხიტაშვილი და რატომ გახდნენ ის და ლევან სუხიტაშვილი ადრეულ ასაკში სრულწლოვანები #48

ძმები, გიორგი და ლევან სუხიტაშვილები, უკვე ბევრი წელია, საქველმოქმედო აქციებს ატარებენ და იმ ადამიანებს, საბავშვო სახლებს ეხმარებიან, რომლებსაც გვერდში დგომა განსაკუთრებულად სჭირდებათ. 22 ნოემბერს საოკუპაციო ხაზთან 30 მეტრში, სოფლებში – ფლავისმანსა და ფლავში ჩატარებული კონცერტ-აქციით ისინი არა მხოლოდ სოციალურად დაუცველ 126 ოჯახს დაეხმარნენ, არამედ თავისი მშვიდობიანი ხმა საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს მცხოვრებ ქართველებსა და ოსებსაც მიაწვდინეს.
ლევან სუხიტაშვილი: ახალი წლის პერიოდი რომ მოდის, ვცდილობთ საქველმოქმედო აქციები გავაკეთოთ, დავეხმაროთ ბავშვთა სახლებს, სოციალურად დაუცველებს. ახლაც, უცბად გადავწყვიტეთ, საოკუპაციო ზოლში გაგვეკეთებინა ღონისძიება. მაშინვე ჩავედი გორის გამგებელთან და შევთავაზე იდეა, რომელიც წარმატებით განხორციელდა. მიუხედავად იმისა, რომ აქამდე ბევრი ღონისძიება ჩაგვიტრებია, ეს იყო იმ ყველაფრის გვირგვინი – გამარჯვება იმაზე, რაც კი ოდესმე გაკეთებულა. ამისთვის მინდა, მადლობა გადავუხადო იმ კომპანიებს, ვინც გვერდში  დაგვიდგნენ: „ლიდერ-ფუდი“, „შაროლე“, „ბარამბო“, სამშენებლო კომპანია „გრუსია“, სათამაშოების მაღაზია „ბანა“. დიდი მადლობა სუპერმარკეტ „ზღაპრის“ გოგონებს, რომლებიც ღამის 4 საათამდე გვეხმარებოდნენ ყველაფრის დაფასოებაში. ასევე, დიდი მადლობა გორის მუნიციპალიტეტს, რომელიც თავიდან ბოლომდე გვერდში დაგვიდგა და მომავალშიც, ნებისმიერ ადგილას შეგვპირდნენ დახმარებას. ბელგიაში მცხოვრები ემიგრანტები დიდ ჰუმანიტარულ ტვირთს აგზავნიან ამ ადამიანების დასახმარებლად და შესაბამის ორგანოებს ვთხოვ, არ დააბრკოლონ ეს ტვირთი, რათა იმ ადამიანებამდე მივიდეს, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.
– რატომ გადაწყვიტეთ კონცერტის გაკეთება საოკუპაციო ხაზთან?
გიორგი სუხიტაშვილი: კონცერტის მიზანი, რომელიც საოკუპაციო ხაზთან 30 მეტრში ჩატარდა, ასეთი იყო: გვინდოდა, ჩვენი ხმა იმ ადამიანებამდე მისულიყო, საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს რომ ცხოვრობენ. პროექტს დავარქვით: „გაგრძელება იქნება“ და ეს ორ რამეს გულისხმობს:  როგორც პროექტის გაგრძელებას, ასევე იმ ადამიანებთან ურთიერთობის გაგრძელებას, საოკუპაციო ხაზის იქით რომ არიან. გვინდოდა, მათ გაეგოთ, რომ ჩვენ ისინი გვახსოვს, გვიყვარს და არასდროს დავყრით ფარ-ხმალს.
ლევანი: ისინი მავთულხლართებით მოცოცავენ, ჩვენ სიყვარულით მივცოცდებით.
გიორგი: იცი, რა იყო მნიშვნელოვანი, ტელეფონით ასმენინებდნენ კონცერტს საოკუპაციო ხაზის იქით დარჩენილ ოსებს და ისინიც კითხულობდნენ: ოსურს თუ იმღერებენო. ყველაზე დიდი შოკი მაინც ის იყო, რომ როცა გაიგეს, საოკუპაციო ხაზის იქით კონცერტიაო, დაიწყეს ხაჭაპურებისა და ხაბიზგინების ცხობა. უნდოდათ, გადმოსულიყვნენ და ჩვენთვის გადმოეცათ. არ გადმოუშვეს, არც ხაჭაპურები გადმოატანინეს, მაგრამ თავად ფაქტი იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ასეთ დროს სახალხო დიპლომატიაზე ძლიერი არაფერია.
ლევანი: ოსის ქალებმა გამოაცხვეს ეს ხაჭაპურები და ხაბიზგინები. კონცერტის დროს ვეცადე, მავთულხლართთან ახლოს მივსულიყავი, მაგრამ სპეცნაზმა არ გამიშვა. ყველაზე მაგარია, რომ ამ ადამიანებს სიყვარულს უღვიძებ: ჩემები ზეიმობენ, მე აქეთ ვარ და მოდი, მეც რამეს გავაკეთებო.
– ვინ მონაწილეობდა კონცერტში?
გიორგი: მე, ჩემი ბენდი  „13 – ანუ უშაქრო“, ოთო ნემსაძე და ნინი ბადურაშვილი. არ მინდა, დავასახელო იმ მომღერლის სახელი – იცის, დილით რომ უნდა მოვიდეს. ურეკავ და ტელეფონს გამოგირთავს. ეს არ არის სწორი.
ლევანი: იმ კომპანიებს, ვინც ცხვირი აიბზუა, ან პასუხი არ გამცეს, ან მომიშორეს, მინდა, ვუთხრა: ამაზე უკეთესს ვერასდროს ვერაფერს გააკეთებენ. 80-მა პროცენტმა გვითხრა უარი, თან ჩვენ მათივე წარმოებულ პროდუქციას ვთხოვდით და არა ფულს. იცი, როგორი მოთმინებით იდგა ხალხი რიგში, ისეთი ორგანიზებულობა იყო, ერთმანეთს უფრთხილდებოდნენ – ალბათ, ომმაც ასწავლათ ეს ყველაფერი. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ სხვებმაც გამოთქვეს კონცერტების ჩატარების სურვილი. გარდა ამისა, 2017 წლიდან ამ ორ სოფელში მცხოვრები ბავშვებიდან, ვისაც ფეხბურთის თამაშის სწავლის სურვილი ექნება, ჩასვამენ ფეხბურთის შესწავლის უფასო პროგრამაში.
გიორგი: მე და ჩემს ძმას ეს ორი ომი გვაქვს ნანახი თავიდან ბოლომდე – თავისი ტანკებით, სროლებით, სკოლაში ვერწასვლებით. ეს ყველას შეეხო მთელ რეგიონში. ყველას სახლში იყო იარაღი და ყველას ეძინა მატყლის საბნებით. ერთადერთი გამოსავალი ის იყო, საშინელ სიცივეში, მთელი ოჯახი რომ მივდიოდით გორის თეატრში სპექტაკლის საყურებლად. მამაჩემი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ არაფერი მოგვკლებოდა. კლუბში ანსამბლი ჰყავდა, უკრავდა ჯარის ორკესტრში. პიკოლოზე ისწავლა დაკვრა და დღეში ორი პური ჰქონდა ხელფასი.
ლევანი: მე რომ არ მენახა მამაჩემის ორკესტრი, გიტარა, ანსამბლი, შეიძლება, სხვა გზას დავდგომოდი. არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ, ალბათ, ვიქნებოდი რიგითი ადამიანი, რომელმაც მიწის დამუშავების გარდა, სხვა არაფერი იცის. ან შეიძლება, ეგეც არ მცოდნოდა და ვყოფილიყავი ჩვეულებრივი წურბელა, ან გადავყოლოდი მაშინდელ ცუდ პერიოდს, როცა ნარკომანიის ბუმი იყო და გადავსულიყავით გზიდან... ამაზე ხშირად მიფიქრია. ალბათ, ეს ოჯახის დამსახურებაა – მშობლების პატივისცემაზე, პიროვნებაზეც ბევრია დამოკიდებული, რომ ამ ყველაფერმა არ ჩამითრია. ბევრი ბიჭი გადაჰყვა ამ ამბავს, მაგრამ ბევრი მოჭიდავეც გვყავდა, ვინც გვასახელეს. მე იმ გზაზეც ვიდექი, მაგრამ მივხვდი, რომ ჩემი გზა არ იყო და სხვა გზაზე გადმოვედი. ჩემ თვალწინ, ერთ ოთახში ხდებოდა ყველაფერი, მაგრამ შევძელი, ეს გზა არ ამერჩია. თუმცა, ის ადამიანები არ დამიკარგავს, ვინც გვიან მიხვდა ამას. ზოგი დაიღუპა, ზოგი კი ძალიან განიცდის ამ ყველაფერს.
გიორგი: დღეს ხშირად ამბობენ ერგნეთის ბაზარი იყო ადგილი, სადაც ხალხს ერთმანეთთან ურთიერთობის საშუალება ჰქონდაო. მე ჩემი თვალით მაქვს ნანახი, დახლზე როგორ იყიდებოდა წამალი. საბარგულებში რამდენიმე ფენა ცელოფანი იყო და ასე გადმოჰქონდათ ბენზინი. მერე სოფელ-სოფელ იყიდებოდა და ეს იყო აბსოლუტურად ნორმალური. არცევში იყო წამლის ბუდე და ყიდულობდა ის, ვისაც მოუნდებოდა – არასრუწლოვანიც და სრულწლოვანიც. ერგნეთის ბაზარი ინფექცია იყო ჩვეულებრივი. შეიძლება, ვიღაცეები ერთმანეთთან ურთიერთობდნენ, მაგრამ ეს ურთიერთობა ნამდვილად არ მინდა იმის ფასად, რომ წამალი, კონტრაბანდა ჩვეულებრივ გადი-გადმოდიოდეს. მე ამ გზაზე გავიზარდე. მთელი ღამე ავტომობილების მოძრაობა, სროლები, გარჩევები იყო. კარგად მახსოვს, მთავარ გზაზე რეიდები – ყველას აჩერებდნენ. ცხინვალიდან თბილისში სულ მოდიოდნენ „მარშრუტკები“, იმათაც კონტრაბანდა მოჰქონდათ, ოღონდ ფქვილი და რაღაცეები. მგზავრებს აიყვანდნენ და ისე გადადიოდნენ. მახსოვს, ვიღაც ტიპები როგორ მოდიოდნენ თეთრი „ფორდ სიერით“. ჩაისვამდნენ ქალს, ბავშვს – ვითომ წამალი კი არ გადაჰქონდათ, სოფლიდან ქალაქში მიჰყავდათ ოჯახი. რამდენიმე კაცს ძველი მოწვევის პარლამენტიდან ნოსტალგია აწუხებს – ფეხით ვყოფდით ფულსო. ეს იყო მათი გადასახედით, სახალხო დიპლომატია. ჩემი გადასახედიდან კი, სახალხო დიპლომატიაა ის, რაც იყო 22 ნოემბერს ფლავისმანში. ასევე, ვაჩვენებთ ახალგორში და თუ ხელი არ შეგვიშალეს, კიდევ ბევრ ადგილას, მათ შორის, აფხაზეთშიც.
ლევანი: ერთ ტიპს მტრედი ჰყავდა გაწვრთნილი – გზა ასწავლა, გორიდან უშვებდა არცევში. არცევში ბარიგა დახვდებოდა, წამალს მოაბამდა  ფეხზე და უშვებდა გორში, სადაც პატრონი ხვდებოდა.
გიორგი: მთელი ბავშვობა ვვარჯიშობდი, პროტესტი მქონდა სიგარეტისა და ასეთი რაღაცეები მიმართ. მაგრამ, ამ პროცესებმა ძალიან ადრე გვაქცია სრულწლოვნებად – ბრჭყალებში. სხვანაირად დავიწყეთ ფიქრი, გვინდოდა, ამ ყველაფერს გავცლოდით და ჩვენი საქმე გვეკეთებინა. იმ ბავშვებსაც, რომლებიც 22 ნოემბრის ღონისძიებაზე იყვნენ, აქვთ სურვილი, ჟინი – მეტი იცოდნენ და მეტი გააკეთონ წარმატების მისაღწევად.
ლევანი: სწორედ ეს ბავშვები იქნებიან ისინი, ვინც ამ მავთულხრათებს აიღებენ მომავალში, მათ წახალისება სჭირდებათ, რომ არ დაიცალოს ეს სოფლები. როგორც კი დაიცლება და ადამიანები შეეგუებიან იმას, რომ ეს მაინც დაკარგულია, საოკუპაციო ხაზი ორჯერ უფრო სწრაფად წამოვა.

скачать dle 11.3