კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა გახდა დოლიძეზე სასტიკი მკვლელობის მიზეზი და რა გაიხსენა მკვლელობაში ბრალდებულმა დანაშაულის შესახებ #48

გასულ კვირას თბილისში კიდევ ერთი ადამიანის დანაწევრებული გვამი იპოვეს. ამჯერად ვაკე-საბურთალოს რაიონში, დოლიძის ქუჩის მახლობლად. მომხდართან დაკავშირებით, სამართალდამცველებმა 1987 წელს დაბადებული ო.ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 1963 წელს დაბადებული დ.წ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, მალევე დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს, თბილისში, ვაკე-საბურთალოს რაიონში, თავის სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობს – 1976 წელს დაბადებულ გ.მ.-ს ბლაგვი საგნით, თავის არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა. ამის შედეგ კი  დაჭრილი რამდენიმე საათის შემდეგ, შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაულის დაფარვის მიზნით, ო.ა.-მ ცხედარი თავის საცხოვრებელი სახლის გვერდით მდებარე სათავსოში დამალა.
ჩვენ დანაშაულის ადგილზე მივედით და მომხდართან დაკავშირებით მეზობლებს გავესაუბრეთ:
– დაახლოებით ბოლო ერთი თვის განმავლობაში აქ საშინელი სუნი იდგა. ვიფიქრეთ, რომ ეს მკვდარი კატის ლპობით უნდა ყოფილიყო გამოწვეული. რამდენიმე დღის წინ, საღამოს სუნმა ძალიან იმატა. ხალხს შეეშინდა, გაზმა ხომ არ გაჟონა ან რამე ხომ არ მოხდაო. შესამოწმებლად მეზობლები იმ სახლის სათავსოში შევიდნენ, საიდანაც სუნი მოდიოდა. დათვალიერებისას, სიღრმეში რაღაც შემაღლება დაინახეს, რომელზეც პარკი იყო გადაფარებული. მიხვდნენ, რომ სუნი იქიდან მოდიოდა. შეშინებიათ და პატრულში დაურეკავთ. მოვიდნენ სამართალდამცველები და ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. როგორც ჩანს, მთელი თვე მოკლული ადამიანის გვამის ლპობის სუნი იდგა.
– ეს სახლი მეზობელ ბიჭს ეკუთვნის და მის ოჯახზე მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია. თვითონ ძალიან კარგი ბიჭია. ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, მაგრამ მისგან ზედმეტი სიტყვა ან შეგინება, არასდროს გაგვიგია. ოჯახის წევრების გარდაცვალების შემდეგ ის მარტო დარჩა. „ბომჟებმაც“ შეამჩნიეს, რომ მარტო იყო და მოდიოდნენ მასთან. ეს კიდევ ისეთია, ვერავის აგდებდა. ხშირად გვინახავს, ისინი რომ მოსულან, ეს გარეთ გამოსულა. მისთვის მიცემული ტანსაცმელი კი სხვების ტანზე დაგვინახავს. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გახშირდა მასთან მისვლა-მოსვლა. სვამდნენ და ხშირად ვხედავდით იქიდან ბარბაცით გამოსულებს. უშუალოდ გვერდით მეზობელმა არაერთხელ მიმართა პოლიციას. მშვიდი და მოწესრიგებული უბანია და ბუნებრივია, ასეთი სიტუაცია არავის გვსიამოვნებდა. თან, დათო გვენანებოდა ამ გარემოსთვის. ის სულ სხვა მენტალობისა და კატეგორიის ადამიანია, ჩვენ თვალწინ გაიზარდა. ერთი ქალი მოდიოდა ხშირად, აქაურობას ასუფთავებდა და უვლიდა. რუსის ტიპის იყო გარეგნულად, მაგრამ ბოლოს აღარ მინახავს.
დავით იობაძე (სახლის პატრონი): მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცველებმა ორი ადამიანი დააპატიმრეს: წკრიალაშვილი დათო და აზალაშვილი ოთარი. როგორც ვიცი, დანაშაული ერთ-ერთმა თავის თავზე აიღო. რაც შეეხება გარდაცვლილს, მას არ ვიცნობდი, ყოველ შემთხვევაში, მე ასე მგონია. თუ აქ ვინმე მოდიოდა და გამომეპარა, არ ვიცი. მისი სახე არ მინახავს, ყველაფერი მოულოდნელად მოხდა და თვალის მოკვრაც ვერ მოვასწარი. პოლიციამ გვამი რომ იპოვა, მე აქ არ ვიყავი, მანამდე წამიყვანეს. მას შემდეგ, რაც მშობლები და და გარდამეცვალა, მარტო დავრჩი. ჩემთან ბევრი უბინაო ბიჭი შემოდის, ვისაც ფული არ აქვს და უჭირს, მთხოვენ, რომ შევიფარო. მათ შორის იყო ეს ორიც. მკვლელობაში ბრალდებულს გონება კარგად უჭრის და ბევრი რამ  იცის. არ მეგონა, თუ შეიძლებოდა, ასეთი რამ მომხდარიყო.
– რადგან გვამი აქ, სახლის სათავსოში აღმოაჩინეს, სავარაუდოდ, მკვლელობაც აქ მოხდა.
– მკვლელობაში ბრალდებული (აზალაშვილი) სამართალდამცავებმა აქ მოიყვანეს და ჰკითხეს, როგორ მოხდა მკვლელობაო. მეც დავესწარი, როცა აზალაშვილმა მათ უპასუხა, მე ჩავარტყი თავში ტაფა და გარდაიცვალაო.
– რატომო, არ უთქვამს?
– შეიძლება, თავის ცოლზე იეჭვიანა. ასე თქვა: იმიტომ მოვიდა, რომ ჩემი ცოლი უნდოდაო. თვითონ დაარქვა ცოლი იმ ქალს. ვერ ვაპატიე და ეჭვიანობის ნიადაგზე დავარტყი, როგორც კი მოვიდაო.
– ის ქალიც აქ იყო?
– მე არ ვიცი, მაგრამ შეიძლება, არ იყო. თქვა: ვიეჭვიანე და კიდევ კარგი, განგებამ დამიფარა, რომ ქალი არ იყოო.
– მეორე ბრალდებული მამაკაცი?
– მეორე მამაკაცი მომეხმარა, გვამი ტომარაში ჩავდეთ და გავიტანეთო.
– თქვენ სახლში არ იყავით?
– არა, არა. მე ეკლესიაში დავდივარ და ისინი რჩებიან ხოლმე სახლში.
– ახალი ამბავი არაა, ხომ?
– არა, ერთი თვის წინ მოხდა. ახლა მეზობლები სუნმა შეაწუხა. მილიციაში დარეკეს და სამართალდამცველები რომ მოვიდნენ, გვამი იპოვეს. პირადად მე, ეს არ მინახავს. როგორც გითხარით, მე უფრო ადრე წამიყვანეს, ვიდრე იმ გვამს გამოიტანდნენ.
– ამ ერთი თვის განმავლობაში დაკავებულები არ გინახავთ? არაფერი შეგიმჩნევიათ?
– არა, ალბათ, იფიქრეს, გვამი ვერ იპოვეს და შეგვრჩაო.
– მკვლელობაში ბრალდებული ამ ხნის განმავლობაში აქ მოდიოდა?
– კი, მოდიოდა. თვითონ არ აღიარებდა  თავის დანაშაულს და ჩვეულებრივად აგრძელებდა ცხოვრებას, მაგრამ სიმართლე ვერ დაიმალა და ყველაფერი გამოჩნდა.
– მათ შესახებ რა იცით, ოჯახი თუ ჰყავთ?
– კი, ვინც მკვლელობაშია ბრალდებული, მას, მგონი, რამდენიმე ცოლი ჰყავს. თვითონ ამბობდა – სამი თუ უფრო მეტიცო.
– გაგიკვირდათ, ეს რომ გაიგეთ? როგორი ადამიანია, ელოდით მისგან მსგავს ქმედებას? ადრე თუ ჰქონია სამართალდამცავებთან პრობლემები?
– ყველაფერს ველოდი, მაგრამ ასეთ დონეზე კაცის მოკვლას – არა. რთული წარმოსადგენია, კაცი ისე გაიმეტო, რომ სიცოცხლე წაართვა.
– ის ქალი აღარსად ფიგურირებს, ვის გამოც ბრალდებულმა იეჭვიანა?
– კი, დაკითხვაზე წაიყვანეს. მეც 12 საათის განმავლობაში მკითხავდნენ და ალბათ, ყველაფერი გაირკვევა. როგორც ვიცი, ორივემ აღიარა.
– გავრცელებული ინფორმაციით, დანაწევრებული გვამი ჩანთაში იყო მოთავსებული.
– ასე ამბობენ, მაგრამ მე არ მინახავს. არ ვიცი, რატომ უნდა დაენაწევრებინათ გვამი. ასეთ დანაშაულს რომ ჩაიდენ, მერე, ალბათ, შიში მაკეთებინებს ყველაფერს. დამალვის მიზნით კარადაში ჩავდეთო.
მომხდართან დაკავშირებით, მიმდინარეობს გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 376-ე მუხლით).

скачать dle 11.3