კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები #48

ერთჯერადი ურთიერთობა უცხო მამაკაცთან მთელი ცხოვრება დამტანჯავს
ყოველთვის ვამბობდი, თუ ვინმე შემიყვარდა, მის გარდა, სხვა მამაკაცს არ შევხედავ, მისი ერთგული ვიქნები-მეთქი. მძულდა ისეთი ქალები, ქმარი რომ ჰყავდათ ან საყვარელი მამაკაცი და მას სხვებთან ღალატობდნენ. ასეთები ჩემს გარემოცვაშიც იყვნენ და ნელ-ნელა ყველა ჩამოვიშორე. გავწყვიტე მათთან ურთიერთობა და გულში ისეთი ბრაზი მქონდა, მინდოდა, ყველა სათითაოდ გამეწიწკნა. რას წარმოვიდგენდი, თუ მსგავს შეცდომას თავად დავუშვებდი. უფრო სწორად, ვერც შეცდომას დავარქმევ. უბრალოდ, ვნებას ავყევი, გრძნობამ ამიყოლია და დავწექი მამაკაცთან, რომელსაც საერთოდ არ ვიცნობდი. ჩემი ქმარი, ჩემზე გაცილებით უფროსია და მასთან ჩვეულებრივი, ოჯახური თანაცხოვრება მაკავშირებს. რასაკვირველია, დათო მიყვარს და მის გვერდით თავს მშვიდად და დაცულად ვგრძნობ ოჯახურ გარემოში. კიდევ ვამბობ, რომ მისი ღალატი გულშიც კი არ გამივლია. თუმცა, ასე მოხდა და ამის შესახებ, ვერც ვერასდროს გაიგებს. რომ უთხრან, არ დაიჯერებს, ისე მენდობა. ალექსი, ჩემს თანამშრომელთან, სახლში გავიცანი. დაბადების დღეზე დამპატიჟა და რომ მივედი, იქ დამხვდა. ზოგადად, არ ვსვამ სპირტიან სასმელებს, მაგრამ იმ დღეს გოგოებს ავყევი და ცოტა ზედმეტი მომივიდა. დათომ რომ დამირეკა და მითხრა, მე მოგაკითხავ მანქანით და სახლში წამოგიყვანო, უარი ვუთხარი. ვიფიქრე, ცოტას გამოვფხიზლდები და თავად გამოვიძახებ ტაქსის და ისე წავალ-მეთქი. ჩემმა თანამშრომელმა კი დაიჟინა, რად გინდა ტაქსის გამოძახება, აგერ, ალექსი მანქანითაა და ეს წაგიყვანსო. მოკლედ, ალექსის მანქანაში ჩავჯექი და რა დამემართა, ახლაც ვერ მოვდივარ გონზე. მივხვდი, გზაზე რომ გადაუხვია და ვკითხე, აქეთ რა გვინდა-მეთქი. მაგრამ, გაეღიმა და წყნარი ტონით მიპასუხა: ნუ გეშინია, სახლამდე უვნებელს მიგიყვან, უბრალოდ, მომეწონე, კარგი გოგო ხარ და ცოტა ხანს სუფთა ჰაერზე ვისაუბროთო. იმდენად ვიყავი სასმლისგან გაბრუებული, არც შევწინააღმდეგებივარ. მანქანა რომ გააჩერა და ჩემკენ გადმოიწია, არ დავმალავ და მესიამოვნა მისი სიახლოვე. მანქანიდან არც კი გადმოვსულვართ და რაც მოხდა, ახლაც ბურანში მგონია თავი. სახლში მისულს დათო უკვე საწოლში დამხვდა. სააბაზანოში რომ შევედი, წყალი შევისხი და გავიაზრე, რაც გავაკეთე, საკუთარი თავის შემრცხვა. მივხვდი, ეს ერთჯერადი ურთიერთობა, სრულიად უცხო მამაკაცთან, მთელი ცხოვრება დამტანჯავდა. რაღაცნაირად შემეცოდა ჩემი ქმარი. ნამდვილად არ იმსახურებდა ასეთ საქციელს ჩემგან. თუმცა, დროს უკან ვერ დავაბრუნებ. ვცდილობ, დათოსთან უფრო მეტად თბილი ვიყო, მაგრამ როგორც კი მას ვეხები, ალექსი მახსენდება და ლამის ჭკუიდან შევიშალო.
ნანიკო, 34 წლის.

скачать dle 11.3