კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექსპრეს-ტესტი #48

რას ნიშნავს ექსპრეს-ტესტი? – ეს არის საშუალება, რომელიც თქვენი ხასიათის იმ ნიუანსებზე შეგიქმნით წარმოდგენას, აქამდე რომ არ შეგინიშნავთ. გულახდილად უპასუხეთ შეკითხვებს, დაითვალეთ ქულები და ნახეთ შედეგები, რომლებიც, ალბათ, გაგაოცებთ.
1. შემთხვევით გაიცანით ადამიანი, რომელიც პირველი დანახვისთანავე მოგეწონათ. აიღებთ ინიციატივას ახალ შეხვედრაზე?
ა) არა. ჯობია, მან გააკეთოს ეს, რომ მერე სანანებელი არ მქონდეს;
ბ) ეს ბუნებრივად მოხდება – ან მე ავიღებ ინიციატივას, ან ის;
გ) მნიშვნელობა თუ არა აქვს, ამას მე გავაკეთებ.
2. თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს შეფი, რომელთანაც სავახშმოდ წახვიდოდით?
ა) ახალგაზრდა, ხალისიანი და ცოტათი ავანტიურისტი;
ბ) ჩემნაირი... ძალიან თამამი;
გ) მაღალი დონის პროფესიონალი.
3. როცა ცდილობთ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოთ და პრობლემის გადაჭრის გზებს ეძებთ, რამ შეიძლება სწორი გზიდან აგაცდინოთ?
ა) არაფერმა. ძალიან მიზანდასახული ვარ;
ბ) ალბათ, სიყვარულმა ან გატაცებამ სხვა ადამიანით;
გ) საინტერესო ამბავმა ან გადაცემამ.
დაითვალეთ ქულები:
პასუხისთვის ა – 10 ქულა დაიწერეთ;
ბ – 5 ქულა;
გ – 1 ქულა.
3-10 ქულა – მოურჯულებელი ხართ. ჭირვეული, ახირებული. ბოღმას დიდი ხნით იდებთ გულში და შურისძიებაზე ფიქრობთ. ისეთი ადამიანები, როგორიც თქვენ ხართ, მიზანს ყოველთვის აღწევენ, მაგრამ რის ფასად?! – ნუ დაგავიწყდებათ, რომ მარტოობა არც ისე კარგია. გამარჯვებით განცდილი სიხარულიც ხომ უნდა გაუზიაროთ ვინმეს?!
11-20 ქულა – საკმაოდ მტკიცე და ძლიერი ხასიათი გაქვთ. თუმცა ზოგჯერ, როცა საქმე სიყვარულს ეხება, იდეალისტი და რომანტიკოსი ხდებით. მთავარია, ასეთ პერიოდებში თავი აკონტროლოთ. დაეშვით დედამიწაზე. ზოგჯერ კი კლანჭებიც გამოაჩინეთ.
21-30 ქულა – არ შეგინიშნავთ, რომ ზღვარგადასული სიჯიუტე და პრინციპულობა გახასიათებთ? აფასებთ, მხოლოდ საკუთარ აზრს და სხვისი არ გაინტერესებთ. უფრო ხშირად სწორ გადაწყვეტილებებს იღებთ. თუ მოახერხებთ და საკუთარი თავის სიყვარულისგან გათავისუფლდებით, თქვენს ცხოვრებაში ყველაფერი კარგად იქნება.

скачать dle 11.3