კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კითხვა-პასუხი #48

კითხვა: სახეზე მაქვს ჭორფლი. თუ შეიძლება, მირჩიეთ, რომელი საცხი გამოვიყენო მის გასაღიავებლად?
პასუხი:  ჭორფის გაუფერულების მიზნით, შეგიძლიათ, გამოიყენოთ სპეციალური გამათეთრებელი ნიღბები, ლოსიონები ან კრემები, რომელთა ფართო არჩევანიც გვაქვს დღევანდელ კოსმეტიკურ ბაზარზე. პიგმენტური ლაქების, მათ შორის, ჭორფლის გასაფერმკრთალებად, არსებობს რამდენიმე საშუალება:
* სხვადასხვა ფირმის მათეთრებელი კრემები – უმჯობესა, კრემი შეგირჩიოთ კოსმეტოლოგმა კანის ტიპის, ფერისა და პიგმენტური ლაქების მდგომარეობის გათვალისწინებით. საყურადღებოა ერთი რამ – თავდაპირველად უნდა გამოსცადოთ ეს კრემი და ნახოთ, ხომ არ ხართ მასზე ალერგიული.
* ხალხური საშუალებები – ეს არის მათეთრებელი ნიღბები და ლოსიონები, რომლებიც დამზადებულია წყალბადის ზეჟანგის, ნუშის, ლიმონის, შავი მოცხარისა და ბევრი სხვა მცენარის საფუძველზე. მაგალითად: 1. გაატარეთ ოხრახუში ხორცსაკეპ მანქანაში, აიღეთ 2 სადილის კოვზი და დაიდეთ პრობლემურ კანზე 20-30 წუთით, შემდეგ დაიბანეთ ცივი წყლით. ბოლოს წაისვით მკვებავი კრემი. 2. მოხარშეთ ოხრახუშის ძირები, აურიეთ ლიმონის წვენი და წაისვით ლაქებზე დილა-საღამოს. 3. ნუშს აქვს გამათეთრებელი თვისება, ამიტომ მისგან დამზადებულ ლოსიონს იყენებენ ჭორფლისა და პიგმენტური ლაქების მოსაშორებლად. ნახევარ ჭიქა ნუშის გულს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე. 3-5 წუთის შემდეგ წყალი გადაღვარეთ, ნუში კი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. მიღებულ ფაფას დაუმატეთ ნახევარი ლიმონის წვენი და 1 სადილის კოვზი ანადუღარი წყალი. კარგად ათქვიფეთ და გაიკეთეთ ნიღაბი. 30 წუთის შემდეგ კი დაიბანეთ.
კითხვა: მაკიაჟში შემავალი კოლაგენისა და ელასტინის სინთეზი რა რეაგირებას ახდენს კანზე?
პასუხი:  კოლაგენი და ელასტინი შემაერთებელი ქსოვილის შემადგენლობაში შემავალი ცილებია. კოლაგენი შემაერთებელ ქსოვილს სიმტკიცეს და სიმყარეს ანიჭებს, ხოლო ელასტინი კი მის ელასტიკურობას უზრონველყოფს. ეს ორი ცილა ქმნის ორგანიზმის მყარი წარმონაქმნების ერთგვარ საფუძველსა და ძირითად კარკასს.
კითხვა: ფეხებზე მაქვს ხორკლიანი კანი. ზამთარში კიდევ უფრო მირთულდება და აუზზე წასვლა მერიდება. არსებობს რაიმე საშუალება ამ პრობლემის გადასაწყვეტად?
პასუხი:  როგორც წესი, ხორკლების გაჩენის მიზეზი, კანის სიმშრალეა. ადამიანის კანი შეიცავს ორგანიზმში არსებული წყლის 20 პროცენტს. ნორმალური ტემპერატურის პირობებში, ზედაპირიდან ორთქლდება დღეში 300-400 მილილიტი წყალი. თუ ეპიდერმისიდან იმაზე მეტი რაოდენობის წყლის აორთქლება ხდება, ვიდრე მას ღრმად მდებარე შრეების უჯრედებიდან მიეწოდება, მაშინ ვითარდება კანის სიმშრალე. კანის დაბალი ტენიანობის შემთხვევაში, სერიოზულად ირღვევა მისი ფუნქცია, კერძოდ, ხდება კოლაგენური და ელასტიკური სტრუქტურების დეგენერაცია. კანის სიმშრალე მრავალმა ფაქტორმა შეიძლება, გამოიწვიოს. მათ შორის, ყველაზე გავრცელებულია არასასურველი კლიმატური პირობები – ძალიან მშრალი ჰაერი, მკვეთრი მზე, ქარი, ყინვა. კონდიცირება და კანის არასწორი მოვლა.
გარდა ამისა, კანის სიმშრალე შეიძლება, გამოიწვიოს ზოგმა დაავადებამ. ზოგს კანის სიმშრალე ჰორმონული ცვლილებების ფონზე უვითარდება. ტანის კანი, სახის კანის მსგავსად, მოვლას საჭიროებს, მით უმეტეს, თუ მშრალი და ხორკლიანი კანი გაქვთ. გირჩევთ, ჩვეულებრივი საპონი შეცვალოთ თხევადი საშუალებით. მაგალითად, ბანაობის დროს გამოიყენეთ შხაპის გელი მშრალი კანისთვის. ის უკეთ უნარჩუნებს კანს სინოტივეს, ასევე მუდმივად გამოიყენეთ ტანის მკვებავი ბალზამი. ბანაობის შემდეგ, ტანის გამშრალებისთანავე, წაისვით ტანის დამატენიანებელი კრემი. პერიოდულად მიიღეთ სამკურნალო სალბის, გვირილის, ორკბილას აბაზანები.
მიიღეთ ვიტამინები, მიირთვით დიდი რაოდენობით ჭერამი, გარგარი, გოგრა, რომლებიც მდიდარია A და B ვიტამინებით.

скачать dle 11.3