კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (54)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

ვინ ეძახდა გიორგი შერმადინს „შერმინატორს“ და როგორი რომანტიკული გადახვევები აქვს მას ცოლთან #48

წარმატებული ქართველი კალათბურთელი, გიორგი შერმადინი ესპანეთის უმაღლესი ლიგის ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ქართველმა ცენტრმა 30-ე ტურის მატჩში „ანდორა”-„ხუვენტუდის” დაპირისპირების დროს გამორჩეული მატჩი ჩაატარა. შერმადინმა  26 წუთი ითამაშა, 26 ქულა და 5 მოხსნა მოაგროვა. ქართველ კალათბურთელს,  მთლიანობაში, 36 მარგი ქმედების კოეფიციენტი დაუგროვდა და ამის წყალობით, ის ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ასევე, გიორგი შერმადინი საკალათბურთო კლუბ „ანდორას“  სეზონის საუკეთესო კალათბურთელად დაასახელეს. ის ესპანეთის გასულ რეგულარულ ჩემპიონატში 327 ჩაგდებული ქულით ანდორას საუკეთესო ბომბარდირიც გახდა. გიორგი ანდორაში ოჯახთან ერთად ცხოვრობს და როგორც თავად აღნიშნავს, თავისი საკალათბურთო ცხოვრებიდან გამომდინარე, „ანდორა” მისთვის ყველაზე კომფორტული გუნდი აღმოჩნდა. თუ როგორია კალათბურთელის ერთი დღე და ოჯახური სამზარეულო, სტატიიდან შეიტყობთ.
– არაერთი ქვეყნის საკალათბურთო კლუბში გითამაშია. კლუბებს ხშირად იცვლიდი, ზოგჯერ სეზონის მიმდინარეობისასაც. ახლა კი, „ანდორაში“ ზედიზედ მეორე სეზონი დაიწყე. რამ განაპირობა შენი არჩევანი?
– შარშან აღმოვჩნდი „ანდორაში“,  სადაც წელსაც შემომთავაზეს ყოფნა და მეც, რა თქმა უნდა, სიამოვნებით დავთანხმდი. ჯერ კიდევ გასული სეზონის ბოლოს ვამბობდი, რომ კონტრაქტის გაგრძელება მსურდა. აქ ისე ვარ, როგორც  სახლში და ჩემი ოჯახიც კმაყოფილია. კალათბურთელისთვის მნიშვნელოვანია, როდესაც თავს კლუბის სრულფასოვან წევრად გრძნობს. გუნდში  გასული სეზონის შედეგის გაუმჯობესება და „პლეიოფში” თამაში გვსურს. შარშან ვერ გავედით და წელს კარგად დავიწყეთ სეზონი.
– ანდორაში ერთადერთი ქართველი კალათბურთელი აღარ ხარ, ბექა ბურჯანაძეც შემოგიერთდა. ალბათ, ეს ნაწილობრივ შენი დამსახურებაც არის, არა?
– დიდი ხანია, ბექას ვიცნობ. წლებია, საქართველოს ნაკრებში ერთად ვთამაშობთ. შარშან, ზაფხულის თამაშებს რომ მოვრჩით, ნაკრები ბორჯომში წავედით. გუნდის მენეჯერმა ტექსტური შეტყობინება გამომიგზავნა. ბურჯანაძეზე მეკითხებოდა, როგორი ბიჭია, რას ფიქრობ, რომ ავიყვანოთო. რა თქმა უნდა, ვუთხარი, რომ ბექა ძლიერი მოთამაშეა. სულ რომ არაფერი, ესპანეთის ლიგის გამოცდილება აქვს. ბექა „ანდორას“ დიდ სარგებელს მოუტანს.
– ჯერ იყო და ესპანეთის უმაღლესი ლიგის ტურის საუკეთესო მოთამაშედ, შემდეგ კი „ანდორას” საუკეთესო კალათბურთელად დაგასახელეს. თუმცა, ესპანურენოვან პრესას განუცხადე, აღმავლობასთან ერთად, ვარდნის სეზონიც მქონდაო, რა იგულისხმე?
– ესპანეთის ლიგის საუკეთესო მოთამაშედ შარშან დამასახელეს, მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით. ესპანეთის ჩემპიონატის ტურის საუკეთესო მოთამაშე კარიერაში პირველად გავხდი და ამით ძალიან გახარებული ვარ. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის. ასევე, „ანდორაში” დამასახელეს საუკეთესო კალათბურთელად. გუნდში  ჩემი მოსვლის პირველივე წელს ეს ტიტული, რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნო იყო. „ანდორაში“ თამაშისას ხშირადაა ჩემი ფოტო ბილბორდზე. ახლა დიდ ბილბორდზეა ჩემი სურათი. აქ ერთი დიდი, ცენტრალური ქუჩაა, სადაც ჩვენი, კალათბურთელების სურათებია გამოკრული. წელსაც ყველაფერს ვაკეთებ წარმატებისთვის. ვარდნის პერიოდი ყოველთვის არის კალათბურთელის ცხოვრებაში. შარშან გუნდმა ცუდად დაიწყო, შემდეგ კარგად წავიდა საქმე, მაგრამ სეზონის ბოლოს ყველა თამაში წავაგეთ.
– შენი საკალათბურთო კარიერის განმავლობაში, ალბათ, ტრავმებსაც ხშირად იღებდი?
– ტრავმა იმდენჯერ მივიღე, გაფიქრებაც კი არ მინდა. ტრავმის გამო ძალიან დიდი დრო და ენერგია დავკარგე. ძალიან მინდა, ევროლიგაში დავბრუნდე. იქ ვთამაშობდი წლები და ტრავმების გამო შემეშალა ხელი. ტრავმის ბრალია ევროლიგის გუნდში რომ არ ვარ ახლა.
– როგორია შენი ერთი ოჯახური დღე ანდორაში?
– აქ ოჯახთან ერთად ვცხოვრობ. ორი შვილი მყავს – გოგო და ბიჭი. ბევრი დრო ნამდვილად არ მაქვს. რითაც შემიძლია, ვცდილობ, ჩემს მეუღლეს, ანის დავეხმარო. ძიძა ჩამოვიყვანეთ საქართველოდან, სხვათა შორის, სიდედრიც ჩამოვიდა და თან, ანდორაც მოეწონა (იცინის). ჩემი ბიჭი რომ ნახო, სასწაულია. ბურთს დაინახავს და „ვსო” – აბურთავებს. ყველანაირად მომხრე ვარ, ჩემი შვილიც კალათბურთელი იყოს და არც ანია წინააღმდეგი. ასაკთან შედარებით, მაღალი ბავშვები არიან. გოგო 5 წლისაა და 9 წლის ბავშვის ზომა ტანსაცმელს ვყიდულობთ. წელს ანდორაში მივიყვანეთ სკოლაში. სკოლაში რომ მივედით და დამინახეს, გაკვეთილები ჩაიშალა. მთელი კლასი გარეთ გამოვიდა, იძახდნენ: შერმადინი მოვიდა, შერმადინიო. ზედმეტი სახელიც შემარქვეს „შერმინატორი“.
– შენზე მითხრეს, ნამდვილი აზიატია, წითელი პომადა აღიზიანებს და ნაკლებად რომანტიკულიაო...
– ჩემი ცოლი მეუბნება, ნამდვილი აზიატი ხარ და არც დიდი რომანტიკით გამოირჩევიო (იცინის). არ ვიცი, აზიატს რა ნიშნით არქმევენ ადამიანს, მაგრამ ოჯახში მაინც კაცი უნდა იყოს სათავეში. ჩემს ოჯახში ასეა. ოჯახში მე ვარ უფროსი. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მეუღლე რამეში შეზღუდულია. გადაწყვეტილებებს ერთად ვიღებთ. მუდმივად ერთმანეთს ვეკითხებით, რა როგორ ჯობია. წითელი პომადა არ მიყვარს. ისეთი წითელი პომადა რომ უსვიათ, ძალიან ღაჟღაჟებს, არ მსიამოვნებს. ფარგლებს არ უნდა გასცდეს ადამიანი. რომანტიკას არ ვიცი, რას ეძახიან, მაგრამ პატარა რომანტიკული გადახვევები მეც მაქვს ხოლმე. აი, მაგალითად, ერთხელ „აიფონი” ვაჩუქე ანის, არ იცოდა, ისე. ერთხელაც ბეჭედი ვაჩუქე ისრაელში, როცა ბიჭი შეგვეძინა. ანის კი საოცრად გამოსდის ადამიანის გახარება. ისეთი დაბადების დღეებისა და ახალი წლის მოწყობა ეხერხება, სიტყვებით ვერ აღვწერ. ჩემს დაბადების დღეზე ვარჯიშზე წავედი, ვიცოდი, რომ საღამოს სადმე, მეგობრებთან ერთად გავიდოდით. დავბრუნდი სახლში, ვრეკავ ზარს და უეცრად ჩემ თვალწინ სასწაულები ხდება – საოცარი დეკორაციები და სანახაობა დამახვედრა, გავოცდი.
– დრო სულ რომ არ გაქვს, ანი არ გსაყვედურობს ან არ ეჭვიანობს?
– ერთ მშვენიერ საღამოს შევხვდით ბატონ დავით ტატიშვილის კლინიკის იუბილეზე მე და ანი. შემდეგ დავიწყეთ შეხვედრები. დიდი მადლობა ბატონ დავითს ასეთი ლამაზი საღამოსთვის, რომელზეც ასეთი კარგი გოგო გავიცანი (იცინის). მას შემდეგ სულ ჩემთან არის და ალბათ, ერთმანეთზე ეჭვიანობა, ვფიქრობ, უადგილოა. მე ისეთი კარგი ბიჭი ვარ, ანის საერთოდ არ ვაძლევ ეჭვიანობის საბაბს და ეჭვიანი რატომ უნდა იყოს?!
– ეროვნული ნაკრების მიერ მონტენეგროს დამარცხება მთელმა საქართველომ იზეიმა. რა ემოციები გქონდა? როცა საკუთარი ქვეყნის სახელით გადიხარ მოედანზე, ალბათ, გაცილებით დიდია პასუხისმგებლობის გრძნობაც...
– ცოტას ვღელავდით, თან, თორნიკე შენგელია არ გვყავდა გუნდში. მაგარი იყო მოგება. საოცრებები ხდებოდა მონტენეგროს გასახდელში, ლამის დავანგრიეთ იქაურობა. პასუხისმგებლობა ყოველთვის დიდია და ხალხის დიდ სიყვარულსაც ვგრძნობ, თუნდაც სოციალური ქსელებიდან.

скачать dle 11.3