კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის გამოეცალა ფეხქვეშ ყველაფერი ავთო მახარაძეს და რა ისტერიკები მოუწყო მან თენგიზ აბულაძეს #48

ჩიკაგოს საერთაშორისო ფესტივალის პრიზი „სილვერ ჰიუგო” მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში „მონანიება” – ამერიკის შეერთებული შტატები; რუსეთის კინოაკადემიის პრიზი „ნიკა,” ასევე მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის ფილმში „მონანიება” – მოსკოვი; პირველი საერთაშორისო ევრაზიული კინოფესტივალი „ახალი კინო XXI საუკუნე,“ პრიზი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ფილმში „ნაციონალური ბომბი” – რუსეთი.  ეს ყველა დროის საუკეთესო მსახიობი ავთანდილ მახარაძეა, რომელმაც თენგიზ აბულაძის ფილმში „მონანიება,“  ერთდროულად ორი, ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი სახე განასახიერა, მამა-შვილი – ვარლამი და აბელი.  ავთანდილ მახარაძეზე, რომელიც გამოირჩევა თამაშის საკუთარი მანერითა და ცხოვრებაში ძალიან მკაცრი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, საზოგადოებამ საერთოდ არაფერი  იცის, რადგან ის თითქმის არასდროს საუბრობს ჟურნალისტებთან. იმ ინტერვიუმდე, რომელითაც ის „იმედის“ გადაცემა „დღის შოუს” ეთერში გამოჩნდა, არასდროს არსად ყოფილა, ძალიან დიდხანს, ათეული წლები, რაც რუსთაველის თეატრი დატოვა (როგორც ამბობენ, რობერტ სტურუასთან უთანხმოების გამო). ის კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა, მაგრამ მისი პერსონა სულ უფრო დიდ ინტერესს იწვევდა – სად გაქრა მსახიობი, რომელმაც თავისი როლებით თეატრსა თუ კინოში, მთელი ეპოქა შექმნა? და აი, 2012 წელს რუსთაველის თეატრის წინ, ავთანდილ მახარაძის ვარსკვლავი იხსნება. 2013 წელს თამაშობს რეჟისორ ზაზა რუსაძის მხატვრულ სრულმეტრაჟიან ფილმში „ჩემი საბნის ნაკეცი“. საერთოდ კი, ავთანდილ მახარაძეს კინოში ოცამდე მნიშვნელოვანი როლი აქვს შესრულებული. მაყურებელს კი მაინც რეჟისორ ქართლოს ხოტივარის „ლაზარეში” უსინათლო კაცისა და ტელესპექტაკლ  „ჯაყოს ხიზნებში” ჯაყოს როლებით ახსოვს. მოდი, მისი ცხოვრების ამ მნიშვნელოვან პერიოდს, 1984 წელს გადავავლოთ თვალი, როცა ის საზოგადოებისათვის ასეთი საინტერესო გახდა და მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის მნიშვნელოვანი კინოჯილდოები მოიპოვა.    
„როდესაც ბატონმა თენგიზმა სცენარი მომიტანა, მითხრა, რომ ყურადღება მიმექცია აბელის როლისთვის. წავიკითხე სცენარი, როლიც, რა თქმა უნდა და ძალიან მომეწონა. მაგრამ, ამ სცენარს რომ მსახიობი წაიკითხავს, რა თქმა უნდა, ვარლამი უფრო მოგეწონება, ვიდრე აბელი. თენგიზს რომ შევხვდი ორი დღის შემდეგ (მე არ ვარ მორიდებული არტისტი, რომელიც რეჟისორს ამას არ ეტყვის) ვუთხარი:  ბატონო თენგიზ, ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთის, ძალიან მომეწონა სცენარიც, როლიც, მაგრამ  მე ვარლამი უფრო მომწონს და გთხოვთ, თუ შეიძლება, ვცადოთ ვარლამი-მეთქი. თენგიზმა მითხრა: ავთო, ეს დღეები ძალიან დაკავებული ვარ, ახლა ვერ გაძლევ პასუხს. ერთ-ორ კვირაში გადმოგირეკავ, შევხვდეთ და ამაზე დავილაპარაკოთო. ეს უკვე კარგის ნიშანი იყო. ორი კვირაც არ იყო გასული, მირეკავს და პირდაპირ მეუბნება: არავითარი სინჯები, ორივე როლს შენ თამაშობო. მერე, დიდი ხნის შემდეგ, თენგიზს ვუთხარი: ბატონო თენგიზ, მე რომ თქვენს ადგილას ვყოფილიყავი, ამას არ გავაკეთებდი, არ მივცემდი ერთ არტისტს ამ ორ როლს-მეთქი, იმიტომ რომ, ამხელა ფილმში, ორი ასეთი    უზარმაზარი როლი... რატომო, მკითხა. შეიძლება, რაღაცამ არ გაამართლოს და ეს იმას ნიშნავს, ფილმი ჩავარდეს. ფილმში არაფერი შეცვლილა, როგორც რეჟისორმა ჩაიფიქრა, ისეთი გამოვიდა. შეიცვალა მხოლოდ ერთი სცენა – ვარლამის მონოლოგი დასაწყისში. ეს სცენარში საერთოდ არ იყო. გასტროლებზე ვიყავი. უკვე ჯგუფი ჩავიდა ბათუმში და მეც, რამდენიმე დღეში ჩავედი. ბატონმა თენგიზმა ტექსტი მომცა. აი, ეს შენ, დამატებულია მონოლოგიო.  წავიკითხე, მომეწონა. ჩანაფიქრი იყო ასეთი – როგორც პარტიული მუშაკები კითხულობდნენ ისე, ჩაიხედავ, ერთ, ორ სიტყვას იტყვი... მოკლედ, ძალიან მომხვდა ეს მონოლოგი და ვკითხე, რამდენ ხანს გავჩერდებით აქ-მეთქი. დაახლოებით ერთი კვირაო. მაშინ, ბატონო თენგიზ, მოდი, ეს სცენა ბოლო დღეს გადავიღოთ-მეთქი. ვიგრძენი, რომ აქ რაღაც დიდი დევს და ამის ხორცშესხმა შეიძლება. ამ სცენის გადაღების წინა საღამოს, მივედი ბატონ თენგიზთან სასტუმრო „ინტურისტში“ და ვუთხარი – წაგიკითხავთ ახლა-მეთქი და „ინტურისტის“ ნომერში, არის წივილ-კივილი, ამბები, დაინგრა სასტუმრო... ვიგრძენი, რომ თენგიზს მოეწონა. ახლა რთულია იმაზე ლაპარაკი, კიდევ რა მოვლენა მქონდა იქ –  ისტერიკა, ისტერიკის  სხვადსხვანაირი გამოვლინება. ამ მონოლოგის წაკითხვისას შეიძლება, სულ ჩუმად იყო და ისტერიკაში იყო, ანდა, ისტერიკის არანორმალურ ნოტამდე ახვიდე. მითხრა, ეს გადასვლები, რაც გაქვს გაკეთებული, შეამცირე, სხვა შენიშვნები არ მაქვსო. წავედი, დავიწყე ამაზე მუშაობა და გულახდილად რომ გითხრათ, დამენგრა მთელი მონოლოგი, დაიშალა. საბოლოოდ, გამოვიდა ისეთი, რასაც ხედავთ. მთელი ღამე ვმუშაობდი... მე არასდროს მჯერა არტისტების, რომ ამბობენ: როლში ისე ვარ ჩაფლული, რომ არაფერი მესმის, ვერაფერს ვხედავო… ისე ვარ ხასიათში შესული, აბსოლუტურად ყველაფერს ვგრძნობ და ვხედავ, ჩემ ირგვლივ რა ხდება. მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში იყო ერთადერთი მომენტი და ეს იყო ალბათ, წამიერი გაელვება, აი, ამ მონოლოგის დროს, როცა შეგრძნება მქონდა, რომ მოვწყდი, გამომეცალა ფეხქვეშ ყველაფერი... და უცებ დავბრუნდი ისევ რეალობაში.
 სპეციალურად, ფოტოებიც კი არ მინახავს იმ პერიოდის, არა იმიტომ, რომ გავლენა არ მოეხდინა, მე მინდოდა ასე, რადგან ეს არ იყო კონკრეტული სახე, არამედ კრებითი გახლდათ. არც ლიტერატურა წამიკითხავს მათ პიროვნებებზე ან რა წაკითხვა უნდოდა, ჩვენ ისედაც ვცხოვრობდით ამ სამყაროში. სხვათა შორის, მინდა, აღვნიშნო ისიც, რომ მე, როცა მუშაობას ვიწყებ, აუცილებლად, დიალოგებს, მონოლოგებს, ჩემი ხელით ვწერ. ამას ბავშვობიდან ვარ მიჩვეული. არ შემიძლია, ვიმუშავო დაბეჭდილი ტექსტებით. რაც შეეხება, ვუყურებ თუ არა ჩემს ფილმებს, სიამოვნებით ვუყურებ. სხვათა შორის, მე არ ვარ ის არტისტი, რომელიც იტყვის – ჩემს ნაუშევრებს არ ვუყურებო. მაინტერესებს და ვუყურებ. მოწონება, არმოწონებაზე არაა ლაპარაკი. კონკრეტულად, ეს ფილმი რომ ავიღოთ, გავიდა მაგალითად, ოცდაათი წელი, რომ ვთქვა, რაიმეს შევცვლიდი-მეთქი, ასეთი არ არსებობს. არის მხოლოდ ერთი მომენტი, რომელზეც ხმამაღლა არ მინდა ვთქვა, ის სცენა შეიძლებოდა, ცოტა სხვანაირად გადაგვეწყვიტა“.

скачать dle 11.3