კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (99)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

თანამედროვე ქალი #48



როგორი უნდა იყოს თანამედროვე ქალი, რა მოეთხოვება მას,   რა უნდა გავაკეთოთ, რომ ასეთი გავხდეთ?
ქალის ოჯახური ცხოვრება ბედნიერებით რომ იყოს გაბრწყინებული, ხოლო კარიერა - წარმატებული, ეს თავად უნდა მოინდომოს.  უნდა ეცადოს, მისი გრძნობა და გონება სრულ ჰარმონიაში იყოს ერთმანეთთან.  ის ხან უბედური იქნება და ხან ბედნიერი - ეს ცხოვრების კანონია, რომელსაც ვერავინ შეცვლის. მაგრამ, ბედნიერებისკენ უნდა ისწრაფოდეს.
 სხვა საქმეა, რა არის შენთვის ბედნიერება. – დღეს  ქალები წარმატებულ კარიერაში მამაკაცებს ეცილებიან. ქვეყნის პრეზიდენტობა თუ არა, რომელიმე კომპანიის ან ფირმის ხელმძღვანელობა მაინც - აი,  ზოგიერთი ქალბატონის პროგრამა-მინიმუმი. ქალი სულ უფრო აქტიურ პოზიციას იკავებს საზოგადოებაში. საზოგადოებრივი პროცესებიც იქით არის მიმართული, რომ შინ თუ გარეთ, მთავარი ფიგურა  ქალი გახდეს. რა თქმა უნდა, მამაკაცი ფიზიკურად ისევ უფრო ძლიერ არსებად რჩება, ამას ვერსად გავექცევით, მაგრამ ნებისმიერ, ცხოვრებისეულ ვითარებაში, ლიდერი მაინც ქალია. მამაკაცთა უმრავლესობას არაფერი აქვს საწინააღმდეგო, ლიდერის ისტორიული როლი ქალს გაუყოს.
ბოლო ათწლეულების განმავლობაში ქალმა ლამის მთლიანად იტვირთა ოჯახზე, შვილებზე მზრუნველობის, მატერიალური უზრუნველყოფის მთელი სიმძიმე.
თანამედროვე ქალიშვილები  სულ უფრო ხშირად აცხადებენ, რომ მათთვის მთავარი სამსახური და კარიერაა. დრო  შეიცვალა... მათი დედები უმთავრესად ისეთ ოჯახებში იზრდებოდნენ, სადაც „შემომტანი” მამაკაცი იყო. მიიჩნეოდა, რომ ქალს სათანადო განათლება უნდა მიეღო, მაგრამ... მხოლოდ იმისთვის, რომ ღირსეული შვილები აღეზარდა. იმ დროში გაზრდილ ქალბატონებს, ბუნებრივია, უკვირთ, რომ მათი ქალიშვილები მზად არიან, გადაეშვან ბიზნესის ორომტრიალში და დიასახლისობა საქმიანი ქალის არცთუ იოლ ცხოვრებაზე გაცვალონ.   შრომისმოყვარეობას სასურველი ნაყოფი მოაქვს - პრესტიჟული სამუშაო და სტაბილური შემოსავალი... ცხოვრება  დაბრკოლებებით რბოლას ემსგავსება: მიზანი - წარმატება, ახალი მიზანი – კვლავ წარმატება და კვლავ ახალი ამოცანა.
საქმიანი ქალებიც ოცნებობენ ძლიერ და ერთგულ მამაკაცებზე, ბავშვებზე, მყუდრო სახლზე, მაგრამ ეს მათთვის ერთადერთ მიზანს არ წარმოადგენს.. კარიერა დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს. ოჯახს კი ყურადღება აკლდება.   შვილებსა და მეუღლესთან ურთიერთობაში მის ადგილს ვერავინ დაიკავებს... ასე რომ, ქალს ძლიერი ნებისყოფა და დიდი ენერგია სჭირდება, რათა პროფესიულ ასპარეზზეც და ოჯახშიც სათანადოდ მოახდინოს საკუთარი თავის რეალიზება.

მარტივი და
 სასიამოვნო

ზოგიერთი კაცი დარწმუნებულია, რომ  ყველა  ქალს მხოლოდ სამი მოთხოვნილება აქვს –   ფული, ბრილიანტები და მარადიული ახალგაზრდობა.  სინამდვილეში, ყველაფერი ბევრად უფრო მარტივად და სასიამოვნოდაა. დავიწყოთ იმით, რომ ქალები ძალიან სოციალურები არიან. მათ ძალიან უყვართ გულითადი საუბრები, ფილმები სიყვარულზე. უნდათ, იცოდნენ რა აქვს მამაკაცს თავში და გულში.  ურეკავენ მათ დღეში რამდენჯერმე კითხვით: სად ხარ? – იმიტომ  არა, რომ აკონტროლონ,  უბრალოდ, რომ გაიგონ, რას ეტყვიან, ფიქრობენ თუ არა მასზე.
როცა ქალი ხედავს, რომ მისი მამაკაცი ცუდ განწყობაზეა, ცდილობს, აალაპარაკოს. მამაკაცი კი თავის თავშია ჩაკეტილი და მარტო ყოფნა ურჩევნია. კაცებმა უნდა  დათმონ და შეიგნონ, რომ ქალებს უნდა ესაუბრონ, მოუსმინონ, ჩაეხუტონ, საშუალება მისცენ, იწუწუნონ. მას ხომ თქვენი იმედი აქვს.
ქალისთვის მნიშვნელოვანია, ხედავდეს, რომ თქვენ აფასებთ მის ყოველ ქმედებას, მომზადებულ კერძს, გარეცხილ წინდებს.
ქალისთვის სასიამოვნოა, როცა კაცი აფასებს მის სილამაზეს, ეუბნება კომპლიმენტს. ქალში  მაინც პატარა გოგონა ცხოვრობს, რომელსაც ზრუნვა ესაჭიროება. გაუწოდეთ ხელი მანქანიდან გადმოსვლისას, გაუღეთ კარი ან წამოიღეთ მისი ჩანთა. კაცისთვის  ეს რთული არ არის, სამაგიეროდ, ქალებს ეს ძალიან მოსწონთ  და  მცირედი მზრუნველობისთვისაც კი,  მიიღებთ სიყვარულს, დაფასებას და ბევრად მეტ მზრუნველობას.
მამაკაცებო, დაიმახსოვრეთ - ქალის ბედნიერებისთვის ძალიან ცოტაა საჭირო!
ყველაფერი მისთვის
 და არაფერი  ჩემთვის

„ყველაფერი მისთვის და არაფერი ჩემთვის,” - ეს არის ნამდვილი ალტრუისტის დევიზი.  ასეთ ქალთან მამაკაცი გრძნობს, რომ ის არის მთავარი და არა ქალი. მართალია, ქალი  ეგოისტი არ უნდა იყოს, მაგრამ არც  საკუთარი პერსონის უსაზღვრო სიყვარულს მოაქვს ბედნიერება. 
ქალმა არ უნდა დააკნინოს საკუთარი ინტერესები –  ეს ჭეშმარიტებაა, რადგან ზედმეტ თავგანწირვას მამაკაცი  ვერ დააფასებს. ეგოისტი ქალი  მეორე უკიდურესობაა. ის  მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს და მამაკაცს უყალიბდება შეხედულება, რომ ის საჭირო არ არის.  მამაკაცი იწყებს ძებნას და  პოულობს  სხვა ქალს, რომელიც დააფასებს და შეიყვარებს მას.   
მამაკაცებს არც  სასოწარკვეთილი დიასახლისები მოსწონთ - ბევრი ქალი მთელ ცხოვრებას ქურასთან ატარებს, რაც შეცდომაა. ყველა ქალს, რომელიც საკუთარ თავს პატივს სცემს,  უნდა ჰქონდეს  ჰობი და ოჯახის მოვლის პარალელურად, მუდმივად უნდა აკეთოს ის, რაც მისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესოა, რაც სიამოვნებას მიანიჭებს.  როცა მამაკაცი ხვდება, რომ ქალი ცოცხლობს მხოლოდ  მისით  და მეტი  არაფერი უნდა, იქცევა ორნაირად: ან თავადაც უზომოდ უყვარს თავისი ქალი, ან ბეზრდება  ასეთი სიყვარული და პოულობს მისგან რადიკალურად განსხვავებულ ქალს. 
განვიხილოთ  მოუვლელი ქალი. სამსახურიდან მოსული მამაკაცი არ უნდა ნახულობდეს სახლში  ხალათში გახვეულ, თმადაუვარცხნელ, დაუბანელ ქალს. ამის ნაცვლად, უნდა დახვდეს ლამაზი, მოვლილი და კარგ ფიზიკურ ფორმაში მყოფი ქალი.  ეს უნდა გააკეთოთ, იმიტომაც ხართ ქალი.
   როცა ქალი მიდრეკილია ეჭვიანობისკენ, თავი ხელში უნდა აიყვანოს. არ უნდა მოაწყოს ეჭვიანობის სცენა, თუკი მისი მამაკაცი დაბადების დღეზე მარტო  მიდის.  პირიქით, უნდა აჩვენოს, რომ მის გარეშეც მშვენივრად გაატარებს დროს. მამაკაცს ეს არ მოეწონება და მეორედ მარტო სადმე წასვლისგან თავს შეიკავებს.
  ქალების დიდ ნაწილს ავიწყდება, რომ ის ქალია და საკუთარ თავზე იღებს მამაკაცურ მოვალეობებს.  არასდროს დაგავიწყდეთ, რომ  ქალები გაჩენილები არიან ალერესისა და სითბოსთვის, რომელსაც კაცი მხოლოდ ნაზი, დაუცველი არსების მიმართ იმეტებს. უბრალოდ, დაანახვეთ, რომ ასეთი ხართ.

скачать dle 11.3