კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (99)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

წმიდა სწავლებანი #48

ნუ ბრაზობ!
ვინც ვინმესგან წყენას ითმენს, დაე, ნუ ბრაზობს დიდხანს, უმჯობესია, რომ საერთოდ არ გაბრაზდეს. მოციქული ნებას არ გვრთავს, გრძელდებოდეს ჩვენი რისხვა ერთ დღეზე მეტს. „... მზე ნუ ჩავა თქვენს რისხვაზე“ (ეფ. 4,26), – გვეუბნება პავლე მოციქული და, – სამართლიანადაც. გაფრთხილება გვმართებს, რომ ხანმოკლე დროშიც არ მოხდეს რაიმე უსიამოვნება. თუ რისხვაში მოაწევს ჩვენთვის ღამე, არ იქნება კარგი, რადგან ღამით საკუთარ თავთან მარტოდ დარჩენისას, უფრო გავიღიზიანებთ თავს, გავიხსენებთ რა შეურაცხყოფას. ამიტომაც გვაფრთხილებს მოციქული. მრისხანების ვნება  ძლიერია ყოველგვარ ცეცხლზე. ამიტომაც, რაც შეიძლება, სწრაფად უნდა ჩავაქროთ ის, რადგან ეს ავადმყოფობა მრავალი უბედურების მიზეზია. ის აღატაკებს ოჯახებს, არღვევს დიდი ხნის მეგობრობას, ხანმოკლე დროში აღწევს უდიდეს უბედურებებს. სულიწმიდა არ იმყოფება იქ, სადაც რისხვაა. მაშ, გავთავისუფლდეთ ამ დემონისგან, დავთრგუნოთ ის. როცა თავს დაგვესხმევა, გულზე ჯვრის ნიში დავიდოთ, როგორც აღვირი. ამას გარდა, როცა ვინმე შეურაცხყოფას მოგაყენებს და გაწყენინებს, გაიხსენე შენივე შეცოდებანი ღვთის წინაშე და ისიც, რომ შენი მოთმინებითა და მიმტევებლობით მომავალ მსჯავრს მოიმწყალობებ, რადგან ნათქვამია: მიუტევე და მოგეტევება. ამის გახსენებისას რისხვა განილტვება შენგან.
შეურიგდი შენს შეურაცხმყოფელს, რათა უარესი რამ არ მოიწიოს შენს თავზე. ამინ!

ქრისტიანული ლოცვა
ძმებო, სულიერი ცხოვრება ქრისტიანში ლოცვის მეოხებით ვითარდება. ლოცვა განამტკიცებს მასში ცოდვებთან და ვნებებთან ბრძოლის სულს, ლოცვის გზით ვიღებთ ღვთისგან მადლმოსილ ძალებს ცხოვრებისეული სიმძიმეების გადასატანად. ის, რაც მძიმედ გვეჩვენება, ლოცვის საშუალებით მსუბუქდება. წმიდა იოანე ოქროპირი  ამბობს: „არაფერია ლოცვაზე ძლიერი, არაფერია მისი სწორი“. ქრისტიანისთვის ლოცვა ისევე აუცილებელია, როგორც სხეულისთვის – საჭმელი, როგორც თევზისთვის – წყალი. ლოცვა დიდი და წმიდა საქმეა; ლოცვა ღვთისადმი გონების ამაღლებაა. მაგრამ, სანამ ლოცვას შეუდგება ადამიანი, საჭიროა მისთვის შემზადება და მხოლოდ მზადყოფნის შემდგომ – მისი აღსრულება. მაგალითად, ნედლი ხე რომ ცეცხლით აბრიალდეს, მანამდე ის უნდა გახმეს; რკინის გამოწრთობამდე – ალღობენ მას. მით უმეტეს – ლოცვისთვის მომზადებაა საჭირო. ზირაქის სიბრძნე გვესიტყვება: „ლოცვის დაწყებამდე მოამზადე თავი და უფლის გამომცდელივით ნუ იქნები“ (ზირ. 13,23).
რას გულისხმობს ლოცვისთვის მომზადება? ის გულისხმობს, რომ ლოცვას არ შევუდგეთ ბოღმითა და ძვირისხსენებით. ყველას, ვინც კი გვაწყენინა, უნდა შევუნდოთ. ვისაც ჩვენ ვაწყენინეთ – მიტევება ვთხოვოთ. ჭეშმარიტად, თუ ადამიანი გაბოროტებულია, არ ძალუძს მას სული ღვთისადმი მიმართოს, როგორც არაფერი აქვს საერთო ერთმანეთთან ნათელსა და ბნელს. როცა სულს მოუპოვებ მშვიდობას, უნდა დაივიწყო მიწიერი საქმეებიც და გონება და გული წარმართო მისკენ, ვისთანაც უნდა ისაუბრო ლოცვისას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველივე წყლის ნაყვა იქნება.
კარგია ლოცვის წინ წმიდა წერილის კითხვა. ყურადღებით კითხვა და სწავლა საღვთო წერილისა ინახავს გონებას ფუჭი აზრებისგან. ამგვარად შემზადებულნი უნდა შევუდგეთ ლოცვას. მლოცველს გამუდმებით უნდა ახსოვდეს, რომ ღვთის წინაშე დგას. ფიქრი ღვთის ყველგანმყოფობის შესახებ მოკრძალებული შიშით აღავსებს მლოცველის სულს და ხდება მიზეზი ყურადღებისა, ხოლო ყურადღების გარეშე ლოცვა ამაოდმეტყველებაა და ამაოდ დაშვრობა. როგორც სხეულია სულის გარეშე მკვდარი, ასევეა მკვდარი უყურადღებო და უგულისყურო ლოცვა. წმიდა დიმიტრი ამგვარ ლოცვას ადარებს უცეცხლო საცეცხლურს, უზეთო კანდელს, ის კი არა და – ამსგავსებს შეურაცხყოფას ღვთისას.
ძალზე რთულია ლოცვისას ყურადღების კონცენტრირება და მისი შინაარსის ზედმიწევნით გაცნობიერება. ჩვენ გამუდმებით ვიხრებით ცხოვრებისეული საზრუნავებისკენ. ფიქრები გარე სამყაროსკენ გარბის, არცთუ იშვიათად – უწმიდურებისკენ და ცოდვისკენ. ხშირად „ვწევართ საწოლზე და არანაირი ფიქრი არ მოგვდის, – ამბობს წმიდა იოანე ოქროპირი, – შევუდგებით ლოცვას და – ფიქრი აურაცხელია“. უნდა ვეცადოთ, სრულიად მოვიცვათ გონება და გული წარმოთქმული ლოცვის შინაარსით.
წმიდა მამები გვირჩევენ, ლოცვას შევუზავოთ ცრემლი და მარხვა, რადგან ცრემლი – ცოდვათა შენდობის საშუალებაა, მარხვას კი ლოცვა ცაში აჰყავს. არის კიდევ ერთი პირობა ლოცვაში წარმატებისა. ესაა ლოცვა გამუდმებით აღსრულებული, მოთმინებით აღვლენილი, ამასთანავე ის უნდა იყოს ღვთის ნებასთან თანხმობაში, რადგან ხდება, რომ ლოცვაში ვითხოვთ მას, რაც ღვთისთვის არ არის სათნო.
მხოლოდ ამ პირობების დაცვით არის შესაძლებელი, რომ ჩვენი ლოცვა იყოს ჭეშმარიტი, სრულყოფილი, ღვთივსათნო, რომელსაც ძალუძს სულისთვის სარგებლის მოტანა. ამინ!

скачать dle 11.3