კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ატარებს ვლადისლავ სურკოვი აფხაზეთში სომხეთისთვის ხელსაყრელ პოლიტიკას და რა ნაღმებს დებს რუსეთის წინააღმდეგ #48

არც თუ ისე დიდი ხნის წინათ აფხაზეთის კურატორის, ვლადისლავ სურკოვის, ელექტრონული ფოსტა გატეხეს. მისი წყალობით კი, არა მხოლოდ აფხაზმა საზოგადოებამ შეიტყო, თუ რა ინფორმაციები მიეწოდება კრემლს სოხუმიდან, მეტიც, ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რისთვისაა შესაძლებელი ამა თუ იმ აფხაზი პოლიტიკოსის გამოყენება და რაში გამოიყენეს უკვე ისინი. მართალია, მოსკოვი დაჟინებით ამტკიცებს, რომ არანაირი ელფოსტა არავის გაუტეხავს და გასაჯაროებული ინფორმაცია დეზინფორმაციაა, თუმცა ეს ნაკლებად სავარაუდოა. ამ საჩოთირო ვითარების გაანალიზებას კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარესთან, ზაალ კასრელიშვილთან, ერთად შევეცდებით.
– სავარაუდოდ, აფხაზ ჰაკერებს ნაკლებად აქვთ შესაძლებლობა, გაეტეხათ სურკოვის პირადი ელფოსტა, მაგრამ ვისი ინტერესი შეიძლება, ყოფილიყო ამ ტიპის ინფორმაციის გასაჯაროება? ვინ დარჩა წაგებული ან მოგებული ამით?
–   გეთანხმებით, რომ არც აფხაზ და არც ქართველ ჰაკერებს ამის გაკეთება არ შეეძლოთ. რაც შეეხება სურკოვის საქმიანობას: სანამ ამ კითხვაზე გაგცემთ პასუხს, მისი პოლიტიკური მოღვაწეობის მცირე ექსკურსი გავაკეთოთ.
– აქვე შევახსენოთ მკითხველს, რომ სურკოვის ნამდვილი გვარია დუდაევი და ის დედის გვარზეა.
– ეს ადამიანი მამით ჩეჩენია და დედით –  რუსი. მხოლოდ დედის გაზრდილია და, რამდენადაც ვიცით, იმპერიის ერთგული მსახურის როლს თამაშობს. რუსი ნაციონალისტის აზროვნება აქვს. რადიკალი მემარჯვენე რუსია მენტალურადაც და ცხოვრების წესითაც. როგორც ჩანს, რადგან დედასთან გაიზარდა, აქვს ფსიქოლოგიური პრობლემები და არ უყვარს კავკასიელები. ამიტომ მას ყოველთვის იყენებდნენ მაშინ, როდესაც აგრესიული რუსული პოლიტიკაა გასატარებელი. მაგალითად, იმისთვის, რომ მკვეთრად ანტიქართული ყოფილიყო მისი საქმიანობა, აფხაზეთში დაავალეს მუშაობა; მანამდე დავალებული ჰქონდა ჩრდილო კავკასია და იქაც ანტიკავკასიურ პოლიტიკას ატარებდა; თუმცა უფრო ადრე კრემლში მუშაობდა, როგორც პუტინთან დაახლოებული აგრესიული ნაციონალისტი. როდესაც ის კრემლში ახალგაზრდული პროექტებით აღზევდა, კონკურენტმა ჯგუფმა „ჩაძირა“ და „ჩახსნეს“ პროცესებიდან. პუტინი დაარწმუნეს, რომ სურკოვის გადაჭარბებული ნაციონალიზმი რუსეთის სახელმწიფოებრივი ინტერესების წინააღმდეგ მუშაობდა, რადგან რუსეთი მრავალეროვანი ქვეყანაა. სურკოვი კრემლიდან გაუშვეს და რამდენიმე თვეს ციმბირის მხარეში ცხოვრობდა, მაგრამ შემდეგ უკან დააბრუნეს. როგორც ჩანს, მას საქმის კეთებაც შეუძლია და ინფორმაციაც აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უკან არავინ დააბრუნებდა. სურკოვმა კრემლში გააგრძელა თავისი საქმიანობა, ოღონდ არა –  აშკარად ნაციონალისტური. ის, როგორც კრემლის კურატორი, მიამაგრეს კონფლიქტურ კერებს. თავდაპირველად ცხინვალში დანიშნეს, მაგრამ, როგორც ჩანს, ცხინვალი მნიშვნელოვანი საცერია ფულის გასათეთრებლად და ცხვირი არ ჩააყოფინეს.
ეს შესავალი გავაკეთე იმ მიზნით, რომ მოტივი მეჩვენებინა: სურკოვის ეს მიმოწერა შეეძლო, გაევრცელებინა კრემლისთვის კეთილმოსურნე პოლიტიკურ ძალებს, რომლებმაც კარგად იციან, რომ ცხინვალითა და სოხუმით თამაში მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის რუსეთს.
– რა პრობლემებს გულისხმობთ?
– ცხინვალისა და სოხუმის რუსეთთან შეერთება რუსეთში გამოიწვევს ჯაჭვურ რეაქციას, რასაც მოჰყვება რუსეთის ფედერაციის სუბიექტების მხარდაჭერა გარედან. რუსეთის სპეცსამსახურები იძულებულები გახდებიან, კადიროვისნაირი უხეში ძალები გამოიყენონ რუსეთის ფედერაციის ყველა რესპუბლიკაში. რუსეთს ისედაც ომი აქვს უკრაინასთან, ომშია ჩართული სირიაში, დაკონსერვებული ომის მდგომარეობაშია საქართველოსთან და კონფლიქტი აქვს აზერბაიჯანთან. ამდენად, როგორც ჩანს, კრემლშიც და რუსეთის სპეცსამსახურებშიც არიან ადამიანები, რომლებსაც უნდათ, რომ სურკოვისნაირების ინიციატივები შეზღუდონ და ჰაკერების მიერ მოპოვებული ეს მასალა სხვა არაფერია, თუ არა სურკოვის საქმიანობის გაშიფვრა.
– რა გაშიფრეს? სურკოვი ხომ ჩანერგილი არ არის?
– როგორც რუსი ნაციონალისტი, მეზობელი ქვეყნების სახელმწიფოებრიობის ხელყოფის ხარჯზე ცდილობს, გააძლიეროს რუსეთის ფედერაცია და მისი ცენტრალური ხელისუფლება, სინამდვილეში კი მისი ასეთი საქმიანობა არათუ აძლიერებს რუსეთს, ასუსტებს. ყველაზე მეტი ეროვნების ადამიანი სწორედ რუსეთში ცხოვრობს  და ყველაზე მეტი არარუსული სუბიექტია რუსეთის ფედერაციაში. ასე რომ, სურკოვი დებს ნაღმებს რუსეთის სამხრეთის საზღვრებთან, რომლებიც შეიძლება, უპირველესად, ბუმერანგივით შეუბრუნდეს რუსეთს ჩრდილო კავკასიაში. ვიღაცამ ჩათვალა, რომ ეს მეტად სახიფათო თამაშია სამომავლოდ რუსეთის სახელმწიფოებრიობისთვის.
მეორე ვარიანტად შეგვიძლია, განვიხილოთ სომხეთის ინტერესი, რომელიც აქტიურად  მუშაობს აფხაზეთში და სწორედ სომხები ჰყავთ ახლა რუსეთის სპეცსამსახურის წარმომადგენლებს აფხაზების საპირწონედ. თუ ოდესმე აფხაზები გადაწყვეტენ, რომ შეცვალონ რუსეთთან ურთიერთობა და თავიანთი პოლიტიკური ვექტორი, მაშინ მათ თითქმის უმრავლესობაში მყოფ ეთნიკურ სომხებს აუჯანყებენ. ამისი რეპეტიცია უკვე გაიარეს, როცა აფხაზებმა სცემეს ეთნიკური სომხები იმის გამო, რომ ისინი ავტონომიას თხოვდნენ აფხაზეთში.
– ეს როდის მოხდა? ადრინდელ ინციდენტზე ამბობთ, კულტურულ ავტონომიას რომ ითხოვდნენ თუ რამე  გამომეპარა?
– სტადიონზე სერიოზული კონფლიქტი მოუვიდათ. დაარქვეს სტადიონის კონფლიქტი, სინამდვილეში საქმე ცოტა სხვაგვარად იყო: სომეხმა ლიდერებმა იქ ხმამაღლა განაცხადეს, რომ აფხაზეთი  მათი მიწაა. ისინი იბრძოდნენ იქ და ქართველებისგან მოპარული გენეტიკური ანალიზებიც კი აიღეს იმ მიზნით, რომ ადგილობრივი მოსახლეობის იდენტური გენეტიკა გვაქვსო.
– სომხებს ხომ თავიანთი ჰაპლოჯგუფი აქვთ და ჩვენი ჯგუფის როგორ არიან გენეტიკურად?
– სევანის ტბის მიდამოებში ცხოვრობენ ეთნიკური ქართველები, ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე ცხოვრობდნენ. თუმცა მათ სომხური გვარები აქვთ, ლაპარაკობენ სომხურად, ინტეგრირებულები არიან სომხურ საზოგადოებაში, მაგრამ ყველამ იცის, რომ არ არიან სომხები. როდესაც გენეტიკურ ანალიზებზე მიდგა საქმე, სომეხმა მეცნიერებმა მათგან აიღეს სინჯი და არა, მაგალითად, ლენინაკანელი სომხებისგან. ამდენად, სომხეთის პოზიცია გარკვეულია, მათ ამ საკითხის გახმაურება არ აძლევდათ ხელს, რადგან სურკოვი აფხაზეთში აკეთებს იმას, რაც ხელსაყრელია სომხებისთვის.
არის კიდევ ერით ვარიანტი: თურქეთი. აფხაზეთის ომის დროს ჩვენ საინფორმაციო ომიც წავაგეთ და ამის მიზეზი გახლდათ ის, რომ საქართველოში იყო სამოქალაქო ომი, ხელისუფლებაში კი იყვნენ კრიმინალები და ნახევრად კრიმინალები, რომელთა აზროვნების მასშტაბი ვერც რეგიონულ პოლიტიკას სწვდებოდა და ვერც იმ პროცესებს აანალიზებდა, რაც საქართველოში ხდებოდა. ჩვენ ვერაფერი დავუპირისპირეთ თურქეთის ტერიტორიაზე დარეგისტრირებულ კავკასიურ საზოგადოებრივ და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებმაც, ფაქტობრივად, მთელი მსოფლიო დაარწმუნეს, რომ საქართველოს ხელისუფლება მცირერიცხოვანი კავკასიური ტომის, აფხაზების, გენოციდს ეწეოდა. ამის შემდეგ თურქეთმა რამდენჯერმე სცადა თავის მართლება. მეორე საკითხია, რამდენად გულწრფელად. ითქვა, რომ ეს ორგანიზაციები დარეგისტრირებული და დაფინანსებული იყო თურქეთის სპეცსამსახურის მიერ. მაგრამ ამას უკვე არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მოსახდენი მოხდა. ეს ამბავი გავიხსენეთ, რომ გვეჩვენებინა, თურქეთის სპეცსამსახურის ინტერესიც არის აფხაზეთსა და აჭარაში. ეს მაშინ, როცა საქართველოს ხელისუფლებაში რეგიონული პოლიტიკის ინსტიტუტი არ არსებობს.
– მიზანი რა იყო? ვთქვათ, გაიგეს აფხაზებმა, რაში იყენებს კრემლი აფხაზ პოლიტიკოსებს და მერე რა?
– მიზანი არ იყო ის, რომ აფხაზებს გაეგოთ. უნდა გაეგო აფხაზეთის დღევანდელი ხელისუფლების ოპოზიციას; მეორე –  გაეგო მთელ მსოფლიოს, თუ რა პროცესებია აფხაზეთში და როგორ იმართებოდა ეს ხელოვნურად პროვოცირებული კონფლიქტები; და, ცხადია, ვიღაცას სურკოვის გუნდის ჩაძირვა უნდა. ამას გარდა, ბუნებრივია, ჩვენც, ქართველებსაც, მოგვმართა ვიღაცამ. ქვეტექსტი ასეთია: მართალია, „ჩმორები“ ხართ; მართალია, გძინავთ; მართალია, საშოვარზე გადაგებული ნახირივით ხართ და არც ერთ სათვალავში აღარ ითვლებით, მაგრამ, თუ თქვენ შორის ვინმე ღირსეული გამოჩნდება და გადაწყვეტს, რომ ნანგრევებიდან აღადგინოს ქვეყანა, იცოდეთ აფხაზეთში ასეთი ვითარებაა. ეს „მესიჯი ნიშნავს, რომ ხვალ და ზეგ გამოიყენო ის ადამიანები, რომლებმაც ეს „მესიჯი“ მოგაწოდეს.
– გაშიფრულია ყველა აფხაზი ფორმალური თუ არაფორმალური ლიდერი. ვინ რისთვისაა ვარგისი და რაშია გამოსაყენებელი?
– ამ ინფორმაციის გამავრცელებლები პოტენციალურად არიან საქართველოს სამომავლო მოკავშირეები. თუ ასეთ ადამიანს, ვისაც ესმის პოლიტიკა, მოუშვებენ საქართველოს ხელისუფლებაში, ის აუცილებლად იპოვის მოკავშირეებს და მნიშვნელობა აღარ ექნება, ეს მოკავშირე რუსეთში იქნება, თურქეთში თუ დასავლეთში. იმის თქმა გვინდა, რომ, თუმცა ჩვენ არავინ გვკითხა არც ამ ინფორმაციის გავრცელება; არც ამ ინფორმაციაში მოტანილი ფაქტების შესრულება შეგვითანხმა, მაგრამ ინფორმაცია, როგორც ფაქტი, დაგვიდეს და ეს უნდა გამოვიყენოთ. ანუ თვალსაჩინოებაა, თუ რა პროცესებია აფხაზეთში, რომ ამ პროცესის მთავარ მოქმედ პირებს აქვთ კავშირი რუსეთთან და, ამასთან, ჩვენ გვყავს მოკავშირეები.
თუ ვინ გააკეთა ეს, სპეცსამსახურებმა უნდა მოძებნონ. ჩვენ ამით თავი არ უნდა დავიღალოთ.  ამ ინფორმაციაში კონკრეტულად ჩვენთვის ახალი არაფერია, ეს ვიცოდით 1996 წლიდან. უფრო ზუსტად, 1994 წლიდან. ჩეჩნეთის, დუდაევის სპეცსამსახური ფლობდა ამ ინფორმაციას. მაგრამ, როდესაც ქართულ მედიაში ამაზე ვლაპარაკობდით, ჩვენს ინტერვიუებს არ ბეჭდავნენ და არც ტელევიზიით აშუქებდნენ. მადლობა ღმერთს, ახლა ასე აღარ არის.
– არ ვიცი, რას აკეთებენ სპეცსამსახურები, მაგრამ ქართულმა მედიამ ეს ინფო ისე „გაატარა“, როგორც უმნიშვნელო ინფორმაცია.
– არა მხოლოდ ეს, ბევრი სხვა ინფორმაციაც გაატარა ქართულმა მედიამ. ქართული მედიასივრცე დუმს იმ საშინელ დაძაბულობაზე, რაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორისაა. საეჭვოდ დუმს, ასევე, იმის შესახებ, თუ რა საქმიანობას ეწევიან აფხაზები თურქეთში ქართველების წინააღმდეგ. მწირი ინფორმაცია მოგვაწოდეს, რომ, თურმე, თურქეთის ელჩმა უარყო. არადა ის, რაც მოხდა, არის ფაქტი და აქვს გამომწვევი მიზეზი, თან, ეს შენი სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული ომია და გრძელდება. არ დასრულებულა.
– აფხაზების რეაქცია როგორია სურკოვი-კრემლის მიმოწერის გასაჯაროების შემდეგ?
– ეს, უპირველესად, არის ინფორმაცია აფხაზი მოსახლეობისთვის, რადგან, ისევე, როგორც ქართველი პოლიტიკოსები, აფხაზი „პოლიტიკოსებიც“  „აბოლებენ“ თავიანთ მოსახლეობას. უბრალოდ, აქ მასშტაბია მეტი, თორემ მეთოდები იგივეა: ყველა პატრიოტია, ყველას სუფთა წარსული აქვს, გული უცემს ქვეყნისთვის, მაგრამ მოვა ხელისუფლებაში, გამდიდრდება და წავა. ამიტომ აფხაზებისთვისაა ეს ინფორმაცია, ვინ ვინ არის და ვისი აქტიურობის უკან სინამდვილეში რა ინტერესი დგას. აქვე გაგახსენებთ ერთ უნიკალურ მაგალითს: აფხაზეთის მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ არ იცოდა, რომ საქართველოს შინაგანი ჯარის შესვლა 1992 წელს აფხაზეთის რკინიგზის გასაკონტროლებლად, შეთანხმებული იყო არძინბასთან.
– ნამდვილად შეთანხმებული იყო და ამას ყოველთვის ვახსენებ მათ საუბრისას.
– როდესაც ერთ-ერთმა ასაკოვანმა აფხაზმა პოლიტიკოსმა, რომელიც თავის დროზე საკმაოდ აქტიურად საქმიანობდა ქართველების წინააღმდეგ, ეს ინფორმაცია გაავრცელა აფხაზური პრესით, მათთვის იყო შოკი. ანუ ის, რის გამოც ქართველები ეჯავრებოდათ და ის ბრალი, რასაც ქართველებს უყენებდნენ, გამოდგა ტყუილი. ეს ყველაფერი, როგორც გაირკვა, ყოფილა არძინბას ხრიკი რუსულ სპეცსამსახურებთან ერთად ქართული ჯარების იქ შესატყუებლად. არძინბა იყო ავანტიურისტი პროვოკატორი, რომელმაც რუსეთის ინტერესის სასარგებლოდ დაანგრია აფხაზეთი და დანარჩენი საქართველო. ჯარების შეყვანას დაეთანხმა, მაგრამ, ჯარი რომ შევიდა, მოსახლეობას უთხრა, რომ ქართველები ვერაგულად დაესხნენ თავს. შესაბამისად, ყველა ის პროცესი, რაც შემდეგ მოხდა, მოჰყვა ამას. ისევ ჩვენს თემას რომ დავუბრუნდეთ: ეს და ყველა მსგავსი ინფორმაცია, რაზეც ვისაუბრეთ და რასაც ყურადღება არ მიაქციეს ქართულმა მედიამ და პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა, ჩვენთვის არის შანსი და საშუალება, რომ საინფორმაციაო ბლოკადა გავარღვიოთ და დავიწყოთ პოლემიკა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ეს ჩვენთვის არის საინფორმაციაო ველის გახსნის საშუალება.

скачать dle 11.3