კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სტატისტიკის ხაფანგი #48

ანუ ველური ტრადიციის მახეში

 ჩრდილო კავკასიაში, კერძოდ, დაღესტანში, არც თუ ისე დიდი ხნის წინათ უფლებადამცველებმა გოგონათა ეგრეთ წოდებული წინდაცვეთის ფაქტები გამოავლინეს (თუმცა ტრადიცია გაცილებით ძველია), რაც, არც მეტი, არც ნაკლები, სახლის პირობებში გოგონას გენიტალიების დამახინჯებას გულისხმობს (მათ შორის, კლიტორის ამოჭრას, რომ ქალის ფუნქცია მხოლოდ შვილოსნობით ამოიწუროს).
ჩვენ, ცხადია, აღვშფოთდით და გონებაშიც კი არ გაგვივლია, რომ ერთ არამშვენიერ დღეს, თვით ჩვენი ქვეყანა მოხვდებოდა იმ ჩამონათვალში, სადაც გოგონებს მსგავს მანიპულაციებს უტარებენ და მერე რა, რომ რიტუალი ეთნიკურად არაქართველებშია პოპულარული?! სტატისტიკა ხომ მაინც ქვეყანას ეწერება (და მხოლოდ ეს არა – გოგონების ნაადრევად დაქორწინების სტატისტიკაც ამ მიზეზითაა მაღალი).
ასეა თუ ისე, ქ-ნი წულუკიანი დაგვპირდა, რომ საკანონმდებლო ორგანოსთან იმუშავებს, რათა საქართველოში გოგოების ეგრეთ წოდებული წინდაცვეთის ველური რიტუალი სისხლის სამართლის დანაშაულად იქცეს (ფორმულირებით – ქალის გენიტალიების დამახინჯება), მიუხედავად იმისა, რომ ამ რიტუალს მხოლოდ სამიოდ სოფელში მისდევენ.
თუმცა პირადად ჩემთვის გაუგებარია, რად უნდა წაქეზება საკანონმდებლო ორგანოს ამგვარი ნორმის შემოსაღებად (წესითა და რიგით, თავად უნდა ლამობდნენ), მაგრამ, როგორც უნდა იყოს, ფაქტი ერთია: თუ ვინმეს, თუნდაც, ველური ტრადიციების ერთგულება სურს, ამისთვის სხვა ადგილი უნდა აირჩიოს! –

скачать dle 11.3