კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორი ავტომობილები ვერ გაივლიან სავალდებულო ტექნიკურ დათვალიერებას, როდიდან დაიწყება მძღოლების დაჯარიმება და რისი გამოსწორება მოუწევთ მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლებს #47

 2018 წლის  1  იანვრიდან  ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური დათვალიერება სავალდებულო ხდება. როგორ ჩატარდება ტესტირების პროცესი და  რა იქნება  ის მთავარი  პარამეტრები, რომლის მიხედვითაც  მოხდება ავტომობილის ტესტირება, ამის შესახებ „ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტესტირების ცენტრების ასოციაციაციის” ხელმძღვანელს, ვაჟა იორდანიშვილს გავესაუბრეთ.
ვაჟა იორდანიშვილი:  როგორც მთავრობის მიერ გაკეთებული განცხადებით  გახდა ცნობილი, უკვე გადაწყვეტილია, რომ 2018 წლის პირველი იანვრიდან სავალდებული იქნება ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირება.  გამოცხადებულია ინტერესთა გამოხატვა, რომელიც გამოავლენს საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც  კონსულტირებას გაუწევს ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდულ ტექნიკური ინსპექტირების პროცესს.  მათი ჩარევა აღნიშნულ პროცესში შემოიფარგლება მხოლოდ საკონსულტაციო მომსახურებით,  რადგან  თუ საკონსულტაციო კომპანია თავად გაუწევს ოპერირებას პროცესს, ადგილი ექნება ინტერესთა კონფლიტს.  საქართველოს თითოეულ რეგიონში მოხდება  შესწავლა ტექნიკური ინსპექტირების განმახორციელებელი ცენტრების რაოდენობის განსაზღვრის მიზნით, ყველა რეგიონს მოემსახურება ცენტრების საკმარისი რაოდენობა, რათა ინსპექტირების პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს. ჩამოყალიბდება ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების  აღჭურვილობის და ტექნიკური პერსონალის კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნები; დაინერგება ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის ერთიანი ცენტრალიზებული მართვის ავტომატიზებული სისტემა, რომელიც სრულად გამორიცხავს შემოწმების პროცესში კორუფციული გარიგებების ალბათობას.  2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება სავალდებულო ინსპექტირება. ცხადია, დაჯარიმება ვერ მოხდება იქამდე, სანამ არ გაიწერება გრაფიკი, რომელმა სატრანსპორტო საშუალებამ, როდის უნდა გაიაროს ტესტირება. ბუნებრივია, მილიონზე მეტი ავტომობილი  ერთბაშად ვერ გაივლის ამ პროცესს.  სავარაუდოდ, ამ გრაფიკის გაწერისას, შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს გარკვეული რანჟირება. მოსაფიქრებელია, რომელმა სატრანსპორტო საშუალებამ უნდა გაიაროს ტესტირება 2018 წელს, რომელმა - 2019 წელს. შესაძლოა, ეს სიმბოლურად იყოს დაკავშირებული ავტომობილების სანომრე ნიშნებთან, ან რანჟირება მოხდეს რაიმე სხვა ნიშნით.  დღევანდელი კანონმდებლობით, მსუბუქი ავტომობილები ტესტირებას გადიან ორ წელიწადში ერთხელ,   ახალ ავტომობილს  4 წლამდე არ სჭირდება ტესტირება. ეს პერიოდულობა განსხვავებულია ტაქსებისთვის – მათ არ სჭირდებათ ტესტირების გავლა ერთ წლამდე, ხოლო შემდეგ ყოველწლიურად უნდა ახდენდნენ ტესტირებას. სავარაუდოდ, ახალი რეგულაციებით ტესტირების პერიოდულობა შეიცვლება. დღეს ინსპექტირებას ახორციელებს ტესტირების  24 აკრედიტირებული ცენტრი, რომელთა რაოდენობა გაიზრდება სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების დაწყებამდე. დღეს  ყველა ეს ცენტრი  ჩართულია  ერთიან ელექტრონულ ბაზაში და ჩვენ ონლაინ რეჟიმში შეგვიძლია ვნახოთ, როგორ მიმდინარეობს ტესტირება, რომელმა ცენტრმა რა ტიპის ავტომანქანა მიიღო, როგორ მოხდა ტესტირება და შესაბამისად, არის თუ არა ეს ავტომობილი  ვარგისი საგზაო მოძრაობისთვის.  როდესაც ცენტრის პერსონალი სუბიექტურად კი არ იღებს გადაწყვეტილებას, ავტომობილი ვარგისია თუ არა საგზაო მოძრაობისთვის  და ამას ავტომატურ რეჟიმში აკეთებს გამზომი ხელსაწყო, რომლის საშუალებითაც ხდება პარამეტრების  დადგენა, სისტემა აბსოლუტურად  გამორიცხავს კორუფციულ რისკებს. ამ ეტაპზე ტესტირების ცენტრებში უკვე შესაძლებელია  ელექტრონული სისტემით პარამეტრების: სამუხრუჭე სისტემის, გამონაბოლქვის და მაშუქების შემოწმება. უდიდესი როლი არსებული ტესტირების ცენტრების დღევანდელ ტექნიკურ მდგომარეობამდე მოყვანისა ეკუთვნის ეკონომიკის სამინისტროს აკრედიტაციის ცენტრს და სახმელეთო ტრანსპორტის ადმინისტრაციას.
– რა არის ის მთავარი  პარამეტრები, რომლის მიხედვითაც  მოხდება ავტომობილის ტესტირება?  როგორც  ცნობილია, ტექნიკური რეგლამენტი შემუშავებულია 10 წლის წინ და თანამედროვე ავტმობილებისთვის მოძველებული ხომ არ იქნება?
– უკვე მუშავდება ახალი რეგლამენტი, რომელიც შინაარსობრივად დიდად არ განსხვავდება ძველისგან.  მთავრობა არ ამკაცრებს იმ მოთხოვნებს,  რაც აქამდე  იყო.  თუმცა,  ახალ რეგლამენტში უფრო გაშლილია ის მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს საგზაო მოძრაობისთვის ვარგისი ავტომობილი. ძირითად პარამეტრებს შორის, რომლის მიხედვითაც მოხდება ავტომობილების შემოწმება არის მისი იდენტიფიკაცია, კომპლექტაცია, ხმაური, სამუხრუჭე სისტემა, საბურავი, საჭის მართვის სისტემა, ხილვადობა, გამონაბოლქვი, გარე მაშუქი ხელსაწყოები. მარცხენა და მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შემთხვევაში, გარე მაშუქების ფარების ნათების კუთხე განსხვავებულია.   
– ეს დეტალი ტექნიკური დათვალიერების დროს ხომ არ შეუქმნის პრობლემებს მარჯვენასაჭიან ავტომობილებს? 
–  ტექნიკური რეგლამენტი არ ითვალისწინებს ამ ნიშნით ავტომობილების  დაყოფას. მთავარია, ავტომობილი  აკმაყოფილებდეს  არსებულ მოთხოვნა-პარამეტრებს.  ყველაზე დიდი პრობლემა, რაც მარჯვენასაჭიან ავტომობილებს აქვთ ეს მაშუქების შემთხვევა,  ფარების ნათების კუთხის შეცვლა, როგორც  ამბობენ სპეციალისტები, გამოსწორდება, რაც შესაძლოა, მინიმალური ჩარევით, ნათების კუთხის შეცვლით ან სხვა მექანიზმით.  
– რაც შეეხება ტესტირებას გამონაბოლქვზე, რაც დღეს საზოგადოებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული თემაა. თუნდაც იმ დაავადებების ნუსხიდან გამომდინარე, რაც სტატისტიკითაც დასტურდება.  როგორია ამ მხრივ კრიტერიუმი?
–  გამონაბოლქვის სისტემა, გამართულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ აკმაყოფილებს ავტომანქანის წლოვანების  მიხედვით დაწესებულ  ნორმებს. ავტომობილები, რომლებიც გამოშვებულია 1986 წლამდე, მათ გამონაბოლქვში ნახშირჟანგის CO შემცველობა არ უნდა აჭარბებდეს 4,5 პროცენტს. ეს არის მაჩვენებელი, რომელიც, წესით, უნდა დააკმაყოფილოს ავტომობილმა, თუ წვის სისტემა მოწესრიგებული აქვს. 1986 წლის შემდეგ გამოშვებულ ავტომობილებში  ნახშირჟანგის ნორმა შეადგენს 3,5 პროცენტს. იქ, სადაც წვის რეჟიმი კონტროლდება თანამედროვე სისტემით, სამკომპონენტიანი კატალიზური კონვერტორით, ეგრეთ წოდებული კატალიზატორით, ამ შემთხვევაში,  ნახშირჟანგის მაქსიმალური დასაშვები შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს 0, 5 პროცენტს. ეს არ არის ისეთი მკაცრი მოთხოვნა, რომლის დაკმაყოფილებაც არ შეიძლება. ჩვენ არ ვიწყებთ იმის შემოწმებას, ავტომობილს აქვს თუ არა კატალიზატორი, რადგან ვიცით, რომ ევროპულმა ქვეყნებმა გარკვეული წლების შემდეგ, აკრძალეს ავტომობილების წარმოება კატალიზატორის გარეშე. შესაბამისად, ვიცით ვადა. ნუ ექნებათ მძღოლებს განცდა, ჩემს მანქანას კატალიზატორი არ აქვს და რა მეშველება, ტესტირებას ვერ გავივლიო და სასწრაფოდ უნდა გაიქცნენ კატალიზატორის საყიდლად. ჯობია, მანქანას მოუწესრიგონ წვის რეჟიმი, რის შემდეგაც, შესაძლოა, ავტომანქნანამ დააკმაყოფილოს არსებული  ნორმა. 
–  გაქვთ ინფორმაცია, რა თანხებთან იქნება დაკავშირებული ტექნიკური დათვალიერება და რა ბედი ელით იმ ავტომობილებს, რომლებიც ტესტირებას ვერ გაივლიან?
– იმ ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება, რომლებიც, დღესდღეობით, სავალდებულო შემოწმებას გადიან, 45-დან 50 ლარამდე მერყეობს. დადგენილია ნუსხა, ყველა ტიპის სატრანსპორტო საშუალებებისთვის.   ჯერჯერობით რთულია იმის თქმა,  შეიცვლება  თუ არა ღირებულება მას შემდეგ, რაც საკონსულტაციო ორგანიზაციის მიერ დადებული ახალი მოთხოვნები გახმაურდება. ამ დეტალებზე ჯერ საუბარი არაა, თუმცა არ მგონია, რომ ფასი დიდად შეიცვალოს. როგორც გაცხადდა, დაწესებული იქნება ტესტირების საფასურის  ზედა ზღვარი.   რაც შეეხება ავტომანქანებს, რომლებიც ვერ გაივლიან ტექნიკურ დათვალიერებას, ამასთან დაკავშირებით მინდა დავამშვიდო მძღოლები.  არსებობს მეზობელი ქვეყნების, თუნდაც თურქეთის პრაქტიკა, რომლის მაგალითზეც გეტყვით, რომ როდესაც გერმანული კომპანიის მიერ დაინერგა ტექნიკური ინსპექტირების სისტემა, პირველადი ტესტირების შემდეგ, გზისთვის უვარგისად მიიჩნიეს ავტომობილების 35 პროცენტი. მძღოლებს  მიეცათ გონივრული ვადა, ხარვეზების გამოსასწორებლად, მეორედ მისვლისას მხოლოდ 5 პროცენტმა ვერ გაიარა ტესტირება. ჩვენ შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ ჩვენთანაც იყოს მსგავსი პრეცედენტი.  დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ჩვენთანაც ასეა – თუ ავტომობილი ვერ გაივლის ტესტირებას ამა თუ იმ დეტალის გამო, მძღოლს ეძლევა ერთკვირიანი ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად. ამის შემდეგ ავტომობილი ტესტირების ცენტრში მხოლოდ იმ პარამეტრზე შემოწმდება, რომელიც უვარგისად იყო მიჩნეული.  რაც შეეხება ავტომობილების  იმ  ნაწილს, რომელიც ვერ მოაწესრიგებს არსებულ ხარვეზს, მძღოლებმა უნდა გააცნობიერონ, რომ  ფიზიკურად არ გაადაადგილდნენ იმ ავტომობილით, რომელიც  მოძრაობისას ტოვებს გამონაბოლქვის კვალს. ისინი  დიდ საფრთხეს აყენებენ გარემოს, და ადამიანის სიცოცხლეს, რომელსაც საფრთხე გაუმართავი სამუხრუჭე სისტემის გამო დაემუქრება თუ – გამონაბოლქვის, ერთნაირად საშიშია.

скачать dle 11.3