კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დედამიწაზე ყველას საკუთარი კარმული მისია აქვს და თუ ის არ დაასრულა, იმქვეყნად არავინ მიიღებს #47

კლინიკური სიკვდილი დღემდე ამოუხსნელი ფენომენია და მეცნიერებს, პარაფსიქოლოგებსა და ეზოთერიკოსებს ამ საკითხზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ აქვთ. თუმცა, უამრავი ისტორია და სამეცნიერო ნაშრომი არსებობს ეგრეთ წოდებულ „სიკვდილის გამოცდილებაზე“ და „სხეულის გარეშე ცხოვრების შესახებ“.
საქართველოში არაერთ ადამიანს განუცდია კლინიკური, დროებითი სიკვდილი და ისინი დაწვრილებით ყვებიან, ამ დროს რა ხილვები ჰქონდათ. კერძოდ, ხედავდნენ გრძელ და ბნელ გვირაბს, საკუთარ სხეულს გარკვეული დისტანციიდან უყურებდნენ, ეცხადებოდათ გარდაცვლილი ახლობლის სული, კაშკაშა სინათლეს ეჯახებოდნენ, გავლილი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან ეპიზოდებს ხედავდნენ, ასევე – საზღვარს, ამქვეყნიურ და იმქვეყნიურ სამყაროებს შორის. თუმცა, გავლებულ ხაზზე არავინ გადასულა, რადგან ვიღაც ახსენებდათ, რომ უნდა დაბრუნებულიყვნენ და ასე შემდეგ. რა არის კლინიკური სიკვდილი, ესმის თუ არა ამ დროს ადამიანს ჩვენი ხმა, რა ხანგრძლივობის შეიძლება, იყოს ის და რას ხედავენ კლინიკური სიკვდილის დროს ადამიანები, ამ თემებზე კომენტარი ვთხოვეთ, ეზოთერიკოს-პარაფსიქოლოგს, ქალბატონ ზაირას, რომლისთვისაც ეს თემა უცხო არ არის, რადგან მსგავს სიტუაციაში ის არერთხელ აღმოჩენილა.

 ზაირა: კლინიკური სიკვდილი მდგომარეობაა, როცა ადამიანი სიკვდილ-სიცოცხლეს შორისაა გაჭედილი. თუმცა, დაბრუნება ჯერ კიდევ შეუძლია. ეს ის მონაკვეთია, როცა გულისა და სისხლის მიმოქცევის გაჩერების შემდეგ ტვინი ჯერ კიდევ ცოცხალია.
– გამიგია, რომ სიკვდილის მომენტში, ყველაზე გვიან სმენითი ორგანო იღუპება. ამით თუ ვიმსჯელებთ, გამოდის, რომ ასეთ სიტუაციში, ადამიანს ჩვენი ხმა ესმის. რა ხანგრძლივობის შეიძლება, იყოს კლინიკური სიკვდილი?
– კლინიკური სიკვდილი, თავად მაქვს არაერთხელ გადატანილი და ჩემი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ რაღაც მომენტში ჩემი ახლობლების ხმა მესმოდა. თუმცა, რაზე მესაუბრებოდნენ, ვერ ვარჩევდი და მიკვირდა, იმ სამყაროში, სადაც მე ვიყავი, რა უნდოდათ მათ. იმის თქმა მინდა, რომ ადამიანს კლინიკური სიკვდილის მომენტში მიწოდებული ინფორმაცია ესმის, მაგრამ სიტყვებს ვერ არჩევს. ეს კი იმის ბრალია, რომ  ამ დროს ტვინი ფორსმაჟორულ სიტუაციაში იმყოფება. საერთოდ, მედიცინაში ითვლება, რომ კლინიკური სიკვდილი 6-დან 10 წუთამდე გრძელდება. თუმცა, ის შეიძლება, კვირაობითაც კი გაგრძელდეს. მაგალითად,  ჩემს შემთხვევაში, ეს სიტუაცია, ერთ დღესა და ღამეს გრძელდებოდა.
– ბევრი ისტორია წამიკითხავს, როცა ადამიანი დაკრძალეს და გაცოცხლდა, მორგში გაეღვიძა და ასე შემდეგ. როგორ გავარჩიოთ ბიოლოგიური სიკვდილი, ლეთარგიული ძილისგან ანუ კლინიკური სიკვდილისგან?
– ლეთარგიული ძილის, ანუ კლინიკური სიკვდილის დროს, ყველა სასიცოცხლო ფუნქცია მკვეთრად შენელებულია და იმდენადაა შესუსტებული, რომ იფიქრებთ ადამიანი გარდაიცვალაო. ამ დროს კი, კარგად უნდა დააკვირდნენ – მის ანკეტაში ბიოლოგიური სიკვდილი არ ჩაწერონ და მორგში არ ჩაკეტონ.  უამრავი ისტორიაა, თუ როგორ გაცოცხლდა მორგში ადამიანი და შიგნიდან ბრახუნი ატეხა. ან დამარხეს და კუბოში გაცოცხლდა, თუმცა დაგვიანებული აღმოჩნდა მისი იქიდან ამოყვანა და შიშისგან ან უჰაერობისგან, ბუნებრივად გარდაიცვალა. როგორც უკვე გითხარით, კლინიკური სიკვდილის დროს, ტვინს ჟანგბადი არ მიეწოდება, მუშაობს ფორსმაჟორულ სიტუაციაში. ამ დროს წარმოიქმნება ეგრეთ წოდებული გვირაბის მხედველობა და ისინი ხედავენ თავის ახალგაზრდობას, გარდაცვლილ ახლობლებს, ოჯახის წევრებს და იცით, რატომ ხდება ასე? იმიტომ რომ, ამ დროს მეხსიერებაში აწმყო ითრგუნება და ახსენდება ძველი ისტორიები ანუ ითრგუნება აწმყოს მეხსიერება და აქტიურდება წარსული. როდესაც პირველად დამემართა კლინიკური სიკვდილი, 18 წლის ვიყავი და  მახსოვს, გვირაბის ბოლოს სინათლე დავინახე, თუმცა არაფერი მესმოდა. სად ვიყავი, ვერ აღვიქვი და ეს დაახლოებით 12 საათს გაგრძელდა. მეორე კლინიკური სიკვდილი კი, 25 წლის ასაკში განვიცადე და ჩემს თავს ზემოდან ვხედავდი. მესმოდა ადამიანების ხმებიც, რომლებიც ამბობდნენ, რომ მოვკვდი. მე კი საერთოდ არ მეშინოდა, პირიქით, მშვიდი და მხიარული ვიყავი. ვიცოდი, რომ ის, რაც ჩემში ხდებოდა იყო რაღაცის დასაწყისი, რომლის არსი ჯერჯერობით არ უნდა მცოდნოდა. მაგრამ, ვიცოდი, რომ ეს არ იყო არყოფნა. უბრალოდ, ვწუხდი, რომ აქამდე მეშინოდა სიკვდილის. მინდოდა, ხმამაღლა მეყვირა: ადამიანებო, ნუ გეშინიათ სიკვდილის! სიკვდილი სულაც არ არის ის, რაც თქვენ გგონიათ. ვგრძნობდი, რომ ეს რაღაცის დასაწყისი იყო და არა დასასრული. შემდეგ, შევედი უზარმაზარ გვირაბში, რომლის ბოლოში კაშკაშა სინათლე დავინახე. მესამე და მეოთხე კლინიკური სიკვდილის დროს კი, უკვე რეალურად ვიხილე ის სამყარო, სადაც ბუნებივი სიკვდილის შემდეგ აუცილებლად ყველა მოვხვდებით.
– მართალია, რომ კლინიკური სიკვდილის შემდეგ, ადამიანში იხსნება, ეგრეთ წოდებული, მესამე თვალი და განსაკუთრებულ უნარებსა და ნიჭს ავლენენ?
– გამორიცხული არაფერია. შეიძლება, რაღაც პერიოდში, ტვინში გარკვეული აღგზნების კერა დარჩეს, რაც ისეთ განსაკუთრებულ ნიჭს გამოიწვევს, მანამდე რომ არ ჰქონია. პირადად მე, ასე დამემართა. კლინიკური სიკვდილის შემდეგ ადამიანის მომავლის გაგება ვისწავლე, უფრო სწორად, ვხედავ, მომავალში რა ელის. ალბათ, ყველას დაუსვამს საკუთარი თავისთვის კითხვა: რა იქნება ფიზიკური სიკვდილის შემდეგ? ყველაფერი ბოლო ამოსუნთქვით მთავრდება თუ სიცოცხლის დასრულების შემდეგ, სული იარსებებს? მე ამ კითხვაზე გაგცემთ პასუხს – სიკვდილის შემდეგ ყველაფერი იმდენად სასიამოვნოდ გრძელდება, რომ აღარ მოგინდებათ ამ სამყაროსკენ მოხედვა. ადამიანის გონება, ისე როგორც სული, უკვდავია. კლინიკური სიკვდილის დროს, ადამიანს სწორედ სულიერი თვალი ეხილება. კლინიკური სიკვდილი ორგანიზმის ისეთი მდგომარებაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია სიცოცხლის ნიშნების არარსებობა. ამ დროს არ ფიქსირდება გულისცემა, სუნთქვა, ადამიანებს ეხილებათ სულიერი თვალი და ამიტომაც ამბობენ ეზოთერიკოსები და მისტიკოსები, გარდაცვალების შემდეგ, ადამიანი სულიერი თვალებით ხედავსო. საიქიოდან დაბრუნებული ადამიანები, მართლაც არსებობენ და ეს რეალურია. როცა სული სხეულიდან გადის, ამ დროს ადამიანი ხედავს თავის განვლილ ცხოვრებას, საკუთარ სხეულს ზემოდან აკვირდება და იქიდან დაბრუნების სურვილი არავის აქვს. თუმცა, ყველას დედამიწაზე საკუთარი კარმული მისია აქვს და ის თუ არ დაასრულა, ისე იმქვეყნად არავინ მიიღებს. კლინიკური სიკვდილი კი, ერთგვარი გარდამავალი მდგომარეობაა სიცოცხლესა და სიკვდილს შორის. კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში, ადამიანი საბოლოოდ მკვდარი არ არის და მისი ტვინი ჯერ კიდევ ცოცხალია. კლინიკური კი იმიტომ ეწოდება, რომ ბიოლოგიური სიკვდილისგან განსხვავებით, ის შექცევადი პროცესია და ადამიანი შეიძლება, დაუბრუნდეს პირვანდელ მდგომარეობას, ანუ გაცოცხლდეს. ბიოლოგიური სიკვდილისას კი, უკვე უჯრედი, როგორც ერთეული, მთლიანად მკვდარია. უნდა აღვნიშნო, რომ რეალურად, არსებობს ხორციელი და სულიერი თვალი და ეს მითი ან გამოგინილი ზღაპარი, სულაც არ არის. მაგალითად, წმიდა მამებს, დედამიწაზევე ეხილებოდათ სულიერი თვალი და ისინი ყველაფერს სამყაროს მიღმა ხედავდნენ, უბრალო ადამიანებს კი ეს სულიერი თვალი გარდაცვალების შემდეგ ეხილებათ. სწორედ აქედან მომდინარეობს ის ხილვები, რასაც ადამიანები კლინიკური სიკვდილის დროს ხედავენ.

скачать dle 11.3