კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ნიკა არაბიძის ანეკდოტები #47

კაცი მივა მკითხავთან და ეკითხება:
– მითხარით, რა მელის?
– თქვენ, 50 წლამდე უფულობით დაიტანჯებით.
– მერე?
– მერე შეეჩვევით.
***
მეგრელი და სვანი დაძმაკაცდნენ და ერთმანეთი რომ უკეთ გაიცნონ, მეგრელმა სვანს ჰკითხა:
– რომელ თვეში ხარ დაბადებული?
– აგვისტოში.
– ხოხ, აპა, იანვარში შენთვის ძუძუს ვინ ამოიღებდა.

ბესო ზანგურის ანეკდოტები
– შეყვარებული გყავს?
– კი, ჭკვიანი, სიმპათიური და უშიშარი.
– და, რა ჰქვია?
– გიორგი, სანდრო და ირაკლი.
***
მეგრელმა შეაგინა სვანს.
– რა ქენი, ბიჭო, სერიოზულად შემაგინე?
– დიახ.
– კიდევ კარგი, თორემ ვერ ვიტან ხუმრობას.
***
სვანეთში ტურისტების ჯგუფია ჩასული. რუსმა ტურისტმა გასძახა მთებს:
– „ია წებია ლუბლიუ!”
ექომ უპასუხა:
– ლუბლიუ... უბლუუ..უბლიუუუ...
ამერიკელმა ტურისტმა გასძახა:
– „აი ლავ იუ!”
ექომ უპასუხა:
– ლავ იუ..ლავ იუუ.. იუუ..იუუუ..
ჩინელმაც გასძახა:
– „სუნ ჩინ ჯენ სან!”
ექომ გამოსძახა:
– რაი? რაო?? რაიოო???
***
ორი წლის თანაცხოვრების მერე, ქმარი ეუბნება ცოლს:
– უკვე იმდენ რამეზე ვხუჭავ თვალს, მეშინია, არ ჩამეძინოს.
***
მეგრელი ტრაბახობს:
– მე, ძამა, ისტორია მაგრად ვიცი. მკითხე, რაც გინდა და გიპასუხებ.
– კარგი, აბა, მიპასუხე, რა დამთავრდა 1945 წელს?
– 1944 წელი.
***
ჰამაკში წამოწოლილი მიხო ცოლს გასძახებს:
– გამაიტანე, ქალო, შენი ოჯახის ფოტოალბომი.
– რათ გინდა მიხოვ, მოგენატრენ ჩემები?
– მამენატრენ კი არა, კეთილები უნდა გაგინო და არავინ გამამრჩეს!
***
„გოგო ისეთი მახინჯი იყო, კვაზიმოდომ რომ ნახა, წელში გასწორდა“.
***
ციხეში შესულ ახალ პატიმარს ეკითხებიან:
– რა დააშავე?
– წინა კვირას ექიმთან ვიყავი და ოთხი თვის სიცოცხლე მომცა. მე კიდე ამოვიღე ტყვია და შუბლი გავუხვრიტე.
– კი, მაგრამ, მერე?
– მერე, სამაგიეროდ, მოსამართლემ 20 წელი მომცა!

скачать dle 11.3